სიახლეები

iPhone SE-ის წარმოება ინდოეთში გადადის, ფასი დაიკლებს

156views

Apple-მა გუშინ განაცხადა iPhone SE-ს ინდოეტში წარმოების დაწყების შესახებ. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ შედეგად ამ მოდელის ფასმა შესაძლოა $220-მდე დაიწიოს.

მოსალოდნელია, რომ ინდური SE-ების გაყიდვები უკვე შემდეგ კვირას დაიწყოს. ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოო სიმძლავრეები ბანგალორში გაიხსნა.

iPhone SE-ის წარმოების გადატანა ინდოეთში განპირობებულია ადგილობრივი კანონდმებლობის მოთხოვნით: კომპანია ვერ გახსნის საცალო ვაჭრობის მაღაზიებს ინდოეთში, თუ გასაყიდი პროდუქციის 30% მაინც არ იწრამოება ადგილობრივად.

ოფიციალური ფასები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response