ჭორებს iPhone 8-სთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ის სარკის კორპუსით გამოვიდეს Benjamin Geskin-იც ადასტურებს.
Geskin-ის წყაროს მიხედვით ახალი iPhone 8 ოთხი ფერის გამოვა. ერთ-ერთი იქნება ისეთი კორპუსით, რომელსაც სარკის ეფექტი აქვს. ეს განცხადება მხოლოდ Gaskin-ს არ გაუკეთებია, მას გამოეხმაურა და ეთახნმება Ming-Chi Kuo. რამოდენიმე კვირის წინ, Ming-Chi Kuo-მ ისაუბრა, რომ iPhone 8 ბევრ ფერს არ მიიღებდა, თუმცა ეს ამ ვერსიას მაინც არ გამორიცხავს. ასევე არის ვარაუდი, რომ შესაძლოა iPod touch ვიხილოთ სარკის კორპუსით.
აქამდე ჩვენ ვნახეთ ორი ფერის iPhone 8, შავი და თეთრი მოდელი… მესამე თუ სარკის კორპუსით იქნება — მეოთხე რა გამოვა? ვარდისფერი ოქრო?