წინა კვირას Nike-მა გამოაქვეყნა საათების ახალი სამაჯურების სერია Apple Watch-თვის, რომელიც მალე იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი. პირველი სურათიდანვე აშკარად ჩანს, რომ ახალი სამაჯურები მიმზიდველად გამოიყურება.
ჩვენ გაძლევთ საშუალებას დაათვალიეროთ ახალი სამაჯური ყველა მხირდან და ყველა პოზიციაში. ისევე როგორც წინა მოდელები, ესეც არის სპორტული მოდელი, რომელიც Apple Watch 2-ს მოერგება. ახალ მოდელში მკაფიოდაც ჩანს მისი მშვიდი ფერები და ლამაზად ამოტვიფრული წარწერები.
მისი გაყიდვები 27 აპრილს დაიწყება, nike.com-ზე და App Store-ებში, ფასი ჯერჯერობით უცნობია.