სიახლეები 

iOS 10-ის 10 საჭირო ფუნქცია

iPhone OS შეიქმნა, როგორც  Windows Mobile-ის მარტივი და ცხადი ალეტრნატივა. მაგრამ შემდეგ ის iOS-ად გადაიქცა, შეივსო ბევრი სასარგებლო და არც ისე ფუქნციებით და საკმაოდ გართულდა. ჩვენ დღეს შევეცდებით მოგითხროთ ზოგიერთი საჭირო ფუნქციის შესახებ.

1. გადაადგილეთ ღონისძიება კალენდარში გრძელი დაჭერით

ღონისძიების დროის შესაცვლელად iOS 10-ში, დააჭირეთ ამ ღონისძიებაზე და გადაათრიეთ საჭირო ადგილას. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ამ ჩანაწრში შეცვლა და დროის ხელით ცვლა;

2. დახურეთ გამოსახულება თითის მოკლედ ასმით ზემოდან ქვემოთ

კონკრეტული ფოტოს დახურვა და ფოტოების ნაკადის სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოდან ქვემოთ თითის ჩამისმის ჟესტი. იგივე ჟესტი ზოგიერთ უცხო პროგრამაშიც მუშაობს;

3. გამოაჩინეთ Safari-ს ქვედა მენიუ გვერდის ჩათვალიერებისას

საიტის დათვალირებისას iOS 10-ში, მობილური ბრაუზერის ზედა, მისამართების ზოლი ვიწროვდება, ხოლო ქვედა იმალება, რათა საიტის სანახავად მეტი ადგილი დაგრჩეთ. მაგრამ საკმარისია ქვედა კიდეზე თითით შეეხოთ, რომ პანელი იმწავსმე გამოჩნდება;

4. გახსენით Safari-ს ბოლოს გახსნილი გვერდებით ერთი დაწკაპუნებით

ბოლოს დახურული ჩანართების სიის სანახავად, ხანგძლივად დააჭირეთ  პლუსის ხატულაზე. მოსახერხებელია, როდესაც შემტხვევით დახურეთ ჩანართები;

5. გახსენით მალთიტასქინგის მენიუ 3D Touch-ით

iOS 10-ის მალთიტასქინგის მენიუ შეგიძლიათ გახსნათ Home ღილაკზე ორმაგი დაწკაპუნებით. მაგრამ უფრო მოსახერხებელია სვაიპი ეკრანის მარცხენა კიდედან მარჯვნივ, მცირედი ძალის დატანებით. ამ შემთხვევაში მალთიტასქინგის მენიუ 3D Touch ტექნოლოგიით გაიხსნება;

6. გადაერთეთ წინა აპლიკაციაზე iOS ჟესტით

იმისათვის, რომ დაბრუნდეთ წინამდებარე აპლიკაციაზე, გააკეთეთ ჟესტი ძალდატანებით ეკრანის მარცხენა კუთხიდან მარჯვნივ. ასე შეძლებთ იმ პროგრამაზე დაბრუნებას, რასაც მანამდე იყენებდით;

7. წაშალეთ ციფრები კალკულატორში თითის გადასმით მარცხნიდან მარჯვნივ

მინიმალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, iOS-ის დიზაინერებმა არ დაამატეს ბოლო შეტანილი სიმბოლოს წაშლის ფუნქცია კალკულატორში. მაგრამ ეგ არაფერი, საკმარისია თითი გადაუსვათ ციფრებს მარცხნიდან მარჯვნივ და ბოლო შეტანილი ციფრი წაიშლება;

8. გადადით ფოტოების სიის თავში, ან ბოლოში ერთი დაწკაპუნებით

ფოტოების სიის თავში სწრაფად გადასავლელად შეეხეთ სტატუსის ზოლს, ეკრანის ზედა ნაწილში. ბოლოში გადმოსასვლელად — აპლიკაციის ქვედა ზოლში აქტიურ ხატულას. თუ ბიბლიოთეკა დიდი მოცულობის გაქვთ, ძალიან გამოგადგებათ ეს ხერხი;

9. იხილეთ შეტყობინებები საქაღალდედან 3D Touch-ით

თუ საქაღალდეში დევს ორი, ან მეტი აპლიკაცია შეტყობინებებით, საქაღალდე აჩვენებს შეტყობინებების ჯამურ ოდენობას, მაგრამ კონკრეტულის სანახავად საკმარისია ძლიერი შეხება საქაღალდეზე;

10. გამორთეთ რეკლამა თამაშებში

თუ რეკლამამ თამაშში სიცოცხლე გაგიმწარათ, უბრალოდ ტელეფონი გადაიყვანეთ ფრენის რეჟიმში.

Related posts