სიახლეები

როგორ იმოქმედა iPhone-მა სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე

57views

პირველმა აიფონმა ჩვენი ცხოვრება ძირეულად შეცვალა და სამომხმარებლო ტექნიკის სამყაროში ახალი პერიოდის დასაყისი გვამცნო. მიუხედავად ყველა ხარვეზისა, რაც პირველ მოდელს ჰქონდა, ამ გაჯეტმა მუსიკალური დამკვრელების, ნავიგატორების, პორტატული ფოტო- და ვიდეო-კამერების მწარმოებლებს აიძულა საკუთარი წარმოების დივერსიფიცირება მოხედინათ. 10 წლის განმავლობაში მოხმდარი ცვლილებების შეფასება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე.

კონსალტინგური კომპანია Statista-ს მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა პორტატული ვიდეო-კამერების ბაზარი. მათი წილი ამ ათი წლის განმავლობაში 93%-ით შემცირდა. MP3-დამკვრელები და საავტომობილო ნავიგატორები 87 და 80% შემცირდა, შესაბამისად, ხოლო ციფრული ფოტო-კამერები — 66%-ით.

მაგალითად, Garmin, ერთ დროს ძალიან პოპულარული ნავიგატორი, დღეს ახალ ამპლუაში გვევლინება. კომპანიამ დაიწყო ფიტნეს პროდუქციის შექმნა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. Canon-მა თავის მხრივ მოახდინა წარმოების დივერსიფიცირება. ახლა ის კონცენტრირებულია სარკიან და უსარკო ფოტო-კამერების შექმნაზე და პრაქტიკულად სრულიად შეწყვიტა იაფფასიანი „სასაპნეების“ წარმოება.

მაგრამ ყველაზე ნათელი მაგალითი iPhone-ის მხრიდან ბაზრის წილის ჩაყლაპვისა არის უშუალოდ კომპანია Apple, რომელმაც თავის ხელით დაასამარა iPod-ები. სწორედ აიფონის წარმატებას უნდა „უმადლოდეს“ კუპერტინო თავის ერთ დროს სუპერ პოპულარული პროდუქტის დასამარებას.

Comments

comments

Leave a Response