სიახლეები

Apple Park დიდ ყურადღებას იპყრობს კუპერტინოში

68views

Apple-ის ახალმა კამპუსმა, რომლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, არა მარტო ქალაქ კუპერტინოს იერსახე შეცვალა, არამედ განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა ამ არეალის ტურისტულ მიმზიდველობაზე. The New York Times-ის ინფორმაციით, „ხილის კომპანიის “ ათობით და ასობით ფანატი ყოველდღიურად სტუმრობს ქალაქს Apple Park-ის სანახავად, ფოტოებს უღებენ შენობას ყველა რაკუსრიდან და ასევე დრონების საშუალებითაც.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ მოკლე დროის განმავლობაში, რაც Apple Park გაიხსნა, ის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა გახდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მათ ხშირად მიმართავენ ტურისტები დახმარებისათვის, ფოტო- და ვიდეო-გადაღების ორგანიზაბის საკითხებში. ასევე ქირაობენ ბინებს ღამის გასათევებლად.

საშენებლო კომპანიებმა უკვე დაიწყეს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა Apple Park-ის ახლო-მახლო. ზემო სართულების მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ცოცხლად იხილონ კამპუსის ღამის განათების სილამაზე და თვალი ადევნონ ამ კომპლექსის განვითარებას — მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება 9000-ზე მეტი ხე, რომლებიც სან-ფარნცისკოს ბაღებშია გამოზრდილი.

Comments

comments

1 Comment

Leave a Response