სიახლეები

Apple Watch-ის მეორე თაობა სიმ-ბარათს მიიღებს!

64views

Apple Watch-ის სმარტ-საათების მომდევნო თაობა შესაძლოა იმდენად დაიხვეწოს, რომ სმარტფონებიც ჩაანაცვლოს. როგორც გამოცემა Wall Street Journal წერს, საათს შესაძლოა სიმ-ბარათის მხარდაჭერა მიანიჭონ.

ამ გზით კი, Apple Watch 2 (სავარაუდო სახელწოდება) გახდება სრულიად დამოუკიდებელი დევაისი: შესაძლებელი იქნება ზარების განხორციელება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება და გაგზავნა, GPS-ის გამოყენება და მუსიკის მოსმენაც კი.

ამ გზით, იდეის ავტორები Apple Watch-ის აუდიტორიის გაზრდას მოელიან.

წყარო: fortunaplus.ge

Comments

comments

Leave a Response