სიახლეები 

Google Assistant ჩაანაცვლებს Siri-ს?

საიტის AndroidGuys ინფორმაციით, კომპანიები Apple და Google განიხილავენ ხმოვანი ასისტენტის, Siri-ს Google Assistant-ით ჩანაცვლების შესაძლებლობას. ეს სიახლე შესაძლოა iOS 11-ში განხორციელდეს 2017 წელს გამოსული სმარტფონებისათვის. iPhone 7s, 7s Plus და 8-ის მფლობელებს შესაძლოა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უარი თქვან Siri-ზე.

გადადგამს, თუ არა ეფლი ამ ნაბიჯს, ძნელი სათქმელია. Siri უკვე რამდენიმე წლია ჩადგმულია iOS-ში და Apple არ აძლევს საშუალებას უცხო კომპანიებს, მოახდინონ თავიანთი ასისტენტის ინტეგრაცია საოპერაციო სისტემაში. ისინი ჩვეულებრივი აპლიკაციების სახით მუშაობენ, რაც გარკვეულ შეზღუდვებს ბადებს — მაგალითად, მათ არ შეუძლიათ მუდმივად უსმინონ მომხმარებელს და შეასრულონ ხმოვანი ბრძანებები, თუ გაშვებული არ გაქვთ კონკრეტული აპლიკაცია.

ეფლმა თავის ციფრულ მაღაზიაში შეუშვა როგორც Google Assistant, ასევე Microsoft Cortana, თუმცა ამაზონის Alexa ვერაფრით ვერ ვხდება ამ სიაში.

Related posts