სიახლეები

Apple-ის ჭკვიანი საათების გაყიდვებმა iPhone-ის გაყიდვებს გადააჭარბა!

66views

2015 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ბაზარზე ჭკვიანი საათები გამოჩნდა, ორჯერ მეტი Apple Watch გაყიდა ვიდრე iPhone-ი მის სადებიუტო წელს, – ამის შესახებ The Wall Street Journal ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

Apple-ის SmartWatch-ის გაყიდვებმა სტარტი გასული წლის 24 აპრილს აიღო. კომპანია არ ამხელს გაყიდვების მოცულობას, მაგრამ ანალიტიკოსების შეფასებით ერთი წლის განმავლობაში მისმა მოცულობამ 12 მილიონს მიაღწია. პირველ წელს, როდესაც აიფონი დაიბადა მსოფლიო ბაზარზე, დაახლოებით 6 მილიონი iPhone-ი გაიყიდა. IDC-ის გამოკვლევებით, SmartWatch-მა მთლიანად ბაზარზე არსებული გაყიდვების მოცულობის 61% შეადგინა. Apple Watch-ის გამოყენებისათვის მომხმარებელს iPhone 5 ან iPhone 6 ესაჭიროება. რაც შეეხება ფასს, მისი ღირებულება 349 დოლარიდან იწყება.

წყარო: http://businesscontact.ge

Comments

comments

Leave a Response