Google-ს აქვს პრობლემები, რომლებსაც სტივ ჯობსიც კი ვერ გადაჭრიდა
სიტუაცია ძალიან გავს იმას, როგორც Apple ცდილობდა პრობლემების მოგვარებას Mac System 7-თან დაკავშირებით 1996 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი სხვა საოპერაციო სისტემაში ჩააკერეს და რომელსაც არავინ იყენებდა. თუმცა 90-იანი წლების Mac-კომპიუტერების რეალური პრობლემა მდგომარეობდა არა მარტო იმაში, რომ სისტემა ხისტად იყო მიბმული მოძველებულ პლათფორმაზე და რომელიც კარდინალურ განახლებას საჭიროებდა, არამედ იმაშიც, რომ ყველა აპლიკაცია, რომლებიც მაკზე მუშაობდა, ასევე საჭიროებდა კაპიტალურ გადაკეთებას. Apple-ს ამისათვის 6 წელი დასჭირდა და კიდევ დამატებითი სამი წელი, რომ სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორებულიყო.
ბოლო-ბოლო, Apple-მა შეძლო საჭირო ცვლილებების განხორციელება, მაგრამ კომპანიას სტივ ჯობსი ყავდა, შეიძინა NeXT — სრულიად თანამედროვე საოპერაციო სისტემა, რომელიც მზად იყო სამომავლო განვითარებისათვის. ხოლო კონკურენტებში მხოლოდ ჩაძინებული Microsoft იყო, რომელმაც იმ დროისათვის ქედმაღლურ სიმშვიდეს მიაღწია და მხოლოდ სისტემის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდა. Apple-ს ასევე გაუმართლა iPod-ის გამოშვებით, იშოვნა მრავალი მილიარდი დოლარი და Mac OS X-ის განვითარებაში ჩადო ეს თანხა. საბოლოო მან ყველაზე ტექნოლოგიური პროდუქტი, iPhone გამოუშვა.
დღეს დრო არ მუშაობს Google-ის სასარგებლოთ. მას ნამდვილად არა აქვს რვა წელი, რათა გამოასწოროს პლათფრომის პრობლემები. ამის გარდა, Google გაიზარდა ქედმაღლურ გიგანტად, რომელიც იძულებულია ყურადრება გადაიტანოს ისაფრთხოების სერიოზულ პრობლემებზე. მას არ ყავს სტივ ჯობსი, არა აქვს NeXT, სამაგიეროდ აქვს სასამართლო დავა Oracle-თან და ნეთბუკების ვებ-ორიენტირებული პლათფრომისადმი ირაციონალური დამოკიდებულება. და რომელიც არავის არ სჭირდება, გარდა აშშ-ს გაღარიბებული სკოლებისა, რომლებიც მზად არიან მიიღონ ნებისმიერი აპარატურა, მთავარია ის ძვირი არ ღირდეს.
Google-ს ასევე არა აქვს ფულის შოვნის უნარი აპარატურულ პროდუქტებზე. დაწყებული Nexus-დან და Glass-იდან, Motorola-თი და Nest-ით დამთავრებული. ამის გარდა, შემოსავლები რეკლამიდან სამაგიდე პკ-ბზე მცირდება, რეკლამა ნაკლებ რენტაბელური ხდება, სულ უფრო ძვირი ჯდება მისი გაყიდვა, მაშჲნ როდესაც სარეკლამო ბიზნესს მობილურ მოწყობილობებზე ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა Facebook-ის, Amazon-ისა და სხვათა მხრიდან. და ეს ბიზნესი ასევე კარგავს პოზიციებს iOS პლათფორმაზე.
“Android-აპლიკაციების გაშვება”-მ ვერ გადაარჩინა BlackBerry-ს პლანშეტი, ვერ შექმნა კონკურენტუნარიანი მომგებიანი ბიზნესი Android-ის ლიცენზიანტებს შორის და მცირედი ყურადღებაც კი ვერ დაიმსახურა Microsoft-ის მხრიდან, როგორც Windows 10 Mobile პლათფრომის აპლიკაციების სიმცირის პრობლემის გადაწყვეტა. ასე რომ იგივე ბედი ელის ChromeOS ამ თვალსაზრისით.
Google, FaceTime და iMessage
Google-ის ორი სხვა ინიციატივა, რომლებიც მან წარმოადგინა I/O-ზე, ვიდეოსატელეფონი კავშირი Duo და სერვისი Allo, ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისი, ტექსტის წინსრებით გამოცნობის ფუქნციით, ძალიან გვანან Apple-ის FaceTime-სა და iMessage-ს, იმის გამოკლებით, რომ Google-ის პროდუქტები Android-ზეც და iOS-ზეც მუშაობს.
მიუხედავად ამისა, ბაზარი ისედაც გადავსებულია კროს-პლათფრომული ალტერნატივებით: Microsoft Skype, Facebook, WhatsApp, ასევე სხვა მრავალი აპლიკაცია. ამავდროულად Google-ს თვითონაც აქვს მსგავსი პროდუქტი, Hangouts, რომელიც მხარს უჭერს ჯგუფურ საუბრებს. ასევე აქვს Google Voice და Messenger. შედეგად გუგლს აქვს მრავალი აპლიკაცია, რომლეთა შესაძლებლობები გადაფარავენ ერთმანეთს.
ვიდეოზარებისა და ტექსტური ჩეტის გაყოფა ორ სხვადასხვა აპლიკაციაში — მკაფიო სიგნალია იმის შესახებ, რომ ეს Apple-ის პროდუქტების ასლია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე აკეთებს Apple, არის ის, რომ ისინი წარმაოდგინეს რამდნეიმე წლიანი სხვაობით: 2010 წელს — FaceTime iOS-ისათვის, 2011 წელს — iMessage და FaceTime Mac-ისათვის, 2012 წელს — Messages მაკისათვის და 2013 წელს — FaceTime Audio. Apple Watch-ზე Messages და FaceTime Audio უკვე გაერთიანებულია საერთო ინტერფეისში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ Google-ს უკვე აქვს მყისიერი შეტყობინებების გაცვლის და ვიდეოჩეტების აპლიკაცია, მათ შორის Hangouts, რომელიც ფუნქციურად სჯობს FaceTime-ს, რაში დასჭირდა კიდევ ახალი აპლიკაციების შექმნა, მითუემეტეს ეფლისგან კოპირება? სიტუაცია, ყველა იმ უნიკაკური ფუქნციით, რაც გუგლის პროდუქტებს აქვთ და რითაც თავს იწონებენ ანდროიდის მომხმარებლები და ხაზს უსვამენ, რომ სტატუს-კვო ანდროიდზე უმჯობესია, გვიჩვენებს, რომ გუგლი გრძნობს საკუთარი ხედვის შეცდომებს და ურჩევნია უბრალოდ დააკოპიროს Apple-ის იდეები.
ამან იმუშავა შარშან, როდესაც გუგლმა თავიდან მოიშორა წვდომის ძველებური მოდელი ანდროიდში, ასევე კოპირებისა და ჩასმის ასევე ძველი მოდელი, Google Wallet და სხვა მრავალი ელემენტი, რომლებშიც გუგლი უნიკლაური იყო. მაგრამ გუგლი უბრალოდ ბრმად კი არ აკოპირებს Apple-ს, ის აღიარებს, რომ ეფლის მიდგომა კონკრეტულ საკითხებში აშკარად უკეთესია.
მიუხედავად ამისა, არსებობს ორი ძირითადი მინუსი, რაც გუგლს გააჩნია ეფლის პროდუქტების კოპირებაში. უპირველეს ყოვლისა, გუგლს საშინელი რეპუტაცია აქვს კოპირებაში და ამ დაკოპირებული პროდუქტების წარმატებაში. Buzz-მა ვერ ჩაანაცვლა Twitter, Google+-მა — Facebook, Knol ვერ გახდა Wikipedia-ს კონკურენტი და რასაკვირველია Android ახლოსაც ვერ მივა iOS-თან კომერციული წარმატების თვალსაზრისით. ეს რეალური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის გზების პოვნითაა დაკავებული გუგლი.
სანამ მედია გატაცებით ითვლის Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვს, ტექნოლოგიური მედიადან არავის გაუაზრებია iMessage-ის ღირებულება. აი გუგლმა კი აშკარად შეძლო.
Apple-ს არ სჭირდება მომხმარებელთა შეძენა (სალამი Facebook-ს და WhatsApp-ს) და მერე მათი მონეტიზაციის მცდელობა — კომპანიას უკვე ყავს 750 მილიონი ადამიანი და მათ უკვე გადაიხადეს საფასური ამ პროდუქტში: 650 დოლარი აიფონში, 400 დოლარი აიპოდში და 1200 Mac-კომპიუტერში. ეფლი ამჟამად მათ თავის სერვისებს სთავაზობს, რითაც წლიურად დამატებით 20 მლრდ. დოლარს შოულობს ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა iCloud, AppleCare და Apple Music. “დიდ რიცხვთა კანონი”, რომელიც თითქოსდა ხელს უშლის Apple-ს გაიზარდოს, არანაირად ხელს არ უშლის ფულის შოვნას იმ მომხმარებელთა ბაზაზე, რომლებიც უკვე არიან გაერთიანებული ეკოსისტემაში.
კომპანია ეფლის სტრატეგია iMessage-თან დაკავშირებით იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ბევრი ფული იშოვნოს სამომხმარებლო ბაზაზე (და რასაკვირველია არა იმაში, რომ რეკლამით გადაავსოს მომხმარებელი), არამედ იმაში, რომ უფრო მიმზიდველი გახადოს საკუთარი პლათფორმა. რათა მომხმარებელი აქ დარჩეს და განაგრძოს ახალი მოწყობილობების შეძენა. iMessage და FaceTime მარტივია, უსაფრთხოა და მოსახერხებელია გამოყენებისას. ეს არ არის შეტყობინებათა გაცვლის რთული სისტემები, ისეთი როგორიც იყო თავის დროზე Wave, ან ახლანდელი Hangouts, რომელიც გიკებისათვის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის.
iMessage iPhone-ზე სხვა მომხმარებლებთან SMS მიმოწერის საშუალებაცაა, ხოლო თუ აბონენტს ასევე აიფონი აქვს — მექანიზმი, რომელიც ფართო შესაძლებლობებს აძლევს დიალოგის ორივე მონაწილეს შეტყობინებების გაცვლის საკითხში. შედეგად, ხდება პროდუქტის მკაფიო დიფერენციაცია და მომხმარებელს უჩნდება მოტივაცია შეიძინოს აიფონი.
გუგლსაც სურს რაიმე ამის მსგავსი. სამწუხაროდ, კომპანია არ გვთავაზობს რაიმე მსგავსს, ვინაიდან უძლურია გააკეთოს ეს. Google-ს შეზღუდული კონტროლი აქვს Android-ზე. გუგლს არ შეუძლია აიძულოს ყველა Android მოწყობილობა დაყენდეს Allo, ან Duo. სხვათაშორის, ეს აგრეთვე ვნებს Nexus გაყიდვებსაც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რომ გუგლს არ გააჩნია არანაირი კონტროლი iOS-ზე. ერთადერთი ხერხი, თუ როგორ შეიძლება აიძულო iOS-ის მომხმარებელი დააყენოს ეს აპლიკაციები — შესთავაზოს კარგი, უფასო პროდუქტის რეკლამა. და ესეც საკმაოდ საძნელო საქმეა.
შეხედეთ Google Maps-ს, რომელიც Apple Maps-ის მოსვლის შემდეგ უმცირესობაში მოხვდა iOS პლათფრომაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრი კარგი ფუნქცია გააჩნია. iOS-ის მომხმარებლის იძულება გადავიდეს არსებული iMessage-დან Allo-ზე კიდევ უფრო რთული იქნება, ვინაიდან ერთადერთი, რასაც გუგლი სთავაზობს მომხმარებელს — ახალი ხერხი აკრიფოს სხვადასხვა ზომის ტექსტი და ამით გამოხატოს ემოცია და თანაც ამის გათიშვა მეორე ბოლოში მყოფ აბონენტს არ შუძლია.
Allo ასევე სთავაზობს კარნახს ტექსტის აკრეფისას, რაღაცით ჰგავს Apple-ის QuickType-ს, იმის გამოკლებით, რომ შესწორების, ან საბაზო პასუხების ნაცვლად აპლიკაცია თვალყურს ადევნებს იმას, თუ როგორ საუბრობთ და დისკუსიას იწყებს თქვენებურად. ეს თავისთავად კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას და აორმაგებს იმის შესაძლებლობას, რომ თუ ვინმე თქვენს ტელეფონს ხელში ჩაიგდებს, შეძლებს მოატყუოს აბონენტი და თავი გაასაღოს თქვენი სახელით.
რამდენად გულწრფელი იქნება საუბარი, როდესაც ერთი ადამიანი ირჩევს შემოთავაზებულ ვარიანტს “მე შენ მიყვარხარ” და საპასუხოდ იღებს ასევე გამზადებულ ფრაზას “მეც მიყვარხარ”, იცის რა, რომ პასუხიც წინასწარ გამზადებულია? შემდეგი რა იქნება, Google Now-ს ავტომატიზაცია, რომელიც გაუშვებს Allo-ს და წინასწარ მომზადებულ შეტყობინებებს დაუგზავნის თქვენს საკონტაქტო სიას, რათა მათ იფიქრონ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე?
ეს ძალიან ჰგავს კიდევ ერთ Android იდეას, რომელიც მოფიქრებულია რობოტის მიერ რობოტებისათვის, რეალური ადამიანის ჩართულობის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, Allo ვერ დააგროვებს iOS-ის მომხმარებელთა კრიტიკულ მასას, რომლებიც ისედაც ახერხებენ მიმოწერას Android-ის მომხმარებლებთან iMessage-ის წყალობით. ანდა Hangouts-ით.
რაც შეეხება Duo-ს, ის საშუალებას მისცემს iOS-ის მომხმარებლებს განახროციელონ FaceTime-ის მსგავსი ვიდეოზარი Android-ის მომხმარებლებთან. გუგლის ყველაზე დიდი ინოვაცია აქ — წინასწარი ვიდეო დათვალირების რეჟიმი “კაკუ-კაკუ” არის, რომლის დროსაც ნებისმიერი აბონენტი წინასწარ დაინახავს, თუ ვინ ურეკავს მას. კარგი გასართობი და საშაყირო საშუალებაა.
გუგლი სულ უფრო მეტად ეფოფინება iOS-ს და აღარ აყენებს შეურაცხყოფას
თავად ის ფაქტი, რომ Allo და Duo თავიდანვე ორიენტირებულია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე, მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ Google შესანიშნავად აცნობიერებს, რომ ანდროიდი ამჟამად დაცვაში თამაშობს. ადრე I/O კონფერენციაზე გუგლი წარმოგვიდგენდა ხოლმე ექსკლუზიურ ფუნქციებს, რომლებსაც ანდროიდი მომხმარებლისთვის უფრო მოსაწონი უნდა გაეხადა, მაგალითად, Face Recognition Unlock.
2014 წელს ფოკუსი გადატანილი იყო Android Auto, Android TV, Android Wear და Google Fit-ზე, ინიციატივებზე, რომლებიც შეიქმნა გუგლის პლათფორმის გაუმჯობესებისათვის. შარშანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი Android Pay და Google Now ახლაც ვითარდებიან Android M-ის გასაუმჯობესებლად. აი Android Wear-ს კი გაუჩნდა iOS-ის მხარდაჭერა. ასევე, Google Photos ძალიან აქტიურად ვითარდება კონკურენტი პლათფრომისათვისაც.
წელს დადგა იმის გააზრება, რომ გუგლის პლათფორმის უახლესი ფუნქციები ცოტა შეყოვნდნენ, ხოლო მომხმარებელთა ანდროიდის ახალ ვერსიებზე გადასვლის მაჩვენებლები სულ უფრო დაბალი ხდება. გუგლს ძალიან სჭირდება iOS პლათფორმაზე მოხვედრა, სადაც არის ფულის შოვნის პოტენციალი.
ეს სურვილი ჰქონდა ასევე მაიკროსოფტს 2014 წელს, როდესაც კომპანიამ გაიაზრა, რომ არანაირი ახალი ფუნქცია და სარეკლამო მილიარდები არ უშველის Windows Phone-ს, ამიტომ საჭირო გახდა Office-ის გამოშვება აიპედზე.
Google Home, თქვენი ბინის საძიებო მოთვალთვალე
გუგლს ასევე აქვს პასუხი Amazon Echo და Apple HomeKit-ზე: ახალი პროდუქტის იდეა სახელად Google Home, რომელიც გაუგებარია როდის გახდება ხელმისაწვდომი და ასევე ფასის შესახებ არაფერი ვიცით. გუგლმა ვერ შეძლო საკმარისი სამომხმარებლო ბაზის მიღება Google TV, ან Android TV-ის საშუალებით. ახლა გუგლი ამაზონის კოპირებას ახდენს და ცდილობს სახლში დაგიმონტაჟოთ მოწყობილობა, რომლიც 24 საათი გითვალთვალებთ.
მისი მონტაჟის შემდეგ, გუგლი არა მარტო დიდი ოდენობის ინფორმაციის მიღებას შეძლებს თქვენს შესახებ, არამედ “ფეხსაც დაუდებს” HomeKit-ის განვითარებად ბაზარს. მან უკვე შეიძინა 3.2 მლრდ. დოლარად კომპანია Nest. მაგრამ სედეგად ჩვენ მივიღეთ ცუცდათ მომუშავე მოწყობილობები და რომლებზეც გუგლი ფულს ვერ შოულობს. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა Dropcam-ის შეძენამ 555 მლნ. დოლარად.
მოწყობილობების გაყიდვის გუგლის მორიგი მცდელობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კომპანიის წარმატება, ასევე რთულდება იმის გამო, რომ კომპანიის “ჰარდვერული” ადრინდელი მცდელობები კრახით დასრულდა. მაგრამ უარესი ის არის, რომ გუგლის მუდმივად ცდილობს გაიმეოროს ამაზონის ნაბიჯები, რათა გაიგოს, თუ როგორ უთვალთვალოს მომხმარებლებს — გუგლის ისტირიულად ძლიერი კომპეტენცია ამ სფეროში მოიკოჭლებს, როგორც ჩანს.
წარმოიდგინეთ, Apple-ს რომ სდომებოდა Bluetooth სპიკერის გამოშვება, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა Siri-თ, რომელიც შეძლებს არა მარტო კითხვებზე პასუცის გაცემას, არამედ ინტეგრირებული იქნება AppleTV-სთან და HomeKit-ის მოწყობილობებთან. მას უკვე აქვს ყველაფერი ამისათვის.
Amazon Echo-სგან განსხვავებით, Siri მუშაობს აშშ-ს ფარგლებს მიღმა, აგრეთვე სხვა ენებზეც.
დიდი სხვაობა ის არის, რომ Apple-ს არ გააჩნია ბიზნეს-მოდელი, რომელიც ემყარება მომხმარებლებზე თვალთვალს შემდგომში რეკლამის ჩვენების მიზნით. ეფლი გვთავაზობს Siri-ს, როგორც სასიამოვნო ფუნქციას, რათა მოიმატოს თქვენმა დაკმაყოფილებამ მUშაობისაგან და არა როგორც ჯაშუშსს, რომელიც ცდილობს თქვენს ცხოვრებაში ჩაძვრეს, გაიგოს ყველაფერი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რელევანტური რეკლამა გიჩვენოთ.
საქმიანობის ბრიყვული იმიტაცია: პროექტი Ara
ნიშანდობლივია, რომ წელს გუგლის მთავარი იდეა გახდა პროექტი, რომელიც ადვილად შეიძლება საპირველაპრილო ხუმრობას მივაწეროთ, რომ არა გუგლის არაერთგზის განცხადება მის შესახებ.
ვინაიდან Google Glass-ის აბსურდული იდეა აღარ ვითარდება, როგორც მოწყობილობის რეალისტური კონცეფცია, გუგლმა გადაწყვიტა განავითაროს პროექტი Ara, რათა შეავსოს სიცარიელე ამ სისულელით. თუ დაგავიყდათ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ტეელფონის მოდულური კონცეფცია, რომელიც პირველად ფეისბუკზე გავრცელდა მემეს სახით. იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც მზად არიან დაიჯერონ ნებისმიერი რამ.
პროექტი Ara განკუთვნილია “ნარჩენების ოდენობის შესამცირებლად” და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ააწყოს ტეელფონი სხვადასხვა მოდულებისგან კონსტრუქტორივით, განაახლოს კამერა, ან პროცესორი, ან ეკრანი, საჭიროების მიხედვით. წარმოიდგინეთ, რომ შეგეძლოთ თქვენი iPhone 4-ით სარგებლობა ახალი კამერით, ახალი და სწრაფი პროცესორით, რომელიც შეეცდებოდა 2010 წლის დედა-პალტასთან მუშაობას. და ის უფრო სქელი იქნებოდა, ამავდროულად ციცქნა E-Ink ეკრანით. განა ეს არ არის შესანჲშნავი მომავალი?
პროექტი Ara — არაჩვეულებრივად ბრიყვული იდეაა, მაგრამ გუგლი მას აღიქვამს ისევე სერიოზულად, როგორც აღიქვამდა Google TV, Glass, Motorola და Nest-ს. მასზე უფრო ბრიყვული ის შეკვეთილი სტატიაა, რომელიც დევიდ პირსმა დაწერა Wired-ისათვის და რომელიც აღმატებულ ფერებში გვიხატავს ამ პროექტის სიკარგეს. იგივეს წერდა Wired Google Glass, Motorola და Nest-ზეც.
Wired ამ პროექტს აკრიტიკებს მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც “ადამიანებს ეძლევათ საშუალება რაიმე შეარჭონ ტეელფონში, მათ ცუდი იდეები მოსდით”.
შემდეგ მას ახსენდება რომ საქმე აქვს მსოფლიოში უმსხვილეს სარეკლამო კომპანიასთან. ამიტომ სასწრაფოდ ამატებს: “და ეს ძალიან კარგია: ამაშია აზრი. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დარგში რაიმე სიახლე მომხდარა”.
რასაკვირველია, უკვე მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სმარტფონებში გაჩნდა რაიმე ახალი! Retina ეკრანი, 64 ბიტიანი პროცესორი, Siri, Metal, Touch ID, Apple Pay? განა ეს შეედრება მართკუთხა ტეელფონს, როკელშიც შესაძლებელია ბლოკების შერჭობა.
და განა ოდესმე სხვა ვინმე დაფიქრებულა გამოეყენებინა სმარტფონი გაუმჯობესებული კამერით, სპიკერებით, ვიდეოპროექტოროთ, ფიტენს-ტრეკერით ან გარე სენსორებით? რა საჭიროა Bluetooth-ის ან კაბელების გამოყენება, როდესაც სანაცვლოდ საკუთარი ტეელფონი შეგიძლიათ გადაქციოთ სქელ ყურმულად, რომელიც პერსონალური კომპიუტერივით მუშაობს, უხეირო ინტეგრაციით და ოღრო-ჩოღრო კიდეებით?
იმ დროს, როდესაც I/O ცდილობს გადაიქცეს Burning Man-ად, WWDC რცება დეველოპერების პროფესიულ კონფერენციად
პროექტი Ara კიდევ ერთი მაგალითია საკითხისადმი ისეთი მიდგომის, როდესაც საქმეში ძალისხმევას დებს გუგლი, მაგრამ ამ დროს არ არის მზად მიიღოს რთული გადაწყვეტილება მანამდე, სანამ არ გათავდება პროექტისათვის გამოყოფილი თანხა. და კვლავ, ვინც თავად ნახა ტექნოლგიური სფეროს 25 წლიანი მონაკვეთი, ეს ძალიან გაქვს იმას, რასაც ეფლი აკეთებდეა, სანამ ინერციით მიგორავდა წამრატებით მიღებული იმპულ��ის შემდეგ, მომავლის მკაფიო, მიღწევადი სტრატეგიის გარეშე.
ის ეფლი აღარ არსებობს. ახლანდელი ეფლი — ბიზნეს-კორპორაციაა, რომელიც რეგულარულად გვთავაზობს ახალ პროდუქტებს და ნერგავს პრაქტიკულ ინოვაციებს და მოძრაობს მკაფიო ტრაექტორიით, რომელთანაც სინქრონიზაცია შეუძლიათ პარტნიორებს.
WWDC-ის დეველოპერებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება კომპანიის ინჟინრებისაგან და არა უცნური საცირკო წარმოდგენა ღია ცის ქვეშ, 34 გრადუსიან სიცხეში კონფერენციაზე, სადაც დეველოპრეთა სესიების ლოგისტიკა ცუდად არის დაგეგმილი. ისევე როგორც გუგლის პლათფორმები.
საეჭვოდ არ ჩანდა წელს ინიციატივების ნებისმიერი რეალური გაგრძელება, რომელტაც სატავე 2014 წელს დაედო.
ეფლი ყოველ წელს მუშაობს, რათა გაიგოს და დააკმაყოფილოს კორპორატიული მომხმარებლების სურვილები. აი რატომ წაიწია ასე წინ ეფლმა კორპორაციებს შორის და შექმნა სხვადასხვა პარტნიორული კავშირები IBM, SAP და Cisco-სთან.