საკმაოდ საინტერესო იდეები დაიბადა კუპერტინოში Apple Watch-ების მომხმარებლებისათვის. კომპანია Apple გამოწვევებს უგზავნის ყველა მომხმარებლებს საათის საშუალებით, ეს უკვე ერთხელ განხორციელდა დედამიწის დღესთან დაკავშირებით რამოდენიმე კვირის უკან და ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა. მოდლები რომლების მოპოვებაც სხვადასხვა აქტივობების გავლის შემდეგ ხდება, მის მიღებას სტიკერების სახით უკვე ვირტუალობის გარდა რეალობაშიც შეგვიძლია. 14 მაისს, კვირა დღეს რომელიც დედის დღედ აღინიშნება ამერიკაში, იქნება ახალი გამოწვევის დღე, ყველას მიუვა შეტყობინება შემდეგი მედლების და საჩუქრების შესახებ.
ასევე იქნება სხვა გამოწვევებიც, რაღაც ქულების რაოდენობებზე მომხმარებლები მიიღებენ ახალ სიტეკერებს iMessage-ში. აქვე შეგახსენებთ, რომ დედის დღე ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დღეს აღინიშნება, შესაბამისად იმ დღეს როდესაც თქვენს ქვეყანაში დედის დღეს აღნიშნავენ, ყოველთვის მიიღებთ ახალ გამოწვევას. მაგალითად ამერიკაში 14 მაისს უკვე შეეძლებათ ჩაებან გამოწვევაში, რუსეთში ნოემბერს, საქართველოში კი 3 მარტს. თქვენ უკვე შეგიძლიათ სტიკერების შეგროვება, რომელიც საბოლოოდ საჩუქრის მიღებისთვის ძალიან დაგეხმარებათ.