ჩვენ უკვე ვიცით, რომ Samsung-ის სმარტფონების გაყიდვის წილი ბაზარზე ყველაზე დიდია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ Samsung აწარმოებს 23 მოდელს. მეორე ადგილზე Apple-ია, რომელიც მხოლოდ 3 სმარტფონს აწარმოებს. აქედან გამომდინარე Apple ბევრად კარგ შედეგს აჩვენებს უკვე წლებია, ვიდრე Samsung-ი.
პირველი კვარტლის შედეგების გრაფიკზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეს არ ყოფილა. შედარებით ახალი მოთამაშე ამ ბაზარზე კომპანია Huawei-რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს Apple-ს. კომპანია Apple-მდე ბევრი უკლია, მაგრამ თავისივე რეკორდების განვითარებით საუცხოო შედეგი აქვს, რომელმაც წლის განმავლობაში თავისი რეკორდი 22%-ით გააუმჯობესა.
Huawei-მ 2017 წლის პირველ კვარტალში 34.2 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც თითქმის ბაზრის მეათედს უდრის. Apple iPhone კი 54 მილიონი გაიყიდა, მართალია Huawei-ს ბევრი უკლია, რომ წამოეწიოს, მაგრამ Apple-ის გაყიდვების რაოდენობა წინ წელთან შედარებით დიდად არ განსხვავდება.