სიახლეები

ბილი ეწინააღმდეგება: Apple-ს, Facebook-ს, Twitters-ს, WhatsApp-ს და Google-ს

72views

Microsoft-ის დამაარსებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა, აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და კომპანია Apple-ს დავაში, FBI-ს მხარე დაიჭირა.

ბილ გეიტსის თქმით, კომპანიის მიერ ინფორმაციის გადაცემა, ზოგადად, პირადი ინფორმაციის წვდომის პრეცედენტს არ შექმნის.

„ეს კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება ითხოვს პირად ინფორმაციაზე წვდომას. ისინი არ ითხოვენ რაღაც ზოგადს, მათ კონკრეტულ შემთხვევაზე აქვთ საუბარი”, – აცხადებს ბილ გეიტსი Financial Times-თან ინტერვიუში.

გეიტსის თქმით, Apple-ის გატეხვა არაფრით განსხვავდება, მაგალითად, ბანკისა ან სატელეფონო კომპანიის ინფორმაციის გამოთხოვნისგან.

გეიტსის პოზიცია ეწინააღმდეგება სხვა მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, ვინაიდან Apple-ს უკვე მხარი დაუჭირა Facebook-მა, Twitter-მა, WhatsApp-მა და Google-მა.

შეგახსენებთ, რომ FBI, კომპანია Apple-სგან, სან-ბერნანდინოს ტერაქტში მონაწილე მსროლელის iPhone-ის გატეხვასა და პირადი მიმოწერის გადაცემას მოითხოვს, რაზეც Apple უარს აცხადებს.

წყარო: http://www.ibusiness.ge

Comments

comments

Leave a Response