ეფლი არ ცდილობს იყოს პირველი ყველაფერში და ყოველთვის, განაცხადა ტიმ კუკმა Bloomberg Businessweek-თან ინტერვიუში. ასე გააკეთა რეაგირება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კრიტიკის მიმართ. მისი განცხადებით, კუპერტინოში არ ნერგავენ ინოვაციას მხოლოდ ინოვაციის გულისთვის და მაჯობეინებენ ოპტიმიზაციას.
„პირველ რიგში ჩვენ ეფლში ფსონს ვდებთ ხანგძლივ განვითარებაზე და არ ვჩქარობთ კონკურენტების წინ გასწრებას, — ხაზი გაუსვა კუკმა. — ჩვენი პროდუქტი სხვებზე უკეთესი უნდა იყოს და მომხმარებლის ცხოვრებას უკეტესობეისაკენ უნდა ცვლიდეს. ჩვენ არ გვეჩქარება და კონკრენციაც არაფერ შუაშია“.
თავისი სიტყვების დამადასურებლად კუკმა გაიხსენა ეფლის მიერ პროდუქტების გამოშვების ქრონოლოგია. „გაიხსენეთ iPod. განა ის პირველი MP3-დამკვრელი იყო ბაზარზე? არა. ისევე, როგორც აიფონი არ იყო პირველი სმარტფონი, აიპედი არ იყო პირველი ტაბლეტი. იგივეს ვიტყოდი HomePod-ზე, რომლის შექმნაზე რამდენიმე წელი ვიმუშავეთ“.
პირველ რიგში კუპერტინოში მუშაობენ პროდუქტის პოზიცირებაზე, რათა შემდგომში ის არ გახდეს უაზრო პროდუქტი. ეს პროცესი თავის თავში მოიცავს კონცეფციის შემუშავებას, შემდგომ განვითარებას და მესამე მხარის დეველპერების დაინტერესებას, რომლებიც შექმნიან პროდუქტის დამატებით ფუნქციონალს.
რაც შეეხება HomePod-ის ფასს, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ის სრულიად გამართლებულია, აღნიშნა კუკმა. როდესაც ჩვენ თავის დროზე წარმოვადგინეთ iPod, მრავალს სჯეროდა, რომ არავინ არ გადაიხდიდა 399 დოლარს უბრალო დამკვრელში. იგივე გზა გაიარეს აიფონმა და აიპედმაც.