სიახლეები

პარტნიორობასთან ერთად, ჯეოსელი საქართველოსთვის iTunes-ის გახსნაზე მუშაობს

78views

ჯეოსელის ინფორმაციით, Apple-თან პარტნიორობის ფარგლებში კომპანია საქართველოში iTunes-ის მომსახურების გახსნაზე მუშაობს, რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საქართველოში არსებული ბიზნესისთვის.

ჯეოსელი, რომელმაც იანვარში განაცხადა, რომ  Apple-ის პარტნიორი გახდა,  22 თებერვალს გავრცელებულ რელიზში იმ დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც Apple-ის ოფიციალურ პარტნიორობას ახლავს თან:

მათი თქმით, ჯეოსელში შეძენილ ტელეფონს მოემსახურებიან Apple-ის საერთაშორისო გარანტიის პირობების მიხედვით, რაც საშუალებას მისცემს ოფიციალური iPhone-ის მფლობელს, თვიდან აიცილოს ის უსიამოვნო შემთხვევები, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი. ასევე, ჯეოსელში შეძენილი ტელეფონის დიაგნოსტიკა მოხდება Apple-ის სტანდარტების მიხედვით.

კომპანიის ინფორმაციით, ჯეოსელში შეძენილ iPhone-ზე ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურ რეჟიმში სწორდება. აბონენტთათვის პარამეტრების ხელით გაწერა აღარ არის საჭირო და ჩამონათვალში ჯეოსელი ავტომატურად ჩნდება ქსელის მომსახურე ოპერატორად.

წყარო. www.netgazeti.ge

Comments

comments

Leave a Response