Apple-მა გადაწყვიტა განაახლოს მისი ყველა საოპერაციო სისტემა, მათ შორის მასამგიდე კომპიუტერებისათვის. ორშაბათს ამ სისტემის 10.12.4 ვერსია გამოვიდა.
მთავარი სიახლე ახალ ვერსიაში არის Night Shift რეჟიმის დამატება. ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ჩვენი კომპიუტერების ეკრანების ცქერა უფრო კომფორტული ხდება საღამო საათებში. ეს ფუქნცია თავიდან iOS-ზე გამოჩნდა, ბევრს მოეწონა და მაკზე ამ ფუნქციის დამატება მართლაც კარგი იდეაა.
საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიასთან ერთად ასევე გამოვიდა წინამორბედი სისტემების განახლებებიც — OS X Yosemite და OS X El Capitan. თუ თქვენი კომპიუტერი მხარს არ უჭერს macOS Sierra-ს, დაბეჯითებით გირჩევთ წინამორბედი თაობის სისტემების განახლებას, რითაც მოიმატებს სისტემის უსაფრთხოება. ამ განახლებაში დახურულია რამდნეიმე მოწყვლადობა, რომელთა შესახებ ამასწინათ გახდა ცნობილი.