Apple-ს უყვარს მყვირალა სლაიდების გამოყენება თავის ღონისძიებებზე. ხანდახან მათზე ჩამოთვლილია პროდუქტების ფუქნციები და ფასები. ხანდახან ამ სლაიდებზე გაყიდვების სარეკორდო მაჩვენებლებია გამოსახული.
მაგრამ 2015 წელს დეველოპერთა კონფერენციაზე მე მივაქციე ყურადღება, რომ ზოგიერთი სლაიდი სხვა თემასაც ეხებოდა. ეს იყო კონფიდენციალურობა.
Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დეველოპინგში, კრეიგ ფედერიგი, რომელმაც წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის ახალი „პროაქტიური“ ფუქნციები, ერთ-ერთი სლაიდის ჩვენების წინ პაუზა გააკეთა, რათა აეხსნა კომპანიის დამოკიდებულება კონფიდენციალურობისადმი.
მან განაცხადა, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შეეცდება იწინასწარმეტყველოს თქვენი საინფორმაციო მოთხოვნილებები, ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორიცაა თქვენი კალენდრის ჩანაწერები, ან ადგილმდებარეობა — დაახლოებით იგივე, რასაც კონკურენტი კომპანია Google უკვე აკეთებს. მაგრამ, მან დაამატა შემდეგი: „ჩვენ ამას იმდაგვარად ვაკეთებთ, რომ ეს არ არღვევს თქვენს კონფიდენციალურობას. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს ელფოსტას, ფოტოებს, ან მისამართების წიგნაკს ჩვენს სერვერზე. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს თქვენი პირადი ინფორმაციის ცოდნა“.
შემდეგ მან თქვა: „ყველაფერი ხდება უშუალოდ თქვენს მოწყობილობაში და რჩება აგრეთვე თქვენს მოწყობილობაში, თქვენი კონტროლის ქვეშ“. და Apple ამბობს, რომ თუ მას სურს რაიმე მოთხოვნის გაგზავნა თქვენი სახელით ინტერენტში, ეს მოთხოვნა ანონიმური დარჩება, არ მიებმევა თქვენს Apple ID-ის და არ გადაეცემა მესამე პირებს.
თუ ჯერ კიდევ ვერ დაიჭირეთ დედააზრი, ფედერიგიმ იმწუთას დაამატა: „ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ“.
ეს საინტერესო განცხადება კონფიდენციალურობის შესახებ ახალი არ არის Apple-სათვის. მაგრამ ამ საკითხზე პედალირებამ გვიჩვენა, თუ რამდენად არის ტექნოლოგიური გიგანტი დაინტერესებული ჩვენი კონფიდენციალურობით — სანაცვლოთ იმისა, რომ Google ასე არ იქცევა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის ისტორია კონფიდენციალურობაში სულაც არ არის ასეთი უღრუბლო.
საერთოდ, გამოდის, რომ კონფიდენციალურობა დღეს — საკვანძო პროდუქტია (და საკვანძო მარკეტინგული პუნქტი) Apple-სათვის იმდენად, რამდენადაც Apple Watch, ან თხელი Macbook.
კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი სატავეში ჩაუდგა შეტევას — თავის გამოსვლებში ტელევიზიით და უშუალო საუბრებშიც ეფლის პროდუქციის მოხმარებლებთან.
სწორად გამიგეთ. მე არ ვფიქრობ, რომ Apple აქ იტყუება. კომპანიის ტოპ-მენეჯერების მრავალი საუბრებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კომპანიას ნამდვილად სჯერა კონფიდენციალურობის გაზრდისა და ამას მნიშვნელოვნად თვლის. სტივ ჯობსი მუდამ ამბობდა ამის შესახებ მის გამოსვლებში, როგორც კომპანიის საკვანძო ღირებულებაზე.
მართალია მე ინჟინერი არ ვარ, მაგრამ მე მჯერა, რომ Apple-ის მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია იმგვარად, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია მოწოყიბლობაშივე შეინახოს და არა Apple-ის სერვერზე. თქვენი თითის ანაბეჭდიდან დაწყებული, საკრედიტო ბარათის მონაცმეებით დამთავრებული ინახება დაშიფრული სახით ტეელფონში და არა სერვერზე.
ეს სრულიად განსხვავდება სხვა კომაპნიების ამ საკიტხისადმი მიდგომისაგან. მაგალითად, Google ასკანირებს თქვენს საფოსტო შეტყობინებებს იმისათვის, რომ უკეთ გაჩვენოთ რეკლამა. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს ყველგან რეგისტრაცია მათი სერვისებით გაიარონ, რათა მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თქვენს შესახებ, როგორც თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების რელევანტურობის გაზრდის მიზნით, ასევე რეკლამის უკეთ ჩვენებისათვისაც. მრავალი ადამიანი ამას სათნოებად თვლის.
მაგრამ Apple მკაფიოდ აცხადებს თავის მოსაზრებას, რომ მომხმარებლისთვის უმჯობესია, თუ მისი მონაცემები შეძლებისდაგვარად მეტად მოცემული იქნება ლოკალურად. კომპანია უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის პარამეტრებთან მარტივ და გამჭვირვალე წვდომას თავისი მომხმარებლებისათვის.
თუმცა არის გარკვეული სახის ხარვეზებიც. Apple-ს შეუძლია გამოიყენოს კონფიდენციალურობა მარკეტინგში იმის ხარჯზე, რომ მისი ბიზნეს-მოდელი ამის საშუალებას იძლევა, ხოლო, მაგალითად Google-ისა კი ვერ.
როგორც კუკმა აღნიშნა, მისი კომპანია ფულს მოწყობილობების გაყიდვით შოულობს და არა რეკლამის გაყიდვით. ხოლო რეკლამის გაყიდვისას ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობის დამუშავება არის საჭირო მომხმარებლის შესახებ, რათა რეკლამა მაქსიმალურად რელევანტური იყოს.
„ჩვენი ბიზნეს-მოდელი ძალიან მარტივია: ჩვენ ვყიდით არაჩვეულებრივ მოწყობილობებს“, წერს ტიმ კუკი ვებ-გვერდზე, რომელიც კონფიდენციალურობას ეხება. „ჩვენ არ ვქმნით თქვენს პირად პროფილს თქვენს ელფოსტაში ამოკითხული ინფორმაციის საფუძველზე, ანდა იმ საიტებზე გადასვლებით, რონლებიც თქვენ მოგწონთ. ჩვენ არ ვახდენთ იმ ინფორმაციის „მონეტიზაციას“, რომელსაც თქვენ ინახავთ თქვენს iPhone-ში, ან ღრუბელში. და ჩვენ არ ვკითხულობთ თქვენს ფოსტას, ან შეტყობინებებს, რათა ბაზარს მივაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ერთ მიზანს ესმახურება — გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები. აი ასე მარტივად“.
გარკვეულ მომენატმდე ეს ყველაფერი მართლაც ასეა. Apple შიფრავს ტელეფონის შიგთავსს, ხოლო კომპანიის შიდა წესები ზღუდავს აპლიკაციების შესაძლებლობას — Siri, iTunes და Apple Maps — გადააგზავნონ გარკვეული ინფორმაცია.
მაგრამ iPhone-ზე მაინც არის ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის წინააღმდეგ გამოდის Apple. Google უზრუნველყოფს საძიებო მექანიზმების მუშაობას ბრაუზერში, ხმოვანი ასისტენტი Siri უკავშირდება Microsoft Bing-ს, თუმცა ანონიმურად. Facebook და Twiter ასევე აგზავნიან ინფორმაციას საკუთარ სერვერებზე.
ამის გარდა, 1.5 მილიონი აპლიკაციიდან, რომელიც წარმოდგენილია App Store-ში, მრავალი აგზავნის აგრეთვე ინფრომაციას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს Apple-ის მხირდან რამენაირად შეზღუდულია პოლიტიკით.
Apple-ის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მათ შეუძლიათ სრულიად აკონტროლონ მხოლოდ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო გარე მწარმოებლები ვალდებული არიან დაემორჩილონ გარკვეულ შეზღუდვებს.
Apple-ს აგრეთვე აქვს საკუთარი სარეკმაო ქსელი, iAd. მაგრამ ის ემორჩილება კონფიდენციალურობის იმ პოლიტიკას, რასაც სხვა აპლიკაციები. iAd არ იღებს მონაცემებს Health, HomeKit, Maps, Siri, iMessage აპლიკაციებიდან, განხორციელებული ზარების სიიდან და ა.შ.
კუკი და Apple ასევე პატივისცემას იმსახურებენ იმის გამო, რომ არაერთხელ უარყვეს მთავრობის სურვილი ცხვირი ჩაეყო ამ ინფორმაციაში.
შედეგად, ყველაფერი მომხმარებელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაეხმარება Apple-ს ამ ჯვაროსნულ ომში კონფიდენციალურობის დასაცავად. მომხმარებლები გადაწყვეტენ, სჭირდებათ თუ არა მათ უპირატესობა, რომელსაც ისინი იღებენ Apple-ის მისგომით ამ საკითხისადმი, თუ მაინც ენდობიან სხვა კომპანიებს და გადასცემენ მათ პერსონალურ ინფორმაციას.