ბრაიან მრჩანტმა, წიგნის „The One Device: The Secret History of the iPhone“ ავტორმა გამოავლინა Apple-ის პარტნიორ კომპანიებში მაკომპლექტებელი ნაწილების მასიური ქურდობა. მისი სიტყვებით, ამ ნაწილებისგან ჩინელები ახერხებენ კსუტარულ პირობებში ააწყონ ორიგინალი და სრულიად მუშა მდგომარეობაში მყოფი iPhone-ები, რომლებიც რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი რეალური საცალო ფასია.
ყველაფერი პირდაპი ქალაქ შენჩჟენის ცენტრში ხდება — ელექტრონიკის ცნობილი ბაზრიდან რამდენიმე კვარტალში დგას ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრი, სადაც გრანდიოზული შავი ბაზარია მოწყობილი. „არასდროს მინახავს აიფონების ასეთი რაოდენობა ერთ ადგილას, — ამბობს მერჩანტი. — მსოფლიოს არცერთ Apple Store-ში, არც CES-ის გამოფენაზე, როკ-კონცერტზეც კი ასეთი რამ არ შეგხვდებათ“.
„მე მივემართები ერთ-ერთი დახლისაკენ, რომელთანაც ახალგაზრდა ჩინელი ხელში სახრახნისით ჩალიჩობს დაშლილ iPhone-ზე, — იხსენებს ავტორი. — საჭიროების შემთხვევაში ხელსაწყოდ საკუთარ ფრჩხილსაც იყენებს, რომლებიც გიტარის მედიატორივით აქვს წამახვილებული. ჩემს კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამიწყოს აიფონი, ის თავს მიქნევს და მეკითხება: „კონკრეტულად რომელი გსურთ?“. ვპასუხობ, რომ მე უფრო პროცესი მაინტერესებს, ხოლო მოდელს მნიშვლეობა არა აქვს“.
ჩინელი მთავაზობს iPhone 4s-ის აწყობას 50 დოლარად (ორმოცდაათი, კარლ!!!). ყველა საჭირო დეტალის მომარაგების შემდეგ, რომლებიც მან თავის კილეგებს იქვე გამოართვა, ის იწყებს მუშაობას. „ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა და ეს სასწაული იყო. მე ვნახე, რამდენად პროფესიულად მუშაობენ iFixit-ის სპეციალისტები. მაგრამ ჯეკი (ჩინელს ასე ერქვა) მხოლოდ სახრახსნისს იყენებდა და შიშველ ხელებს. პროცესი 15 წუთი გაგრძელდა, რომლის შემდეგაც მე მივიღე პრაქტიკულად ახალი iPhone 4s“.
წყარო: wired.co.uk