მიმოხილვა

რატომ არ იქნება 2016 წელი იგივე, რაც 1997

83views

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მესმის ისტერიული გამოსვლები იმ „მცოდნეებისაგან“, რომლებმაც კომპანია Apple თვისთვის სულ ახლახანს აღმოაჩინეს, მხოლოდ აიფონის მფლობელები არიან და არა აქვთ რაიმე წარმოდგენა ამ კომპანიის ისტორიაზე. მათი განცხადებით Apple თანდათან ართულებს საპროდუქტო ხაზს და ასეთი რამ სტივ ჯობსის დროს არ ხდებოდა. რაც რასაკვირველია მათი აზრით მიუთითებს კომპანიის კატასტროფულ შეცდომებზე.

დასაწყისისათვის მოდით გავიხსენოთ, თუ რა არის „ჯობსის მაგიური კვადრატი“ და საიდან გაჩნდა ის.

აი, ასე გამოიყურებოდა მისი პირვანდელი ვერსია: ორი სამომხმარებლო კომპიუტერი, ორი პროფესიული. აქედან ორი სამაგიდე კომპიუტერია, ხოლო ორი — პორტატული. ლამაზად, მარტივად და გასაგებად. ახლა შევხედოთ, თუ რას უშვებდა Apple 1997 წელს:

Macintosh-ის მოდელების რაოდენობა — 30-ზე მეტი. მხოლოდ ყველაზე გამძლე გიკებს შეეძლოთ დაესახელებინათ სხვაობა მაგალითად Power Macintosh 6500-სა და Power Macintosh 7600-ს შორის. და კიდევ იყო Macintosh Performa, რომლის წარმოებაც იმ წესლ შეწყდა. ცოტა თუ მოძებნებოდა ადამიანი, ვისაც შეეძლო დარწმუენბით გაეცა პასუხი კითხვაზე „რომელი კომპიუტერი ვიყიდო?“ ჩვენც არ გვესმოდა, რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა PowerMac 9600, თუკი არსებობს მაგალითად, PowerMac 8500.

ეს მხოლოდ ნაწილია კომპიყერების ნომენკლატურისა. ციფრული ინდექსებით ხშირად საკმაოდ სხვადასხვა მოდელები აღინიშნებოდა, განსხვავებით, მაგალითად Macbook Air-ის ორი მოდელისა.

როგორც ჯობსი გვიყვება თავის ბიოგრაფიაში, ამის მიზეზი იყო კომპანიის შიდა ბიუროკრატია და საცალო გაყიდვების ზეწოლა (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა Apple Store-ები), რომლებიც ითხოვდნენ მაღაზიათა სხვადასხვა ქსელებისათვის კომპიუტერების სხვადასხვა მოდელებს სხვადასხვა ინდექსებით.

კომპიუტერების გარდა (სამაგიდეც და პორტატულიც), Apple ყიდდა აგრეთვე მონიტორებს, პრინტერებს, ფოტო-კამერებს, Newton-ს (თანამედროვე პლანშეტის ბაბუა). უფრო სწორედ, ცდილობდა გაეყიდა, ანუ ხარჯავდა სახსრებს შექმნაზე და მარკეტინგზე, მაგრამ გაყიდვები დაბალი იყო. წლის განმავლობაში Apple-მა მხოლოდ 2.9 მლნ მაკი გაყიდა.

შედეგად, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სავალალო გახდა. ამონაგები თანხა 1997 წელს 7 მლრდ დოლარი იყო (1995 წელს — 11 მლრდ დოლარი), ხოლო ზარალი — 1 მლრდ დოლარი. კომპანიას გაბანკროტემაბდე 90 დღე რჩებოდა და სიტუაცია მოითხოვდა რადიკალურ გადაწყვეტილებების მიღებას.

გაყიდვების ვარდნის ფონზე და ბაზრის მინიატურულობის გამო პროდუქტების ხაზის გამარტივება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იყო, რომლის წყალობითაც მომხმარებელსაც გაუადვილდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო კომპანიას შეუმცირდა ხარჯები. რეფორმებს შეეწირა ყველაფერი, რაც არ იყიდებოდა, მაგრამ მოითხოვდა ხარჯებს. ასევე შემცირებაში მოყვა Newton, რომელიც არა მარტო ზარალის მომტანი იყო, არამედ ჯონ სკალის პირადი პროექტიც და ჯობსმა პირადად იყარა ჯავრები ამ პროდუქტზე (სწორედ ჯონ სკალიმ გაუშვა კომპანიიდან 12 წლით ადრე სტივ ჯობსი). ამ რეფორმების შედეგად კომპანიამ ამოისუნთქა და შეძლო iMac-ის გამოშვება, რომელიც გაყიდვების ჰიტი ჰახდა და სიტუაცია უკეთესისაკენ შემოატრიალა. შემდეგ მას მოყვა iBook, iPod და ა.შ. დანარჩენი უკვე თქვენც იცით კარგად.

და რითი განსხვავდება სიტუაცია 2016 წელს? კომპანიის მაშტაბებით. საჭიროა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რამდენი ასეული მილიარდი (ბოლო მონაცემებით 233 მილიარდი დოლარი) აქვს გადანახული Apple-ს შავი დღისათვის? 2015 წელს კომპანიამ გაყიდა 20 მლნ მაკი, 55 მლნ iPad, 230 მლნ iPhone და კიდევ მილიონობით სხვა მოწყობილობა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით Apple-ის თანამედროვე პროდუქტიულ ხაზს, დავინახავთ, რომ პროფესიულ და სამომხმარებლო მიმართულებებათ დაყოფა ჯერ კიდევ შეიმჩნევა, ხოლო აღქმას ხელს უშლიან ძველი მოდელები, რომლებიც დროებით კვლავ ხელმისაწვდომი არიან ბაზარზე. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ეს განპირობებულია არა ტიმ კუკის სურვილით გაიმეოროს კომპანიის 20 წლის წინანდელი წარმატება, არამედ ბაზრის კანონებით. სამოდელო ხაზის დივერსიფიკაცია კომპანიის ზრდასთან ერთად ძლიერდება (ასევე ეს ეხევა კომპანიის მაშტაბების ზრდასაც). ვინაიდან კომპანიის მოხმმარებელთა რაოდენობა იზრდება და მათ კიდევ სხვადასხვა ინტერესები გააჩნიათ. ეს თავიდან შეიძლება გაყიდვაში გქონდეს აიფონის 1 მოდელი, ვინაიდან მას 2-3 მილიონი ადამიანი იყიდის, ხოლო ბაზრის გაჯერებასთან ერთად სულ უფრო მეტი მოდელია საჭირო, რათა უკეთ მოხდეს ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილება.

მათთვის, ვინც ჯობსის დროს მისტირის და იძახის, რომ „სტივის დროს ასე არ იყო“, მე ვურჩევდი კარგად გაიხსენონ აიპოდის ისტორია, რომელიც ევოლუციაც სწორედ ჯობსის დროს მოხდა. აიპოდის ერთი მოდელიდან საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ Nano, Shuffle, iPod Classic, iPod touch, თანაც რამდენიმე ფერში შესრულებით და მეხსიერების სხვადასხვა მოცულობით. აი ეს არის იმის დემონსტრაცია, თუ როგორ ცდილობს კომპანია, თავი მოაწონოს მაქსიმალურად ბევრ მყიდველს. კომპანიის სიმწიფე და მისი მაშტაბები მოითხოვს სწირედ ასეთ წერტილოვან სეგმენტაციას. მე არ ვთვლი Apple-ის მიდინარე საპროდუქტო ხაზს იდეალურად. მიმაჩნია რომ ძველი მოდელების გამოყავან გაყოდვებიდან დროულად უნდა ხდებოდეს. მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ნამდვილად არ არის 1997 წლის გამეორება: პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა და პარალელების გავლება იმ დროსთან უბრალოდ არასამართლიანია.

ბონუსად იხილეთ ეს ორი ფოტო. პირველზე კვადრატის ვერსია, ჯერ კიდევ iMac-ისა და iBook-ის ანონსამდე. მეორეზე ფერადი iMac-ები.

Comments

comments

Leave a Response