სიახლეები

Apple-ის ინჟინრები iPhone-ისთვის უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მუშაობენ

64views

კომპანია Apple-ის ინჟინრები, უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მუშაობენ, რაც სახელმწიფო ძალებს, iPhone-ის გატეხვას გაურთულებს, – აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი წერს.

ზემოთ აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, საქმეში ჩართვა უკვე კონგრესს მოუწევს. მოცემულ მომენტში, კომპანიები, როგორიცაა Apple და Google, კანონით არაა ვალდებული სახელმწიფოს ჭკვიანი ტელეფონების ინფორმაცია მიაწოდოს, მათზე ფედერალური კანონი არ ვრცელდება. კანონმდებლებს კი, თეორიულად შეუძლიათ შეცვალონ საქმის მსგავსი ვითარება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Apple უარს აცხადებს სან-ბერნანდინოს ტერაქტში მონაწილე ტერორისტი მსროლელის iPhone-ის პირადი ინფორმაციის წარდგენაზე, რასაც ხელისუფლება მოითხოვს. კომპანიას მხარს უჭერს წამყვანი ორგანიზაციები – Google, Twitter, Facebook-ი და სხვა.

წყარო: http://www.ipress.ge

Comments

comments

Leave a Response