ცოტა ხნის წინ ჭორები ვრცელდებოდა, რომ iPhone 8-ზე თითის სკანერი აუცილებლად ადგილს შეიცვლიდა და უკანა პანელზე გადავიდოდა. ამ ფაქტმა თავიდან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ბევრ მომხმარებელში, რომლებიც ძველ ადგილმდებარეობას იყვნენ მიჩვეულები და არ ეთანხმებოდნენ მის შეცვლას. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ თითის სკანერი თავის ადგილზე დარჩება, მაგრამ მისი ფუნქციონალი ბევრად დაიხვეწება და შეიცვლება.
ასე, რომ თუ თქვენ გჯეროდათ, რომ უკან გექნებოდათ iPhone 8-ზე სკანერი დაივიწყეთ. Apple-მს აქვს გეგმა თუ როგორ უნდა დააყენოს OLED ეკრანზე ანაბეჭდის წამკითხველი. ეს ღილაკი არ იქნება, ის ეკრანზე ი���ნება დაშენებული და მას მხოლოდ iPhone- ის გახსნის თვისება არ ექნება, თითის ანაბეჭდით შეგეძლებათ ეკრანზე კონტენტის დამალვა და ნებისმიერი რამის დაბლოკვა.