სიახლეები

Apple-ის აქციების ფასი 8%-ით დაეცა

65views

Apple-ის აქციების ფასი 8%-ით დაეცა, რისი მიზეზიც კომპანიის პირველი კვარტლის მოსალოდნელი მაჩვენებლებია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის გაყიდვები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა.

Apple-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად ითვლება და მისი აქციების ფასიც ყველაზე ღირებულია, თუმცა ბოლო სამ თვეში კომპანიის მოგება 22%-ით 10,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ბოლოს, ტექნოლოგიურ გიგანტს გაყიდვები 2003 წელს შეუმცირდა. CNNMoney წერს, რომ კომპანიის გაყიდვების 2/3-ი iPhone-ზე მოდის. სწორედ გაჯეტების რეალიზების შემცირების გამო, კომპანიას ცუდ მაჩვენებლებს უწინასწარმეტყველებენ, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სმარტფონების გაყიდვები 18%-ით შემცირდა, რაც 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

წყარო: http://businesscontact.ge

Comments

comments

Leave a Response