მიმოხილვა

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ iPhone 8-ზე

152views

ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია და მოსაზრებები. მაგრამ iPhone 8, რომლის შესახებაც დღეს ყველა საუბრობს — რიგითი მოხმარებლებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული — შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილიდან ზოგიერთი სიახლე მიიღოს.

ისევე როგორც ადრე, ახალი აიფონი 2017 წლის ბოლოს, შემოდგომაზე გამოვა, სავარაუდოთ ისევ ოქტომბერში. წელს საიუბილეო თარიღია — აიფონის ბაზარზე გამოსვლიდან 10 წელი. აბა მოდი ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ.

iPhone 8 შესაძლოა განსხვავებული სახელით, iPhone Pro გამოვიდეს. ხომ არ გვავიწყდება, რომ წელს, თუ ნუმერაცია არ დაირღვა, iPhone 7s-ის წელია. კომპანია ეფლი ამ წესს დიდი ხანია არ ღალატობს: ერთ წელს გამოდის აიფონი ახალი ნომრით, შემდეგ წელს — იგივე ნომრით და s ბოლოსართით. მესამე წელს ნუმერაცია იზრდება და ა.შ. ამიტომ საიუბილეო წლის გამო შესაძლოა პრეზენტაციაზე სამი ტელეფონი ვიხილოთ: iPhone 7s, iPhone 7s Plus და iPhone Pro.

TouchID-ის გარდა, პროფესიულ მოდელში შესაძლოა აღმოჩნდეს თვალის ბადურას წამკითხველი სენსორიც. ამგვარად კომპანია დაა კოპირებს Samsung Galaxy Note 7-ის ფრიად საინტერესო სიახლეს. და გაზრდის მოწყოლბილობის უსაფრთხოების დონეს.

ახალი სმარტოფინი არ იმუშავებს დამატებითი მოწყობილობების გარეშე. საუბარია უსადენო დატენვის ფუქნციაზე. მოწყობილობა მიიღებს ინდუქციურ პრინციპზე დაფუძნებულ დამტენს, რომელიც კომპლექტაციაში არ იქნება და ცალკე ყიდვა მოგიწევთ (მესმის, გიჟურად ჟღერს, მაგრამ ჯერ ერთი, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და მეორეც — Apple-ს ახასიათებს ასეთი ქცევა, გარკვეულწილად).

ტელეფონის დატენვის დრო საგრძნობლად შემცირდება. ამჟამინდელი სწრაფი დატენვა (განსაკუთრებით Plus-მოდელებზე) სერიოზულად ძნელი აღსაქმელია. და ახალ მოწყობილობაში ის შეიძლება გააუმჯობესონ მაგალითად 90%-მდე 90 წუთში.

მოწყობილობა მიიღებს ახალ, L-ფორმის აკუმლატორს. ზომებით iPhone 8 მეშვიდე მოდელს გაიმეორებს, ხოლო აკუმლატორის მოცულობით — შვიდ პლუსს. ეს შესაძებელი გახდება აკუმლატორის ახალი ფორმის გამო. თუმცა გიგანტური ავტონომიურობის იმედი არ უნდა გვქონდეს.

OLED-ეკრანი 520 PPI სიმჭიდროვის იქნება. დღემდე Apple-ს უკვე დოკუმენტრუად დასაბუთებული 160 მილიონი ასეთი პანელის ყიდვა აქვს. ყოველი მათგანის გარჩევადობა 2800×1125 წერტილი იქნება. თუმცა სასარგებლო სივრცე 2436×1125 დარჩება.

Touch ID არ იმუშავებს მთელ ეკრანზე ერთბაშად. ეკრანის ქვედა ნაწილის 364×1125 პიქსელს დაიკავებს ფუნქციური პანელი, Touch Bar-ის მსგავსად Macbook Pro-ებში. და აი მხოლოდ ამ ნაწილზე იმუშავებს თითის ანაბეჭდი.

 

სმარტფონი შეძლებს კორპუსის დაზიანების თვითგამორკვევას. აიფონის ყველაზე ხშირი დაზიანება — გატეხილი ეკრანია. მოწყობილობა შეძლებს აკონტროლოს მისი მთლიანობა, გამოავლინოს მცირედი ბზარები, რათა უზრუნველყოდ სითხისგან დაცვა.

სითხისგან დაცვა როგორც იქნა მიაღწევს iP68-ს. ასეთი მოწყობილობა შეძლებს 1 მეტრ სიღრმეზე მუშაობას 30 წუთის განმავლობაში. სწორედ რომ იმუშავებს და არ იქნება გადარჩენის რეჟიმში.
და ბოლოს ფასი. ახალი მოწყობილობის ფასი 1000 დოლარი იქნება. ამიტომ ის ნიშნური სათამაშო იქნება ტექნო-გიკებისთვის.

ნუ რათქმაუნდა, ქართველი ნაღები საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს ასეთ ძვირ სათამაშოს.

Comments

comments

Leave a Response