მიმოხილვა 

MacBook-ის შესახებ სესნორული ეკრანით

რამდენიმე კვირის წინ ერთ საინტერესო ფაქტს შევესწარი: როგორ მუშაობდა ადამიანი iPad-ზე (თანაც მინი მოდელზე) გარე კლავიატურის გამოყენებით. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქართულ ენაზე ფიზიკური კლავიატურიდან აკრეფა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ამ ადმიანისთვის ეს არ იყო საგანგაშო, ის ინგლისურ ტექსტს ამუშავებდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჟურნალისტი იყო და მსხვილ სტატიაზე მუშაობდა იმ მომენტში. საინტერესო საყურებელი იყო, ტექსტის აკრეფის პარალელურად, როგორ უწევდა ტაბლეტის ეკრანთან ურთიერთქმედება გარკვეული ოპერაციების შესასრულებლად (წერილის გაგზავნა, აპლიკაციებს შორის გადართვა, ტექსტის კოპირება, სხვა პლიკაციების გაშვება და ა.შ.). ამ კონკრეტულ ადამიანის სრულად აკმაყოფილებდა ასეთი მეთოდი, ხელებში დაღლილობა არ ჰქონდა და დაბეჯითებით აჩვენებდა, რომ პლანშეტი მხოლოდ გასართობი მოწყობილობა არ არის.

ვუყურებდი ამ ადამიანის მუშაობას პლანშეტთან და დავფიქრდი იმაზე, რომ არგუმენტი, რომ „ხელები დაგეღლება ეკრანულ ელემენტებთან ურთიერთქმედობით“, სრულად ვალიდური არ უნდა იყოს. ანუ, მუდმივად ეკრანთან ურთიერთქმედება მართლაც დამღლელი იქნება, მაგრამ ასეთი ჰიბრიდული ვარიანტი, როდესაც დროის 95% კლავიატურასთან მუშაობ და პერიოდულად გიწევს 1-2 ღილაკის დაჭერა ეკრანზე, ნაკლებ დამღლელი იქნება. აქ მე გამახსენდა კონკურენტი კორპორაციის მცდელობები ამ მიმართულებით, მათი საოპერაციო სისტემის მეათე ვერსიაში. ასე რომ ეფლის ყურადღება ბმაზე „iPad Pro + გარე კლავიატურა“ სწორედ რომ ამტკიცებს ამ მოსაზრების სისწორეს.

მოერე არგუმენტი, რომეოიც ადრე უკვე გააჟღერა ეფლმა, მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ სამაგიდე საოპერაციო სისტემა — macOS — არ არის მისადაგებული სესნორული მართვისათვის: მართვის ელემენტების უმრავლესობა მცირე ზომისაა ეკრანზე, რაც მოუხერხებელს ქხდის მათთან ურთიერთქდებას თითის საშუალებით. ამ საკითხზე ჩემი აზრი ისეთია, რომ მომხმარებელს სავარაუდოთ არც დასჭირდება ყველა ელემენტთან შეხება ეკრანზე. ჰიბრიდული ურთიერთობისას მხოლოდ მცირე ოდენობით იქნება საჭირო ეკრანთან შეხება. და სავალდებულო არ იქნება ყველა პაწია ელემენტზე თითის დაჭერა. უფრო მეტიც, თუ შევხედავთ იგივე iOS-ს, მას უკვე აქვს ელემენტების გადიდების საშუალება. ამას ნათლად ვხედავთ ახალი, 4.7 ან 5.5 დუიმიანი აიფონის პირველადი მორგებისას. არაფერი ძნელი იმასი არ იქნება, რომ ეფლმა მაკისთვის დაამატოს ასეთი გადიდების ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს მცირე ელემენტებს უფრო დიდათ გამოჩნდნენ და ხელმისაწვდომი გახდნენ ხელით ურთიერთქმდებისათვის.

მართალია შარშან ფილ შილერმა უკვე გადაწურა იმედები ამ საკითხზე: „თუ Macbook-ზე ასეთი რამე კიდევ შეგვიძლია წამოვიდგინოთ, 27 დუიმიან iMac-ზე ეს ძალიან მოუხერხებელი იქნებაო“. აქ მე მას დავეთანხმები, რომ iMac-ზე ხელებიც სწრაფად დაგვეღლება, მოუხერხებელიც იქნება ფრიად და უცნაურადაც გამოჩნდება. ამიტომ არის საინტერესო, რამდენად წარმატებული იქნება Microsoft-ის Surface Studio, სადაც ისინი ცდილობენ სწორედ ასეთი ურთიერთქმედების დამკვიდრებას. მაგრამ მე მაინც არ შემიძლია გავიგო, რატომ არის ამ სიტუაციაში საჭირო კომპიუტერის ყველა მოდელის ამ სქემაში ჩართვა. ეფლი Macbook-ებს უფრო მეტს ყიდის, ვიდრე iMac-ებს. უფრო მეტიც, არავინ ხომ არ საუბრობს, რომ სენსორული ეკრანი სავალდებულო უნდა გახდეს. ეს შეიძლება იყოს ოფცია კომპიუტერის შეძენისას. ვისაც არ სჭირდება, ზედმეტ თანხას არც გადაიხდის არასაჭირო ფუნქციაში. ეს დააშოშმინებდა კრიტიკოსებს, ხოლო ეფლს საშუალებას მისცემდა ეჩვენებინა ყურადღება კლიენტებისადმი. თუმცა რაზე ვლაპარაკობთ, Mac Pro არ განახლებულა უკვე 1200 დღეა.

პ.ს. სხვათაშორის, ფილ შილერმა ასევე მოყვა, რომ ეს კომპანიის გააზრებული გადაწყვეტილებაა, არ გამოუშვას კომპიუტერები სენსორული ეკრანით. მისი განცხადებით, კომპანიამ ჩაატარა ექსპერიმენტები ასეთი ტიპის ეკრანებზე და უარი თქვა ამ იდეაზე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე არსებითი როლი ითამაშა ჯონი აივმა, რომელიც ესთეტიური სისუფთავის დიდი მოყვარულია. მას ალბათ არ შეუძლია გადაიტანოს ის ფაქტი, რომ მის იდეალურ მოწყობილობას მომხმარებლები თავიანთი ტურტლიანი და ცხიმიანი თითებით წაეპოტინებიან და ყველგან არასასიამოვნო კვალს დატოვებენ.

აი, ნაღდათ გეუბნებით რა. საერთოდ როგორ დათანხმდა სენსორული iPhone/iPad-ების გამ`შვებას, ის მიკვირს.

Related posts