დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, რაც პირველი Beta ვერსია მივიღეთ, Apple-მა შემოგვთავაზა მეორე Beta ვერსია iOS 11, MacOS High Sierra, tvOS 11 და watchOS 4-ზე დეველოპერებისთვის. ვისაც უკვე ჰქონდა პირველი ბეტა ვერსია, იმათმა ავტომატურად დაიწყეს უკვე მეორე ვერსიის დატესტვა, რადგან პირდაპირ Settings-ში მიუვიდოდათ ახალი სისტემის შეთავაზება.
პირველი ბეტა ვერსია სავსე იყო შეცდომებით, მეორე ვერსიაში უკვე ბევრი რამ გამოსწორებულია, რადგან Apple-მა შეამცირა მოცულობები. აპლიკაციებს მოაკლდა საშუალოად 100 მეგაბაიტი, აღარ დაგჭირდებათ აპლიკაციების გამო ტელეფონის გადატვირთვა. ასევე გამოსწორდა ფიქსირებული შეცდომები 3D Touch-ზე.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა მოწყობილობების მეორე ბეტა ვერსიაზე, სადაც ასევე სისტემა გახდა ბევრად სტაბილური: MacOS High Sierra, tvOS 11 და watchOS 4, ასევე აქაც დაემატა ახალი ფუნქციები, რომელიც თავიდან გვაქვს სასწავლი.