როდესაც ჩვენ ვყიდულობთ მეორად Mac-კომპიუტერს, ჩვენ გვინდა მის სესახებ ვიცოდეთ რაც შეიძლება ბევრი. კარგი იქნებოდა, რომ ვიცოდეთ, ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, ან — არა. ასევე სასურველია ვიცოდეთ, ხომ არ ჩასულა კომპიუტერში რაიმე სითხე, მაგალითად, ყავა. რაც რეალურად შეგვიძლია შევამოწმოთ, ეს არის აკუმლატორის მდგომარეობა — დამუხტვა/გამუხტვის ციკლების ოდენობა. ეს სასარგებლო ინფორმაციაა, რომელიც ბევრ რამეზე მიგვითითებს. მაგრამ თუ გსურთ ცოტა უფრო მეტი იცოდეთ, სასურველია გაიგოთ, თუ როდის მოხდა კომპიუტერზე სისტემის ხელახალი ინსტალაცია.
საბედნიეროდ, Mac-ის მომხმარებლები არც ისე ხშირად აკეთებენ სისტემის ხელახალ ინსტალაციას. უმეტეს შემთხვევაში, ეს სრულიად არ არის საჭირო და სისტემის მორგების საწყისი თარიღი საუშაებას მოგვცემს გავიგოთ, როდის დაიწყო წინა მფლობელმა ამ კომპიყერით სარგებლობა. აი, როგორ უნდა შევამოწმოთ ისნტალაციის თარიღი:
- გაუშვით სისტემური აპლიკაცია Terminal;
- შეიტანეთ ქვემოთ მოცემული სტრიქონი:
ls -l /var/db/.AppleSetupDone
დააჭირეთ კლავიშზე Enter.
თქვენ დაინახავთ სტრიქონს, სადაც მოცემულია ინსტალაციის თარიღი.