სიახლეები

Apple-ის აქციებმა ბაფეტს $1 მილიარდი დოლარი მოუტანა

84views

ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway -მა Apple -ის აქციების გაძვირებით 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, Berkshire Hathaway -მ 4-ჯერ გაზარდა Apple აქციებში კაპიტალდაბანდება. თუ გასული წლის ოქტომბერში ბაფეტი 15 მლნ აქციას ფლობდა, დეკემბრის ბოლოს პორტფელი 57 მილიონამდე გაზარდა. 2017 წლის დასაწყისიდან კი,  Apple -ის აქციები 16,6% არის გაძვირებული.

ამ დროისათვის  Apple -ის კაპიტალიზაცია 650 მლრდ აშშ დოლარია და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.

Comments

comments

Leave a Response