ზუსტად 32 წლის წინ, 1985 წელს, Apple-ის მენეჯმენტი და სტივ ჯობსი ჩავიდნენ სსრკ-ში. მათ სინამდვილეში ერთი მიზანი ჰქონდათ — საბჭოთა კავშირში Macintosh-ის კომპიუტერის მიწოდებაზე დადებული მთავარი ხელშეკრულება.
ეს ყველაფერი 1985 წლის ივლისში დაიწყო. მაშინ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის (IPI) ინსტიტუტმა გადაწყვიტა მოეხდინა ისეთი სახის ტენდერის ჩატარება, რომლითაც კომპანია პერსონალური კომპიუტერითა და სხვა კომპიუტერული მოწყობილობებით უნდა დაკომპლექტებულიყო. ეს სამუშაოები განხორციელდა სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტში 1985 წლის 28 მარტის დადგენილებით. ეს ყველაფერი კეთდებოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტებისთვის კომპიუტერული სასწავლო წრეების უზრუნველსაყოფად. ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოსაყენებლად სასწავლო პროცესში.
1985 წლის 4 ივლისს სტივ ჯობსი შეხვდა უნივერსიტეტის მართველობას და შესთავაზა 10 კომპიუტერი, რომლითაც უნდა გეამართა 250 კაციანი სემინარი და უთხრა გამოეყენებინათ ისინი რამდენიმე თვე.
მიუხედავს იმისა, რომ ამერიკა ეწინააღმდეგებოდა IPI-ზე კომპიუტერების გაყიდვას, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 4 ივლისს სტივ ჯობსმა გაიმარჯვა, უნიუვერსიტეტმა უმასპინძლა სემინარს, რომელშიც სტივ ჯობსმაც მიიღო მონაწილეობა.