Apple-ის აქციების ფასმა თვენახევრის რეკორდი მოხსნა, მას შემდეგ რაც T-Mobile -მა და Sprint-მა iPhone 7-ის წინასწარი შეკვეთების რეკორდულ რაოდენობაზე განაცხადეს.
Apple-ის აქციების ფასი 2,53%-ით, $108,11-მდეა გაზრდილი (NASDAQ).
T-Mobile -ის ინფორმაციით, iPhone 7-ის შეკვეთებმა iPhone 6-ისას 4-ჯერ გადააჭარბა.
iPhone 7 -ის და iPhone 7 Plus-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერს გაიმართა.