ახალ ფაილურ სისტემასთან და სხვა ბევრ გემრიელობასთან ერთად, iOS 10.3-ში გამოჩნდა იმ აპლიკაციების მოძიების შესაძლებლობა, რომლებიც ხელს უშლიან iPhone-ს, ან iPad-ს გამოავლინონ თავისი პროტენციალი სრულად.
იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ასეთი აპლიკაციები, უნდა გადავიდეთ სექციაში Settings > General > About > Applications. გამოტანილი იქნება იმ აპლიკაციების სია, რომლებიც ჯერ კიდევ 32 ბიტიან არქიტექტურას იყენებენ და რომლებიც ანელებენ მოწყობილობის მუშაობას.
თეორიულად, ასეთი აპლიკაციების წაშლამ უნდა გამოიწვიოს წარმადობის მომატება. ასეთ პოზიციას ემხრობა უშუალოდ კომპანია Apple.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კუპერტინო გეგმავს 32 ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერას iOS-ში. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევა iOS 10.3.2 ვერსიაში.