ამასწინათ საიტზე SlashLeaks გამოაქვეყნეს ფოტო, რომეზეც თითქოსდა გამოსახულია iPhone 8. ახლა ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში დაიწყეს ჯერ გაყიდვაში არ გამოსული iPhone 8-ის ყალბი კოპიების გამოშვება.
აპარატს ძალიან წვრილი კიდეები აქვს, ვერტიკალურად განთავსებული ძირიტადი კამერა და თითის ანაბეჭდების სენსორი კორპუსის უკანა მხარეს. შიგნით რასაკვირველია ანდროიდია და არა iOS.
ჭორების მიხედვით, iPhone 8 აღჭურვილი იქნება შუშის კორპუსით, უსადენო დატენვის საშუალებით, OLED-ეკრანით. სტანდარტულ კომპლექტაციაში შესაძლოა ასევე უსადენო ყურასცვამები AirPods იყოს.