დღეისათვის ეფლი პირველ რიგში აიფონის მწარმოებელ კომპანიად ითვლება, მაგრამ ოდესმე მას მოუწევს სმარტფონებისგან შედეგ ნიშაში გადასვლა. ცნობილია, რომ კუპერტინოში მიდინარეობს საკუთარი ავტომობილის შექმნა. რაც შეეხება ახალი ტიპის პერონალური გაჯეტის შექმნას, კომპანიის ბოლო დროინდელი შენაძენები და ახალი თანამშრომელბის სამსახურში აყვანა მიგვითითებს იმაზე, რომ ეფლი როგორც მინიმუმ იკველვს დამატებით რეალობას.
დამატებითი რეალობა — ეს არის კონცეფცია, რომლის დროსაც ციფრული გამოსახულება ზემოდან ედება რეალური სამყაროს გამოსახულებას. Google Glass — პირველი და არც ისე წარმატებული მაგალითია. თუმცა ეს ხელს არ უშლის სხვებს სცადონ შექმნან ანალოგიური პროდუქტები. მოარული ხმების თანახმად, საიდუმლო სტარტაპი Magic Leap, რომელიც ძირიტად დაფინანსებას Google-იდან იღებს, ემხადება ტექნოლგოური გადატრიალება მოახდინოს დამატებითი რელობის სფეროში.
წელს ვირტუალური რეალობა და დამატებითი რეალობა უფრო დაახლოვდნენ ერთმანეთთან და საკმაოდ პოპულარული გახდნენ სონის ჩაფხუტების, ფეისბუკის ოკულუსებისა და კომპანია HTC-ის დამსახურებით. ბევრი თვლის, რომ დამატებითი და ვირტუალური რეალობა — პერსონალური კომპიუტერების საბოლოო ფორმებია, ვინაიდან მათთან ერთად ფაქტიურად საჭირო აღარ ხდება მონიტორების გამოყენება. ამის სანაცვლოდ სატარებელი კომპიუტერი გახდება ერტადერთი გაჯეტი და საშუალებას მოგცემთ ყველაფერი მართოთ მისი საშუალებით.
ჩვეულებისამებრ, Apple-მა სიტყვა არ დაძრა იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ კვლევით ცენრებსა და ლაბორატორიებში. თუმცა ცოტა ხნის წინანდელი შენაძენები და ახალი თანამშრომელბის სამსახურში აყვანა იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია, როგორც მინიმუმ, ექსპერიმენტებს ატარებს დამატებით რეალობაზე. და ამის დამადასტურებელი ხუთი ფაქტი არსებობს.
01. Apple-მა იყიდა დამატებითი რეალობის კომპანია Metaio
მანამდე, სანამ Apple შეიძენდა და მერე დახურავდა ამ კომპანიას, Metaio სპეციალიზირდებოდა დამატებითი რელობის მობილურ აპლიკაციებზე. მაგალითად, მათ შექმნეს აპლიკაცია IKEA-ს ავეჯის განლაგების ვიზუალიზაციისათვის.
ამაში უდავოდ დევს პოტენციალი, განსაკუთრებით სამრეწველო და კორპორატიული აპლიკაციებისათვის. თუმცა ეს კონცეფცია შეგვიძლია სხვა დარგებსაც მივუსადაგოდ: თამაშების ინდუსტრია, ვიდეოკონფერენციები და გართობა. იგივე იდეა დევს Microsoft-ის ჩაფხუტში HoloLens.
02. Apple-მა გადაიბირა HoloLens-ის ერთ-ერთი დეველოპერი, ნიკ ტომფსონი Microsoft-იდან
ტომფსონი წამყვანი აუდიო-დეველოპერი იყო Microsoft HoloLens-ის პროექტში, თუ მისი LinkedIn-ის პროფილით ვიმსჯელებთ. ეფლმა ის 2015 წელს დაიქირავა, რაც პირველმა შეამჩნია ანალიტიკოსმა პაიპერ ჯაფრიმ ჯერ კიდევ აგვისტოში. ტომფსონი HoloLens-ზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფრიად კარგი კანდიდატურაა ეფლის დამატებითი რეალობის პროექტისათვის.
03. Apple-მა შეიძინა სახის ამომცნობი აპლიკაციის სტარტაპი FaceShift
FaceShift ტექნოლოგია უკვე იყენებს კამერებს ადამიანის სახის ანალიზისათვის, თანაც რეალურ რეჟიმში. ასევე, ის შეუძლება გამოყენებული იქნეს ანიმირებული, ვირტუალური ავატარების შესაქმნელად. გუნდი, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ სპეც-ეფექტებზე მუშაობდა, სწორედ ამ ტექნოლოგიას იყენებდა.
04. Apple-მა შეიძინა კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო XBox-ის კამერა Kinect-ის შექმნაში
ბოლო ორი წლის განმავლობაში Apple-მა გამოისყიდა ისრაელის კომპანია PrimeSense. კომპანია ქმნის მოძრაობის ამომცნობ კამრებს, იგივე ტექნოლოგია გამოიყენება XBox-ის კინექტ-კამერებში.
ჟესტების ამომცნობი ტექნოლოგია ფრიად გამოადგება ეფლს დამატებითი რელობის მოწყობილობების შექმნისას, ვინაიდან ისინი, როგორც წესი არ იყენებენ ტიპიურ ხელით მართულ კონტროლერებს. მაგალითად, HoloLens-ს შეუძლია გამოიცნოს ნავიგაციის ჟესტები თავის ინტერფეისში.
05. Apple-ს უკვე აქვს იდეები დამატებითი რელობის ჩაფხუტებისათვის
საპატენტო განაცხადი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ახალი პროდუქტი უსათუოდ გაჩნდება, მაგრამ გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ, თუ რა სახის ტექნოლოგიებზე ატარებს ექსპერიმენტებს Apple. მაგალითად, 2015 წლის თებერვალში ეფლმა მიიღო პატენტი დამატებითი და ვირტუალური რეალობის გარნიტურაზე, რომელიც აიფონს უერთდება. აღწერილობა ძალიან ახლოსაა იმ გაჯეტებთან, რომლებიც ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში წარმოადგინეს კომპანიებმა Google, Microsoft, Samsung, Facebook.
დიდად ნუ აღფრთოვანდებით, წინასწარ
თუ Apple არ შეადგამს ფეხს დამატებითი რეალობის სამყაროში ახლა, ის ამას რამდენიმე წლის შემდეგ იზამს. ჯერ ძალიან ადრეა რაიმეზე საუბარი, ჯერ-ჯერობით არც კონკურენტებს არა აქვთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც საბოლოოდ ჩაანაცვლებს სმარტფონს, ან ნოუთბუკს. შესაძლოა რომ ეფლის საინტერესება ამ სფეროთი, ერთგვარი ექსპერიმენტია.