სიახლეები

სტივ ჯობსის რეაქცია iPhone-ის პროტოტიპზე

111views

წელს ზუსტად 10 წელი შესრულდა, რაც მსოფლიომ პირველი iPhone იხილა. ძნელი წარმოსადგენია, სადამდე განვითარდა ტექნოლოგიები ამ დროის განმავლობაში. მაგრამ, მოხდებოდა ეს განვითარება, რომ არა ჯობსის პრინციპული მიდგომა საკითხისადმი?

სავარაუდოთ, კი. სკოტ ფოსრტოლის განცხადებით, რომელმაც მოგვითხრო იმ სიტუაციაზე, რამაც სტივ ჯობს უბიძგა ტელეფონის შექმნაზე, ეფლი დიდი ხანია ეძებდა iPod-ის პოზიციების გამყარებაზე. ინჟინრების მოსაზრებით, კომპანიის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ამ მუსიკალური დამკვრელის GSM-მოდულით აღჭურვა.

იმ დროს საუბარიც კი არ იყო პროექტზე Purple, ამბობს ფორსტოლი, ხოლო მოწყობილობის კონცეფციას უბრალოდ „iPod plus phone“ ერქვა. თუმცა ისიც კი იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, რომ მოითხოვდა ინჟინრების წარმოუდგენელ ძალისხმევას. „საბოლოო ჯამში, ჩვენ დაგვიგროვდა Magic Wheel-ის მუშაობის 40-მდე ვარიანტი. მისი საშუალებით ნომრის აკრეფა უნდა მომხდარიყო“, — იხსენებს სკოტი.

„თავიდან ჩვენ ვმუშაობდით iPod-ზე, რომელსაც აგრეთვე ტელეფონის ფუქნციაც ჰქონდა, ამიტომ არც კი დავფიქრებულვართ მოწყობილობაში სენსორული ეკრანის დამატებაზე, — ამბობს ტონი ფადელი, iPod-ის ავტორი. — ჩვენ ვცადეთ 30 ან 40 შესაძლო ვარიანტი, აგვემუშავებინა ბორბალი, როგორც კლასიკური ტელეფონის ნომრის ამკრეფი, მაგრამ არცერთი ვარინატი ინტუიტიურად გასაგები არ იყო“.

იმის გააზრება, რომ მუსიკალური დამკვრელის ტელეფონად გადაქცევა — დიდად კარგი იდეა აარაა, ერთბაშად არ მოსულა. საბოლოო შედეგზე სერიოზული ზეგავლენა სტივ ჯობსმა მოახდინა, რომელმაც შემქმნელების ჯგუფს ულტიმატუმი წაუყენა ორ კვირაში შეექმნათ მოსახერხებელი და გასაგები ვარიანტი. თანამშრომელთა ენთუზიაზმი, რომლებიც თითქმის დღე-ღამე გადაბმულათ მუშაობდნენ და ხელმძღვანელობის შიშმა ნაყოფი გამოიღო და ბოლო-ბოლო შექიმნა iPhoneOS.

„მან [სტივ ჯობსმა] თქვა, რომ ჩვენ ორი კვირა გვაქვს ამ პროექტის დასასრულებლად, — ამბობს სკოტ ფოსრტოლი. — მაშინ გრეგმა [გრეგ კრისტი] გაანაწილა საქმეები და მუშაობა გაჩაღდა. არცერთი წამით არ შევჩერებულვართ. ზოგიერთი თანამშრომელი კამპუსთან ახლოს სასტუმროში დაბინავდა, დრო რომ არ დაეკარგათ გზაზე. ჩვენ კვირაში 168 საათი ვიმუშავთ!“.

საინტერესოა, რომ როდესაც ჯობსმა საოპერაციო სისტემის პირველი პროტოტიპი დაინახა, რომელიც შემდგომში მომავალ სმარტფონს საფუძვლად დაედო, ძნელი იყო იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობს ის. პარალიზირებულს ჰგავდა. მოგვიანებით ამ ფაქტის მომსწრეები ჰყვებოდნენ და სტივ ჯობსს აღწერდნენ როგორც დამუნჯებულს და გაშეშებულს. ეს იყო გუნდის მუშაობის შედეგებით აღფრთოვანება, გუნდისა, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. „კიდევ ერთხელ მაჩვენეთ!“, — კვლავ და კვლავ იმეორებდა სტივი, როგორც მოჯადოებული.

Comments

comments

Leave a Response