იაპონელი მოდელიორი, ისეი მიიაკე, რომელმაც სწორედ ის ჯემპრი შექმნა, რომელიც სტივ ჯობს უყვარდა და ყველგან ეცვა (ასზე მეტი ცალი ჰქონდა სტივს), იწყებს ამ ჯემპრის მსაიურ წარმოებას. ლეგენდარული ჯემპრი გაყიდვაში შემდეგ თვეში ჩაეშვება, სულ რაღაც 270 აშშ დოლარად.
მწარმოებლის განცხადებით, გაყიდვაში გამოვა არა ჯობსის ჯემპრის ზუსტი ასლი, არამედ მასთან ძალიან მიახლოებული პროდუქტი. თუმცა ხარისხის თვალსაზრისით ის არაფრით არ ჩამოუვარდება ორიგინალს. სხვაობა ძალიან დიდი არ არის. სიახლეს ოდნავ მაღალი აქვს მხრების ხაზი და უფრო ელეგანტური სილუეტი გააჩნია. ნაჭრის მასალა იგივე დარჩება.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ჯემპრის შექმნაზე მუშაობდა არა კონკრეტულად მიიაკე, არამედ მისი მოსწავლე — იუსიკე ტაკახასი. მოვალეობების დელეგირებით ოსტატმა თავიდან აიცილა ჯობსის ფანატებზე ფულის კეთების საყვედურები და ასევე შეამცირა პროდუქციის თვითღირებულება. უშუალოდ მიიაკეს მიერ შექმნილი პროდუქტი რამდენჯერმე უფრო ძვირი იქნებოდა.