მიმდინარე წლის 1 თებერვალს ეფლმა გვამცნო 2017 წლის 1 კვარტლის შედეგები. რომელიც დიდად გასახარი არ იყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე რეკორდი მაინც დაამყარა. იმ ანგარიშგებაში საუბარი იყო Apple Watch-ის რეკორდული გაყიდვების, Apple Pay ტრანზაქციების 500% მატებისა და iPhone 7 Plus-ის სარეკორდო გაყიდვების შესახებ.
ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მორიგი ანონსი ინვესტორებისათვის. 2 მაისს კომპანია გამართავს მორიგ სპეცილაურ აუდიო კონფერენციას და ჩვენ გავიგებთ 2017 წლის მეორე კვარტლის შედეგებს.
ამ დროში კომპანიამ მოასწრო წითელი აიფონის გამოშვება და აიპედების განახლება.
შეძლებს Apple ახალი რეკორდების ჩვენებას? ამას ჩვენ სულ მალე გავიგებთ.
წყარო: Apple