iPhone OS შეიქმნა, როგორც Windows Mobile-ის მარტივი და ცხადი ალეტრნატივა. მაგრამ შემდეგ ის iOS-ად გადაიქცა, შეივსო ბევრი სასარგებლო და არც ისე ფუქნციებით და საკმაოდ გართულდა. ჩვენ დღეს შევეცდებით მოგითხროთ ზოგიერთი საჭირო ფუნქციის შესახებ.
1. გადაადგილეთ ღონისძიება კალენდარში გრძელი დაჭერით
ღონისძიების დროის შესაცვლელად iOS 10-ში, დააჭირეთ ამ ღონისძიებაზე და გადაათრიეთ საჭირო ადგილას. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ამ ჩანაწრში შეცვლა და დროის ხელით ცვლა;
2. დახურეთ გამოსახულება თითის მოკლედ ასმით ზემოდან ქვემოთ
კონკრეტული ფოტოს დახურვა და ფოტოების ნაკადის სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოდან ქვემოთ თითის ჩამისმის ჟესტი. იგივე ჟესტი ზოგიერთ უცხო პროგრამაშიც მუშაობს;
3. გამოაჩინეთ Safari-ს ქვედა მენიუ გვერდის ჩათვალიერებისას
საიტის დათვალირებისას iOS 10-ში, მობილური ბრაუზერის ზედა, მისამართების ზოლი ვიწროვდება, ხოლო ქვედა იმალება, რათა საიტის სანახავად მეტი ადგილი დაგრჩეთ. მაგრამ საკმარისია ქვედა კიდეზე თითით შეეხოთ, რომ პანელი იმწავსმე გამოჩნდება;
4. გახსენით Safari-ს ბოლოს გახსნილი გვერდებით ერთი დაწკაპუნებით
ბოლოს დახურული ჩანართების სიის სანახავად, ხანგძლივად დააჭირეთ პლუსის ხატულაზე. მოსახერხებელია, როდესაც შემტხვევით დახურეთ ჩანართები;
5. გახსენით მალთიტასქინგის მენიუ 3D Touch-ით
iOS 10-ის მალთიტასქინგის მენიუ შეგიძლიათ გახსნათ Home ღილაკზე ორმაგი დაწკაპუნებით. მაგრამ უფრო მოსახერხებელია სვაიპი ეკრანის მარცხენა კიდედან მარჯვნივ, მცირედი ძალის დატანებით. ამ შემთხვევაში მალთიტასქინგის მენიუ 3D Touch ტექნოლოგიით გაიხსნება;
6. გადაერთეთ წინა აპლიკაციაზე iOS ჟესტით
იმისათვის, რომ დაბრუნდეთ წინამდებარე აპლიკაციაზე, გააკეთეთ ჟესტი ძალდატანებით ეკრანის მარცხენა კუთხიდან მარჯვნივ. ასე შეძლებთ იმ პროგრამაზე დაბრუნებას, რასაც მანამდე იყენებდით;
7. წაშალეთ ციფრები კალკულატორში თითის გადასმით მარცხნიდან მარჯვნივ
მინიმალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, iOS-ის დიზაინერებმა არ დაამატეს ბოლო შეტანილი სიმბოლოს წაშლის ფუნქცია კალკულატორში. მაგრამ ეგ არაფერი, საკმარისია თითი გადაუსვათ ციფრებს მარცხნიდან მარჯვნივ და ბოლო შეტანილი ციფრი წაიშლება;
8. გადადით ფოტოების სიის თავში, ან ბოლოში ერთი დაწკაპუნებით
ფოტოების სიის თავში სწრაფად გადასავლელად შეეხეთ სტატუსის ზოლს, ეკრანის ზედა ნაწილში. ბოლოში გადმოსასვლელად — აპლიკაციის ქვედა ზოლში აქტიურ ხატულას. თუ ბიბლიოთეკა დიდი მოცულობის გაქვთ, ძალიან გამოგადგებათ ეს ხერხი;
9. იხილეთ შეტყობინებები საქაღალდედან 3D Touch-ით
თუ საქაღალდეში დევს ორი, ან მეტი აპლიკაცია შეტყობინებებით, საქაღალდე აჩვენებს შეტყობინებების ჯამურ ოდენობას, მაგრამ კონკრეტულის სანახავად საკმარისია ძლიერი შეხება საქაღალდეზე;
10. გამორთეთ რეკლამა თამაშებში
თუ რეკლამამ თამაშში სიცოცხლე გაგიმწარათ, უბრალოდ ტელეფონი გადაიყვანეთ ფრენის რეჟიმში.