ხრიკები

ყველაფერი Apple-ის დამტენების შესახებ

370views

გემუგს ხშირად ეკითხებიან მოწყობილობების იმ კვების ბლოკების შესახებ, რომლებიც Apple-ის ტექნიკას მოყვება:

თუ შეიძლება მითხარით, რას ნიშნავს ის წარწერები, რომლებიც კვების ბლოკზეა დატანებული. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიგებ, თუ რას ნიშნავს ისინი. თუ შეიძლება, უფრო დეტალურად რომ დაწეროთ.

კი ბატონო, მოგახსენებთ დეტალურად რა და როგორ.

თანამედროვე სამომხმარებლო ტექნიკა მომხმარებლისგან ფიზიკისა და ელექტრონიკის პრაქტიკულად არანაირ ცოდნას არ მოითხოვს. უბრალოდ იყიდე, ჩართე და ისარგებლე. თუმცა ზოგიერთი პარამეტრის ცოდნა, გარკვეული პროცესების გაზრება დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ტექნიკა, გამოიყენოთ და არ დააზიანოთ ის.

iPhone-ის დამტენი

ეს არის ევროპული სტანდარტის კვების ბლოკი, რომელიც მოყვება iPhone-ს და iPad mini-ს ზოგიერთ მოდელს. სხვა რეგიონების კვების ბლოკები გარეგანი სახით განსხვავდება, მაგრამ გააჩნით იგივე ტქნიკური მახასიათებლები.

Input

ყველა სიმბოლო ამ წარწერის შემდეგ აღნიშნავს მოწყობილობაში შემავალ პარამეტრებს.

100-240 V

ეს წარწერა ადასტურებს იმას, რომ მოწყობილობა განკუთვნილია 100 — 240 ვოლტ ძაბვასთან სამუშაოდ. ასეთი კვების ბლოკები უნივერსალურია და მუშაობს როგორც ამერიკულ და იაპონურ ქსელებში (110v), ასევე ევროპულ ქსელებშიც (220v). ჩანგალის გადამყვანის გამოყენებისას, შესაძლებელია ამერიკული კვების ბლოკის გამოყენება ევროპაში და პირიქით.

სიმბოლო ~

ნიშნავს, რომ კვების ბლოკი გათვლილია ცვლადი დენის წყაროსთან მისაერთებლად. ამის საწინააღმდეგოდ, მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ ბატარეებისაგან, მუდმივ დენის მომხმარებლები არიან.

50/60 Hz

ეს პარამეტრი ნიშნავს ცვლადი დენის ელექტროქსელის ძაბვის სიხშირეს.

საქართველოში ეს მაჩვენებელი 50 ჰერცია, 220 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში, ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის დიდ ნაწილში, ასევე იაპონიაში სიხშირე 60 ჰერცია, 110 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში. თუმცა მაგალითად კორეაში სიხშირე ასევე 60 ჰერცია, ოღონდ ძაბვა 220 ვოლტი.

და ეს პარამეტრი აჩვენებს აიფონის დამტენის უნივერსალურობას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ძაბვისგან განსხვავებით, კრიტიკულია მხოლოდ ელექტრო ძრავებისათვის. მაგალითად, ფენი, ხორცის საკეპი მანქანა, ან წვენის საწური.

0,35 A

ეს პარამეტრი ასევე განეკუთვნება ძაბვას და აღნიშნავს დენის ძალას. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტი დენის ძალა შეუძლია მოგვაწოდოს კვების ბლოკმა გამოსასვლელზე.

Output

ყველა სიმბოლო ამ წარწერის შემდეგ აღნიშნავს მოწყობილობიდან გამომავალ პარამეტრებს.

5 V

კვების ბლოკი თავისი არსით გარდაქმნის ძაბვას ელექტრო ქსელიდან 100 — 240 ვოლტის დიაპაზონში 5 ვოლტში, რომელიც სტანდარტულია USB გასართისათვის. იგივე 5 ვოლტი შეგვიძლია მივიღოთ სმარტფონის კომპიუტერის USB ინტერფეისთან მიერთებისას.

სიმბოლო ⎓

დენი გამოსასვლელზე უკვე ცვლადი კი არ იქნება, არამედ მუდმივი, რომელიც საჭიროა აკუმლატორის დასამუხტად. სიმბოლო „სამწერტილი ხაზის ქვეშ“ საყოფაცხოვრებო მოწყობილობებზე აღნიშნავს ცალ მხარეს მიმართულ დენს.

დენს ამ შემთხვევაში აქვს მუდმივი მიმართულება მეტი პოტენციალის მქონე წერტილიდან ნაკლები პოტენციალის წერტილზე. ასეთ წრედში ჩნდება პოლარულობა, ანუ ორი კონტაქტიდან ერთი დადებითია (პლუსი), ხოლო მეორე — უარყოფითი (მინუსი).

ყველაზე ბოლო მაჩვენებელი. და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის.

გამომავალი დენი 1 ამპერი გათვლილია გარკვეული ტევადობის აკუმლატორის დამუხტვაზე. რაც უფრო მეტია ბატარეის ტევადობა, მით მეტი დროა საჭირო მისი დამუხტვისათვის ამ დენის ძალის გამოყენებით. და პირიქით, მეტი დენის ძალის მქონე დამტენის გამოყენებისას აკუმლატორი უფრო სწრაფად დაიტენება.

1 ამპერი დენის ძალის მქონე დამტენით ნებისმიერი მოწყობილობის დატენვა შეიძლება, მაგრამ მაგალიტად iPad-ის დასატენად ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

iPad-ის დამტენი

Apple-ის პლანშეტები სხვადასხვა სახის დამტენებით იყიდება. iPad 1\2\3\Air\Air 2\Pro 9.7″-ის, iPad mini 2\3\4-ის კოლოფში 10W (ვატი)-იანი მოდელი დევს, ხოლო iPad 4-ს და 12 დუიმიან iPad Pro-ს 12W დამტენი მოყვება.

პარამეტრების უმეტესობა ემთხვევა iPhone-ის დამტენისას. შემავალ სპეციფიკაციებში განსხვავდება დენის ძალა, 0.45A და 0.5A შესაბამისად. გამომავალში — ძაბვა ცოტათი უფრო მეტია 5.1-5.1 V (ვოლტი).

მთავარი სხვაობა დენის ძალაშია. 1 ამპერის ნაცვლად iPad-ის დამტენს 2.1 და 2.4 ამპერი აქვს.

ასეთი დენის ძალა უფრო მოცულობითი აკუმლატორის დამუხტვის საშუალებას იძლევა, ხოლო აიფონის მიერთებისას დამუხტვის დრო მცირდება.

MacBook-ის კვების ბლოკი

Apple USB-C Power Adapter 29W ადაპტერი ახალი თაობის ნოუთბუკებს მოყვება, რომლებსაც მხოლოდ USB Type-C გასართი აქვთ. გადამყვანის შემთხვევაში შესაძლებელია აიპფონის, აიპადის და აიპოდის დამუხტვაც.

5V ვოლტ ძაბვაზე ის 2.4А ამპერ დენის ძალას იძლევა. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე აიფონის ადაპტერის და აიპედების უმეტესობის და iPad Pro-ს დამტენის დენის ძალას უტოლდება.

ეფლი არ გვიკრძალავს ერთი მოწყობილობის დამტენის სხვა მოწყობილობასთან გამოყენებას, თუმცა ხანდახან ამას აკუმლატორის უფრო სწრაფი გაცვეთა მოყვება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სტატიაში აღწერილი საკითხები დაგეხმარებათ თქვენი მოწყობილობების უფრო სწრაფად და ხარისხიანად დატენვაში.

Comments

comments

Leave a Response