ჩვენ მთელი დღე აქტიურად ვიყენებთ აიფონს და საღამოს, ძილის წინ ვრტავთ დასატენად.
ვინაიდამ ეფლი საგულდაგულოდ გვიმალავს აკუმლატორის ტექნიკურ ინფორმაციას, იძულებული ვართ გავერკვეთ სიტუაციაში ექსპერტების კომნეტარებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით.
როგორ რეაგირებს iPhone ხანგძლივ დატენვაზე
მოსაზრება სმარტფონების ხანგლივი დატენვის ავკარგიანობის შესახებ კვლავაც პოლულარულია, თუმცა ეფლმა და სხვა მწარმოებლებმა უკვე დიდი ხანია აღჭურვეს საკუთარი ტეელფონები სპეცალური კონტროლერებით, რომლებიც თიშავენ დატენვას, როგორც კი აკუმლატორის მუხტი 100%-ს მიაღწევს.
კომპანია Anker-ის სპეციალისტი, რომელიც დამტენი მოწყობილობებით არის დაკავებული, ედო კამპოსი დარწმუნებულია ამ მოსაზრების სიმცადრეში.
მიუხედავად ამისა, პასიურ რეჯიმშიც კი და გამორთლი ეკრანით, მობილირი მოწყობილობა ხარჯავს აკუმალტორის მუხტს. ეს დაკავშირებულია მობილური ქსელის სიგნალის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სხვა უსადენო პროტოკოლების სამუშაოდ და პროგრამულ პროცესებთან, რომლებიც ფონურ რეჟიმში მუშაობენ.
გამოდის, რომ მოწყობილობა 99$-ზე ჩასმოვლისთანავე ისევ იწყებს დატენვის პროცესს. დატვირთვა კვების ბლოკზე მინიმალურია, ამიტომ ის დილას სრულიად გრილია — და გგონია რომ მან დიდი ხანია დაასრულა მუშაობა.
ლითიუმ-იონური აკუმლატორების მუშაობის ხანგძლივობა დამოკიდებულია დამუხტვა/განმუხტვის ოდენობაზე. ეს ტექნიკური ინფორმაცია ღია სახით არის წარმოდგენილი,ამიტომ დიაგნოსტიკის აპლიკაციების უმეტესობას შეუძლია დაახლოებთ იმის გამოთვლა, თუ რა მდგომარეობაშია აკუმლატორი.
მაგრამ Yahoo-ს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის აკუმლატორების თავისებურებების გამო, iPhone-ის აკუმლატორის მუხტი ჯობია 40-80% ფარგლებში გვეჭიროს. და მუდმივი 100% ნეგატიურად აისახება მისი სიცოცხლის ხანგძლივობაზე.
დამტენი მოწყობილობების კომპანიის დამფუძნებელი შეინ ბროუსკი ამტკიცებს, რომ ამის გარდა, კვების ბლოკთან ხანგძლივი მიერთების დროს მოწყობილობა მუდმივად ცხელდება. ეს აგრეთვე არაა სასურველი აკუმლატორისათვის.
ამიტომ ღამის დატენვის დროს iPhone მაქსიმალურად უნდა გრილდებოდეს, რათა არ მოხდეს გადახურება.
ამისათვის მოწყობილობას უნდა მოვხსნათ დამცავი შალითები და დავდოთ მყარ ზედაპირზე — ბალიშის ქვეშ დადება, ან ზემოდან რაიმეს გადაფარება დაუშვებელია!
როგორ გავზარდოთ აკუმლატორის სიცოცხლის ხანგძლივობა
უმრავლესობა აიფონს შეუსვენებლად იყენებს. საქმე იმაშია, რომ ეფლის სმარტფონები იმდენად მყარად შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ნახევარი-ერთი საათი მათ გარეშე წამებათ იქცევა ხოლმე.
ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უსასრულო ოდენობის ინფორმაციის ნაკადს სმარტფონიდან, ვკონაქტობთ სოციალური ქსელების საშუალებით, ვსაუბრობთ მესინჯერებში, ვიყენებთ ნავიგაციას, ვუსმენთ მუსიკას, ვამუშავებთ დოკუმენტებს და ვთამაშობთ. და ტელეფონს ვთიშავთ მხოლოდ საგანგებო სიტუაციაში — ეს შეცდომაა.
Apple Genius-ის სპეციალისტები დაბეჯითებით გვირჩევენ კვირაში თუნდაც ერთი ღამით გავთიშოთ აიფონი, ანდა ისეთ დროს, როცა მის გარეშეც შეგვიძლია ყოფნა. ისინი ამბობენ რომ ეს პროცედურა კარგად აისახება აკუმლატორის სიცოცხლის ხანგძლივობაზე.
ლითიუმ-იონური აკუმლატორები საუკეთესოდ გრძნობენ თავს, როდესაც მათი მუხტი 40-80%-ის ფარგლებშია
ამიტომ მისი მუდმივად 0%-მდე დაცლა არ შეიძლება — მსგავსი პროცედურა ტარდებოდა ძველ მობილურ ტელეფონებზე, რომლებსაც წინა თაობის აკუმლატორები ჰქონდათ.
მაგრამ მუდმივი დატენვა 100%-ზე (დატენვა ყოველი შემთხვევისათვის) ნეგატიურად აისახება მის მუშაობაზე. ჯობია ცოტ-ცოტაობით დამუხტოთ მოწყობილობა, რომელიც სანახევროდ არის განმუხტული, მაგალითად გარე აკუმლატორის საშუალებით, ვიდრე ზღვარამდე დატენოთ ის მინიმალური გამოყენების შემდეგ.
აიფონის დატენვის პროცესში ნებადართულია ტელეფონით სარგებლობა. მაგრამ ეს მკვეთრად გაზრდის დატენვის დროს. ჯობია დატენოთ 80%-მდე, გათიშოთ და ისარგებლოთ 40%-მდე. შემდეგ გაიმეოროთ ეს პროცედურა.
კომპანია Ossia-ს სპეციალისტი, ჰატემ ზეინე აღნიშნავს, რომ დენი აკუმლატორში მოდულირებული სახით მიდის.
კვების ბლოკის სიმძლავრის მომატებისას, იონების ლითიუმში გადაადგილება პოლუსიდან პოლუსზე იზრდება, ამიტომ აკუმლატორის შევსება უფრო სწრაფად ხდება. ეს პროცესი აგრეთვე ნეგატიურად აისახება აკუმლატორის სიცოცხლის ხანგძლივობაზე.
ამიტომ აიფონის დასატენად აიპედის დამტენის გამოყენება აგრეთვე არ არის რეკომენდებული. მოწყობილობა მწყობრიდან არ გამოვა ორჯერ უფრო დიდი სიმძლავრის გამო, მაგრამ აკუმლატორის გამოცვლა უფრო სწრაფად მოგიწევთ.
ასევე ძალაინ მნიშვნელოვანია ხარისხიანი დამტენების გამოყენება. ის აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ ეფლის ორიგინალ დამტენებს გამოიყენებთ, ან ცნობილი მწარმოებლების: Belkin, Griffin.
როდის უნდა შევცვალოთ აკუმლატორი
აკუმლატორის ცვეთის შემოწმება სპეციალური ტექნიკური მანიპულაციების გარეშე, რაც მხოლოდ სერვის ცენტრებშია შესაძლებელია, სპეციალურ აპარატურაზე, შეუძლებელია.
ამიტომ სპეციალისტები იღებენ გასაშუალებულ მაჩვენებლებს, რასაც ეფლი ღიად გვაწვდის საჭიროების შემთხვევაში.
დამუხტვა/განმუხტვის 500 სრული ციკლის შემდეგ აიფონის აკუმლატორი გამოსაცვლელია
რასაკვირველია, ამ მნიშვნელობის შემდეგაც შესაძლებელია მოწყობილობით სარგებლობა. მაგრამ ამ დროს აკუმლატორის მოცულობა 80%-მდე ეცემა და ტეელფონის ავტონომიური მუშაობის დროც შესაბამისად მცირდება.
მიუხედავად ამისა, ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი. აკუმლატორმა შესაძლოა 1500 ციკლიც კი გაიაროს და კარგად მუშაობდეს, ასევე შესაძლებელია 40 ციკლის შემდეგაც მოკვდეს. ბოლო შემთხვევაში ეს უკვე კორპუსში წყლის მოხვედრას შეგვიძლია დავაბრალოთ, ან ძაბვის ცვალებადობას, რასაც ვერ გაუმკვადა ტეელფონის დაცვის მექანიზმები.
დამუხტვა/განმუხტვის ციკლების ნახვა შესაძლებელია Mac-ის აპლიკაციით coconutBattery, რომელიც უფასოა.
შემოწმების სახალხო მეთოდიც არსებობს, ყინვის საშუალებით. თუ აიფონი 10-15 წუთში ითიშება მინუს ტემპერატურაზე, მისი აკუმლატორის ცალსახად გამოსაცვლელია. ნორმალირი აკუმლატორის ასე არ იქცევა.
თუმცა მაინც არ ღირს სმარტფონის (ნებისმეიერის!) სიცივეზე დიდი ხნით დატოვება. არაფერი კარგი არ მოხდება.
შედეგები:დავტოვოთ თუ არა აიფონი დატენვაზე მთელი ღამით
ჩვენი რჩევები ასეთია:
- არ დატოვოთ აიფონი მთელი ღამით დატენვაზე;
- არ დატენოთ აიპედის დამტენით;
- დატოვეთ მუხტის მოცულობა 40-80%
- თუ მაინც გიწევთ ღამით დატენვაზე დატოვება, უზრუნველყავით სითბოს ნორმალური გაბნევა;
- გამოიყენეთ საფირმო დამტენები ან მაღალი ხარისხის სხვა კომპანიებისაგან: Belkin, Griffin;
- დროულად გამოცვალეთ ძველი აკუმლატორის სერვის ცენტრში