ხრიკები

როგორ გავარჩიოთ სხვადახვა მოდელის iPhone-ები

212views

თუ გადაწყვიტე iPhone-ის ყიდვა მეორად ბაზარზე, მაგალითად GeMUG Flea Market-ზე, მაგრამ მამნდე Apple-ის ტექნიკასთან საერთოდ არ გქონია შეხება და გიჭირს სხვადასხვა მოდელების ვიზუალური გარჩევა ერთმანეთისაგან, ეს სტატია გამოგადგება. დეტალურად ავღწერ, თუ რომელი აიფონია შენს წინაშე და მოტყუებული არ დარჩები ყიდვისას.

ხშირად გაურკვევლობა ჩნდება ე.წ. S მოდელებთან, რომლებიც ძირითადი მოდელის გამოსვლიდან ზუსტად 1 წელიწადში გამოდის გაყიდვაში. ისინი გარეგნულად ძალიან გვანან წინამორბედ მოდელს, მაგრამ განსხვავდებიან შინაგანი შემადგენლობით.

მოდი დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული მოდელებით არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ალბათ მთელ მსლოფლიოშიც. უფრო ადრინდელი მოდელების განილვას აზრი არა აქვს, ვინაიდან ისინი უკვე ძალიან ძველია.

iPhone 5/ iPhone 5s/ iPhone SE

ეს სამი მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული მოდელებია. ამ აიფონის ეკრანის ზომა 4 დუიმია. გარეგნულად ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ სხვაობა მაინც არსებობს. სწორედ მათზე ცდილობენ ბოროტმოქმედები, რომ მოატყუონ მომხმარებლები და უფრო ძველი iPhone 5 გაასაღონ iPhone 5s-ად, ან SE მოდელად.

ეკანის ზომა, კორუსის ზომა, ფერი და წონა პრაქტიკულად ერთნაირია. მაგრამ, iPhone 5 არ გამოდიოდა ოქროსფერში, ხოლო iPhone 5s — ვარდისფერ ოქროში. ეს უნდა გაითვალისწინოთ .

მეხსიერების მოცულობა: iPhone 5 16/32/64 გბაიტი, iPhone 5s 16/32/64 გბაიტი, iPhone SE 16/32/64/128 გბაიტი.

მოდელის ნომერიiPhone 5 — A1428, A1429, A1442, iPhone 5s — A1453, A1457, A1518, A1528, A1530, A1533, iPhone SE — A1723, A1662, A1724.

როგორ გავარჩიოთ iPhone 5 და iPhone 5s

მთავარი სხვაობა — Touch ID-ის არარსებობა iPhone 5-ში. Home ღილაკზე დახატულია მართკუთხა პიქტოგრამა და ვერ გამოიყენებთ თითის ანაბეჭდის ამოსაცნობად. ეს გარეგნულადაც ჩანს და ტელეფონის პარამეტრებშიც არ არის Touch ID-ის მორგების მენიუ.

სხვა მნიშვნელოვანი მომენტია ფოტოაპარატის ციმციმა მოწყობილობის უკანა მხარეს, უფრო ძველ მოდელს მრგვალი ციმციმა აქვს, ხოლო iPhone 5s-ს — ოვალური ფორმის, ორი შუქ-დიოდით.

როგორ გავარჩიოთ iPhone 5s და iPhone SE

მათი გარჩევა გამოცილ მომხმარებლებსაც უჭურთ ხოლმე. გარეგნულად ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს.

ზოგი არჩევს SE მოდელზე არსებულ ჩამოთლილ წიბოებს, მაგრამ ყველა ამას ვერ შეძლებს, ასე რომ ამ სხვაობას დიდად ნუ ენდობით.

სხვაობის მთავარი მანიშნებელი — კორპუსის უკანა მხარეზე მარკირება. ახალ აიფონს აწერია SE, ძალიან მარტივად. გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობას შესაძლოა ჰქონდეს შეცვლილი კორპუსი, ამიტომ კორპუსზე დატანებული ნომერი ასევე გადაამოწმეთ მენიუში Settings > General > About.

iPhone 5c

ამ მოდელის გამორჩევა ძალიან ადვილია. მას პლასტიკატის ფერადი კორპუსი აქვს.

მეხსიერების მოცულობა: 8/16/32 გბაიტი.

მოდელის ნომერი: A1456, A1507, A1516, A1529, A1532.

iPhone 6/ iPhone 6s

აქ იმალება ბოროტმოქმედების კიდევ ერთი პოტენციური შესაძლებლობა. ხშირად მეექვსე მოდელს S მოდელად ასაღებენ და სურთ უფრო ძვირად გაყიდვა.

ერთმანეთში ამ მოდელების გარჩევა შესაძლებელია მოწყობილობის კორპუსზე დატანებული წარწერებით. iPhone 6s-ს უკან დატანებული აქვს სიმბოლო „S“, ამის გარდა ამ მოდელში გამოჩნდა ვარდისფერი ოქროსფერი.

კვლავ არ ვენდოთ მარტო გარეგნულ სახეს და შევამოწმოთ მოდელი და 3D Touch-ის არსებობა iPhone 6s-ის მენიუში (ცოტა ძლიერად დააჭირეთ ხატულებს ეკრანზე, დამატებითი მენიუს გამოსაძახებლად).

მეხსიერების მოცულობა: iPhone 6 16/64/128 გბაიტი, iPhone 6S 16/32/64/128 გბაიტი.

მოდელის ნომერი: iPhone 6 A1549, A1586, A1589, iPhone 6S A1633, A1688, A1700.

iPhone 6 Plus/ iPhone 6s Plus

Apple-ის ყველაზე დიდი ზომის სმარტფონები (სხვანაირად მათ ფაბლეტებსაც ეძახიან) 5.5 დუიმი ეკრანებით არიან აღჭურვილი.

ერთმანეთში მოდელები, როგორც წინა შემთხვევაში — მარკირებით განსხვავდებიან, რაც დატანებულია კორპუსზე.

მეხსიერების მოცულობა: iPhone 6 Plus 16/64/128 გბაიტი, iPhone 6s Plus 16/32/64/128 გბაიტი.

მოდელის ნომერი: iPhone 6 Plus A1522, A1524, A1593, iPhone 6S Plus A1634, A1687, A1699.

iPhone 7/ iPhone 7 Plus

გასულ წელს ეფლმა წარმოგვიდგინა iPhone 7, ვიზუალური სხვაობა საკმაოდ ბევრია. კორპუსის ქვედა წიბოზე არ არის 3.5 მილიმეტრიანი გასართი ყურსაცმელებისათვის. კორპუსის უკანა მახარეს სხვანაირად არის განთავსებული კამერა და ანტენების ზოლები ქვემოდან და ზემოდან.

ფერთა გამაც შეიცვალა და დაემატა: შავი პრიალა ონიქსი, შავი გლუვი და წითელი.

მეხსიერების მოცულობა: 32/128/256 გბაიტი.

მოდელის ნომერი: iPhone 7 A1660, A1778, A1779, iPhone 7 Plus A1661, A1784, A1785.

დაიმახსოვრე, რომ აიფონის კორპუსები ადვილად იცვლება, ხოლო ჩინეთში დიდი ხანია აწარმოებენ კორპუსებს ძველი მოდელებისათვის ახალი მოდელების ფორმით. ვიზუალური სხვაობა მხოლოდ საორიენტაციოდ გამოდგება, ხოლო უფრო ზუსტად იმის დადგენა, თუ რა მოდელია შენს ქინაშე, შესაძლებელია კორპუსზე მარკირებით და ტელეფონის პარამეტრებში Settings > General > About.

Comments

comments

Leave a Response