მიმოხილვა

ჯობსის გონი

87views

წელს Apple-ს 40 წელი შეუსრულდა, აპრილის თვეში. კარგი მიზეზია, რომ გავიხსენოთ კომპანიის დამაარსებლის დაუვიწყარი გამონათქვამები.

როგორც ჩანს, სტივ ჯობსის ციტატები მალე ისევე მოხვდება ანტოლოგიის ფურცელბზე, როგორც სხვა დიადი ადამიანების გამონაქვამები. და ეს სრულიად გამართლებულია, Apple-ის შემქმნელისგან ბევრი კარგის სწავლა შეგვიძლია, თანაც არა მარტო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. ეს არის ცხოვრებისეული ფილოსოფია, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და სამყაროს თავისებური ხედვა.

ჯობსი ფრიად უცნაური ადამიანი იყო, მთელი მისი ცხოვრება ძებნაში გამოიხატებოდა — საკუთარი თავის, იდეების, სამუშაოსთან მიდგომის, ახალი აღმოჩენების. ახალგაზრდობიდან ის ყოველთვის ნონკონფორმისტი იყო. აქედან გამომდინარეობს მისი მოგზაურობა ინდოეთში, უმაღლესი განათლების არქონა, პროგრამირებისა და კალიგრაფიის შესწავლა — უბრალოდ სიამოვნებისათვის. და უშიშარობა ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე. სტივს არ ეშინოდა სიღარიბის, შემოსავალი არ იყო მისი თვითმიზანი. მთავარი ოცნება — სამყაროს გაუმჯობესება იყო. მისი წყალობით ჩვენ სრულიად სხვანაირად მივუდექით ზოგადად ელექტორნიკას და აგრეთვე გაჯეტების ხარისხს ჩვენს ცხოვრებაში.

ხოლო ყველა მათგანს, ვისაც სურს გაიზიაროს ჯობსის აზრები, დაბეჯითებით ვურჩევ გაიხსენოს მისი გამონათქვამები. ისინი გამოგვადგება არა მარტო აღმაფრენისათვის, არამედ ცხოვრებისული სიძნელეების გადალახვისას, აგრეთვე.

ბოლო 33 წელია ყოველ დილით სარკეში ვიყურები და ვეკითხები საკუთარ თავს: „ეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც უნდა გავაკეთო?“ და თუ პასუხი უარყოფითია თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვხვდები, რომ მოვიდა ცვლილებების დრო.

არ არის ადვილი მიჰყვე ამ სტანდარტს ყელაფერში. ჩვენი ყოველდღიურ საქმეებზე და ვალდებულებებზე დამყარებულია ჩვენი და ჩვენი ახლობლების ცხოვრება. არადა ჩვენი დრო ამ სამყაროში შეზღუდულია. შედეგად, აშკარად ღირს რაიმეს შეცვლა. იქნება და ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს სხვა უფრო უკეთესის და საჭიროს დაწყებაში?

სრული სურათის შეკრება, წერტილების შეერთებით, არ გამოვა, თუ მხოლოდ წინ ვიყურებით. საჭიროა მუდმივად უკან გახედვაც. ასე რომ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს წერტილები მომავალში საერთო სურათის შექმნაში დაგვეხმარებიან. აუცილებლად უნდა გვწამდეს ინტუიციის, ბედის, კარმის, თვითონ ცხოვრების. ასეთი მიდგომას ჩემთვის არასოდეს უღალატია და სწორედ ის მეხმარებოდა ამ ცხოვრების სირთულეების გადალახვაში.

აი, მეწარმეთა მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ჩვენ არასდროს არ ვიცით დაბეჯითებით, როგორ შემოტრიალდება ჩვენი ცხოვრება, როგორ განვითარდება დაწყებული პროექტი, როგორ გადალახავს გუნდი პროექტის მიდინარეობის პორცესში პრობლემებს, როგორ მოვაწყოთ გუნდის უნარები ისე, რომ ის საერთო საქმეს მოხმარდეს. მაგრამ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებელია. როგორც ამბობენ, ეს ავტომობილის მართვას ჰგავს სრულ სიბნელეში. ჩვენ შეგვიძლია გზის დანახვა იმდენად, რამდენადაც მას ანათებს ავტომობილის სანათები. მაგრამ სწორედ ასე შეიძლება საჭირო ადგილამდე მისვლა.

მთავარია — იცოდეთ „არა“-ს თქმა.

ეს ძალიან მნშვენლოვანია, როდესაც საუბარია კარიერაზე. ჩვენ ხანდახან გვეშინია რაიმე მნიშვნელოვანის ხელიდან გაშვების და მზად ვართ ვუთხრათ „დიახ“ ყველანაირ შესაძლებლობას. თუმცა ნამდვილი წამრატება სწორედ იმასთან მიდის, ვინც იცის სად და ვის უნდა უთხრას „არა“. გავიხსენოთ სტივის ციტატა. ის თვლიდა, რომ ჩვენი დრო, რომელიც სიცოცხლეზე გვაქვს გამოყოფილი, შეზღუდულია, ხოლო რესურსები და პირადი დრო — მითუმეტეს. ასე რომ ძალები გონივრულად უნდა ვხარჯოთ, ეს სარგებლობას მოგვიტანს არა მარტო კარიერაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროშიც.

ხშირად წარმატებული ადამიანებს უყვართ საკუთარი საქმე. ისინი მზად არიან ბოლომდე იარონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე მთლად კარგად ვერ მიდის. ისინი კი, ვისაც არ მოსწონს ის, რითაც არიან დაკავებული, თავს ანებებენ არასასიამოვნო საქმეს ძნელ პერიოდში და ამაშიც არის გონიერების მარცვალი.

წარმატების აზრი, როგორც გამოდის, სწორი საქმის არჩევაშია. რთულ პერიოდშიც კი ჩვენ დიდი ალბათობით თავს არ დავნებებთ საყვარელ საქმეს, შედეგად კი მივიღებთ გამოცდილებას. ხოლო არასაყვარელ საქმეს ჯობია თავი ავარიდოთ. ჩვენ ხომ არა მარტო დროს დავხარჯავთ ფუჭად, არამედ იმის რისკიცაა რომ ბიზნესს დავკარგავთ. შეუძლებელია არასაინტერესო საქმეს ჩაუღრმავდე მთელი არსებით. ამ შემთხვევაში შეუძლებელია რესურსების სრული მობილიზაცია, რაც საბოლოო ჯამში დამარცხებისკენ წაგვიყვანს.

მე მგონია, რომ თუ შენ აკეთებ რამეს და ეს კარგად გამოგდის, დროა სხვა საქმე დაიწყო. არ შეიძლება ერთ რამეზე ჩაციკვლა, მუდმივად ძებნაში უნდა იყო.

სტივი არ გვაძლევს საშუალებას მოვდუნდეთ. ერთ საქმეში წარმატების მიღწევით მუდმივად ვერ იცხოვრებ. ტონუსი და მზადყოფნა სამომავლო საქმეების კეთებისა, საშუალებას მოგცემთ წარმატებული იყოთ ყველა საქმეში. და მართალია ეს სარისკო სტრატეგიაა, მაგრამ ის გამართლებულია.

დიადი საქმეები ბიზნესში მარტო არ კეთდება.

ჯობსი ბევრს საუბრობდა იმაზე, თუ როგორ შთააგონებდა მას „ლივერპულის ოთხეული“. The Beatles ყოველთვის იყო სტივისთვის თანამშრომლობის, პარტნიორობის, გუნდური მუშაობის მაგალითი. ის თვითონაც ასევე ცხოვრობდა. გარშემო იკრებდა თანამოაზრეებს, რომლებსაც ენდობოდა და რომელთა გვერდითაც თვითონაც უკეთ ისხნებოდა. იმავე ფორმატში მუშაობს კომპანია Apple-ის დღესაც.

სამუშაო — ჩვენი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია. და ერთადერთი საშუალება ცხოვრებისაგან მივიღოთ სიამოვნება — ვაკეთოთ ის, რაც ღისრსეულად მიგვაჩნია. ეს შესაძებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ. თუ თქვენ ჯერ არ გიპოვნიათ ასეთი საქმე, განაგრძეთ ძებნა, არ გაჩერდეთ. ისევე როგორც სასიყვარულო ამბებში, თქვენ მიხვდებით, როდესაც იპოვნით იმას, რაც თქვენ გჭირდებათ.

სხვათაშორის, სამუშაოსა და სიყვარულის შედარება — ჯობსის სტილშია. მაგრამ, ალბათ ღირს რომ ეს მაგალითი გავითავისოთ. საუბარი ისევ იმაზეა: ცხორება ფრიად მოკლეა, რათა ის ჩვენ ვხარჯოთ იმაზე, რაც არ გვისამოვნებს. გვიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებთ — ფუფუნება არ არის, არამედ ადამიანის ბედნიერების აუცლებელი შემადგენელი ნაწილია.

ხანდახან ცხორება გვანციფრებს და მზადაა რომ გაგვჭყლიტოს. მთავარია — რწმენა არ დავკარგოთ.

სტივმა ეს სთქვა მისი ეფლიდან დათხოვნის შესახებ. როდესაც დირექტორთა საბჭომ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონ სკალიმ ხმა მისცეს მის გაშვებას. მოგვიანებით ჯობსმა გაიაზრა, რომ ამ ფაქტის გარეშე მისი ცხოვრება არ შეიცვლებოდა ასე ძლიერ. კომპანიის მეთაურების გადაწყვეტილება საუკეთესო აღმოჩნდა იმათ შორის, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. კომპანიიდან დათხოვნამ ჯობსს საშუალება მისცა გაეთავისუფლებინა გონება, გადართულიყო უკვე მიღწეული წამრატებისგან და დაეწყო ახალი ბიზნესი. ის პერიოდი სტივის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული იყო.

უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდებით. ეს საუკეტესო საშუალებაა ჩავთვალოთ, რომ რამე გვაქვს დასაკრგი. ჩვენ ყველანი შიშვლები ვართ სიკვდილის წინაშე.

უცხო მოლოდინები, სიამაყე, წარუმატებლობის შიში არაფერია სიკვდილის წინაშე. სტივს უნიკალური ტალანტი ჰქონდა — ეცხოვრა დრევანდელი დღით, გონებით გაეაზრებინა, რომ ცხოვრება მოკლეა და შესაძლოა დასრულდეს ნებისმიერ მომენტში. აღქმის ასეთი მიმართულება შესაძლოა ფატალისტურად მივიჩნიოთ და ერთგარად დეპრესიულადაც კი, მაგრამ სინამდვილეში ის გვეხმარება გავთავისუფლდეთ სტერეოტიპებისაგან და გონება გავხსნათ ხელოვნებისათვის. ასე რეალურად უფრო ადვილად შეგვიძლია მოვერიოთ შიშებს, რომლებიც საერთოდ არ უნდა იკავებდნენ ჩვენს გონებას.

იქონიეთ ძალა, მიჰყვეთ გულის თქმას და ინტუიციას. თქვენ ხომ ისედაც იცით, ვინ გინდათ გახდეთ. ყველაფერი დანარჩენი — მეორადია.

არ მივჰყვეთ გულის თქმას, უგუნურებაა, თვლიდა ჯობსი. ის ყოველთვის ინტუიციას მიჰყვებოდა — კალიგრაფიის კლასში, ინდოეთში, ავტო-ფარეხში, სადაც Apple-ის პირველი ოფისი იყო განთავსებული. ასე იცხოვრა მან თავისი ცხოვრება. ასე შეუძლია ნებისმიერ ჩვენთაგანს.

Comments

comments

Leave a Response