შესავალი
ზაფხულის იძულებითი საინფორმაციო ვაკუუმის შემდეგ, 9 სექტემბრის სპეციალური ღონისძიება მალამოსავით მოეცხო ჩვენს გულებს. ხუმრობა ხომ არ არის, 2 საათიანი ღონისძიების განმავლობაში კომპანია ეფლმა რამდენიმე ფრიად საგულისხმო სიხლე შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, მასალის მოცულობა საშალებას არ იძლევა ერთ სტატიაში ვისაუბრო ყველა სიახლეზე, ამიტომ დღეს პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ, სადაც ვისაუბრებ განახლებულ iPhone-ზე და სატელევიზიო კონსოლ AppleTV-ზე, ხოლო შემდეგ გამოშვებებში სხვა ასევე ძალიან საინტერესო მიმოხილვებს შემოგთავაზებთ.
მოდი, ჯერ მაინც ჩამოვწეროთ ყველა იმ სიახლის სრული სია, რაც 9 სექტემბერს ვიხილეთ:
• ახალი iPhone 6s/6s Plus, 3DTouch ტექნოლოგიის მხარდაჭერითა და გაუმჯობესებული კამერით;
• ახალი სატელევიზიო კონსოლი AppleTV, ჩადმული ხმოვანი ასისტენით (Siri) და აპლიკაციების მხარდაჭერით App Store-დან;
• ახალი პლანშეტური კომპიუტერი iPad Pro, კლავიატურიანი შალითის მხარდაჭერით და აქსესუარის სახით Apple Pencil-ით;
• განახლებული საოპერაციო სისტემა iOS 9;
• სხვა წვრილმანი განახლებები.
iPhone 6s/6s Plus
როგორც ყოველთვის, ეფლის ტელეფონის ახალი მოდელის შესახებ წინასწარ საკმაოდ ბევრი რამე ვიცოდით. ამჯერად კომპანიამ კვლავ თავიდან გამოიგონა მალტითაჩი, უფრო სწორედ, 3D Touch.
როგორც წესი, iPhone-ები „s“ ინდექსით დიდად არ განსხვავდებიან წინამორბედისაგან დიზაინში, მაგრამ ფუნქციების თვალსაზრისით გაცილებით წინ არიან. ყოველ ჯერზე ფიქრობ: „არ განვაახლებ iPhone-ს წელს, სულერთია გარედან ის მაინც იგივე ფორმისაა“, — და მაინც ყოველ წელს პოულობ ათას მიზეზს, რომ მაინც იყიდო ახალი iPhone.
მაგალითად, iPhone 3Gs-ში რეალურად ძლიერი კამერა გამოჩნდა, ეკრანის ოლეფობური დაფარვა, მაგნიტომეტრი (ანუ კომპასი) და ძალიან ძლიერი პროცესორი, რომელიც წინამორბედს სამჯერ სჯობდა წარმადობით. iPhone 4s-ში აქცენტი გადატანილი იყო Siri-ზე, გაზრდილ წარმადობაზე და კამერაზე, რომელიც 5 მპიქსელიდან 8 მპიქსელზე ავიდა. iPhone 5s-ში ჩვენ ვიხილეთ 64-ბიტიანი პროცესორი და ძალიან ძლიერი Touch ID-სენსორი.
აბა რა ხდება ახლა iPhone 6s-ში? ამ მოწყობილობას, სრულიად დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური, ვინაიდან სწორედ მასში Apple-მა გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი სენსორული ინტერფეისის განვითარებაში. პირველად შვიდი წლის განმავლობაში. მაგრამ, მოდი დეტალურად მივყვეთ ყველაფერს.
ისეთივე, გარედან, მაგრამ სხვანაირი შიგნიდან
iPhone 6s-ის დიზაინი წინამორბედისგან არ განსხვავდება, სრულებით. მოდელიც ორი გამოვიდა კვლავ — 4.7 დუიმი და 5.5 დუიმი ზომის. სამაგიეროდ გუმჯობესდა სმარტფონის კორპუსის მასალა — ახლა ეს გახლავთ ალუმინის შენადნობი 7000 სერიის, რომელიც ორჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე წინა თაობის მოდელებში გამოყენებული ალუმინის შემადნობი. გა���უნული აიფონების თემა შეგვიძლია მშვიდად დავივიწყოთ, ნუ თუ ვინე სპეციალურად არ გაღუნავს ბრტყელტუჩათი და მერე ამას სენსაციად არ წარმოაჩენს (ასეთებიც ხდება ხოლმე). კიდევ ერთი სიახლე, ახალი ფერი — ვარდისფერი ოქრო. გახდება თუ არა ის მოდური და მოთხოვნადი? ეჭვიც არ შეგეპაროთ! კონსუმერიზმის ჟინით შებყრობილ სამყაროს ეს ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, სადაც ოქროსფერს მეტი ყურადღება ენიჭება, ვიდრე ევროპაში.
ისევე როგორც ეკრანის დიაგონალი, გარჩევადობაც ძველი დარჩა (1334х750 და 1920х1080 წერტილი, iPhone 6s და 6s Plus შესაბამისად), ხოლო მახასიათებლებით თუ ვიმსჯელებთ (ორდომენიანი პიქსელები, სიკაშკაშე 500 ნიტი, კონტრასტი 1400:1 და 1300:1) — IPS-მატრიცებიც ასევე ძველი დარჩა. თუმცა, რა საჭიროა მათი შეცვლა, თუ გამოსახულების ხარისხის მიხედვით ისინი კვლავ საუკეთესოა ბაზარზე. თუმცა დისპლეის მოდული განსხვავდება ადრინდელიაგან, ვინაიდან მასში ჩამონტაჟებულია თითის დაჭერის სენსორი, დიახ, სწორედ ის ტექნოლოგია, რომლის სახელიც ჩვენ Force Touch გვეგონა და პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინეს როგორც 3D Touch.
რაც შეეხება ამ ტექნოლოგიას, ჯონათან აივმა ბევრი საინტერესო რამ მოგვითხრო მის შესახებ თემატურ ვიდეო-რგოლში. სპეციალური სენსორი ჩამონტაჟებულია ეკრანში. თითის დაჭერის ძალა განისაზღვრება აქსელერომეტრის, შეხების სენოსრებისა და ამონათების შუქის ძალის მიხედვით. ამ ტექნოლოგიის საინტერესო შესაძებლობებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი მოდი ვნახოთ ცენტრალური პროცესორი.
როგორც მოსალოდნელი იყო, iPhone 6s-ში ჩაყენებულია ახალი, 64-ბიტიანი ჩიპი A9, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფია A8-ზე და 90%-ით უფრო სწრაფი — გრაფიკის დამშავებაში. ფრიად შთამბეჭდავია, განსაკუთრებით თუ გავითვალიწინებთ, რომ წინამორბედით დღემდე ერთ-ერთი უმძლავრესი პროცესორია სმარტფონების ბაზარზე.
ასევე განახლდა თანა-პროცესორიც, რომელიც პასუხისმგებელია აქტივობის ინფორმაციის შეგროვებაზე. Apple M9 კიდევ უფრო ეფექტურად ადევნებს თვალყურს სენსორებს (აქსელერომეტრი, ჰიროსლოპი, ბარომეტრი, კომპასი), დამატებით გააჩნია წვდომა მიკროფონთან. ფაქტიურად, ტელეფონი მუდმივად „უსმენს“ მომხმარებელს და მზად არის გამოეხმაურის მის ბრძანებას „Hey Siri“. დაქტილოსკოპიური სენსორი Touch ID დიდათ არ შეცვლილა. ფილ შილერმა მას მეორე თაობის სენსორი უწოდა, ანუ ის მსგავსია iPhone 6-შ არსებული სენსორის. მისი საშუალებით ხდება თითის ანაბეჭდის სკანირება ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე iPhone 5s-ში.
ტელეფონის რადიო-მოდულიც ასევე განახლდა. LTE-მოდულმა კიდევ უფრო მეტი სიხშირის მხარდაჭერა მიიღო და ახლა მხარდაჭერილია აბსოლუტურად ყველა მეოთხე თაობის ქსელი. Wi-Fi-ს ახალ მოდულს მონაცემთა გაცვლის ორჯერ უფრო მაღალი მაქსიმალურად შესაძლებელი სისწრაფე აქვს, 866 მბიტ/წმ-მდე. არ დაგვავიწყდეს იმის შესახებაც, რომ Bluetooth განახლდა 4.2 ვერსიამდე.
გახსოვთ Taptic Engine ტექნოლოგია MacBook-ისა და в Apple Watch-ის Force Touch-ტრეკპედებში? iPhone 6s-ში მან ასევე გადმოინაცვლა სტანდარტული ვიბრო-ძრავის ნაცვლად. ასე რომ თქვენი მობილური ტეელფონი უბრალოდ ვიბრირებას კი არ დაიწყებს, არამედ გამოსცემდეს იქნება ნამდვილად პოზიტიურ ვიბრაციებს. თანახ ახალი მოდული ძალიან სწრაფად ირთვება, 10 მილიწამში.
სმარტფონის კორპუსი ოდნავ გასქელდა, 0.2 მილიმეტრით. წინა მოდელი 7.1 მმ იყო, ახალი — 7.3 მმ. ასევე მოიმატა წონამაც (იყო 143 გრ., გახდა 192 გრ).
რაც შეეხება კამერებს, ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ბოლო-ბოლო, პირველად ბოლო 4 წლის განმავლობაში მოიმატა კამერაში მეგაპიქსელების ოდენობამ.
ვაშა! ამას დიდი ხანი ელოდა მომხმარებელი — ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელიანი გახდა. კი ვიცით, რომ კონკურენტებს 23 მეგაპიქსელიანი მოდულებიც აქვთ, მაგრამ ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ პიქსელების ზრდა არ არის ხარისხის მატების ავტომატური გარანტია.
მაშ ასე, iPhone 6s-ის ახალი მოდულში გადაწყვეტილია პრობლემა, როდესაც მჭიდროდ განთავსებული პიქსელები ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და ამით უარესდებოდა ფოტოს ხარისხი. ამისათვის, Apple-მა გამოიყენა პიქსელების ახალი კონსტრუქცია, ერთმანეთისაგან უკეთესი იზოლაციის ხარჯზე. შედეგად, შუქი არ გადაიკვეთება სუბპიქსელებს შორის და მონაცემები არ ირევა ერთმანეთში, რაც თავიდან გვაშორებს ე.წ. „ხმაურს“ გამოსახულებაში, არტეფაქტებს და შეცდომებს ფოტოს ფორმირებისას. ობიექტივს რაც შეეხება, ის არ შეცვლილა — დიაფრაგმა f/2.2, 5-ელემენტიანი ლინზა, ჰიბრიდული ინფრაწითელი ფილტრი. სამაგიეროდ ორჯერ იმატა ე.წ. საფოკუსე პიქსელების რაოდენობამ (საფაზო ავტობოკუსის სისტემა), ასე რომ ავტოფიკუსი ისეთივე სწრაფია, ფაქტოურად რეკორდსმენი მობილურ მოწყობილობებში.
კამერას დაემატა ახალი და სასიამოვნო ფუქნციები. მაგალითად, ცოცხალი ფოტოები, რომლებიც ფაქტიურად 3 წამიანი ვიდეო-რგოლებია, ხმის მხარდაჭერით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის 4K-ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა.
წინა კამერაში (FaceTime Camera) მეგაპისელების რაოდენობამ 1.2-დან 5-მდე იმატა. ახლა თქვენი სელფი-ფოტები უფრო მკვეთრი იქნება. სიბნელეშიც კი. საქმე იმაშია, რომ ეკრანი გადაიქცა ფრონტალური კამერის ციმციმად. თანაც True Tone ციმციმად, რომელიც ერთმანეთში ურევს თეთრ და ყვითელ ფერებს, რათა ფოტოზე ბუნებრივი ფერები გამოვიდეს.
ერთი მცირე დეტალი. ფრონტალური კამერის გამოყენებისას, კონტროლერი ეკრანს სამჯერ უფრო მკაფიოდ ანთებს, ვიდრე ეს საშტატო მუშაობისას არის გათვალისწინებული. თითქოს წვრილმანია, მაგრამ სელფის მოყვარულტათვის ეს დიდი მიღწევაა.
3D Touch
და ბოლოს მოდი ვისაუბროთ მობილური ეკრანების სენსორების სიახლეზე. თითის დაჭერის სენსორის წყალობით Apple უზრუნველყო მრავალი საინტერესო იდეა, რომლებიც კიდევ უფრო დიდ კომფორტს უზრუნველყოფენ სმარტფონტან მუშაობისას.
მაგალითად, ფუნქცია Peek and Pop. საფოსტო პროგრამაში თქვენ ადებთ თითს წერილს სიაში და გიჭირავთ მანამ სანამ ის არ მოინიშება (ვიზუალური ეფექტები ლამაზად არის გადაწყვეტილი). კიდევ უფრო ძლიერად დააწექით და ამოცურდება სარკმელი წერილის შიგთავსით. შეამცირეთ დაწოლის ძალა — სარკმელი გაქრება. ცოტა მეტად დააწექით და წერილი გაიხსნება პასუხის გაცემის რეჟიმში.
გსურთ ნახოთ, რა იმალება ბმულს მიღმა ვებ-გვერდზე ისე რომ არ დატოვოთ ეს გევრდი? არაა პრობლემა — გააკეთეთ იგივე, როგორც ზემოთ წერია. დააჭირეთ, ცოტა დაამატეთ ძალა — დაინახეთ ვბე-გვერდის დათვალიერების სარკმელი. კიდევ უფრო დააწექით და აი ის უკვე მთელ ეკანზე იხსნება.
ძალიან მოსახერხებელია ასეთი ფუნქციონალი კამერის ინტერფეისში, როდესაც შესაძლებელია სწრაფად ვნახოთ ახლახანს გადაღებული ფოტო, გალერეაში გადასვლის გარეშე. უბრალოდ დააჭირეთ სურათის ხატულას ეკრანის ქვედა ნაწილში ცოტა უფრო ძლიერად.
3D Touch-ის მეშვეობით შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამის გაკეთება ხატულებთან მიმართებაში. დააჭირეთ, ცოტა მეტი ძალა და აი, ეკრანზე გამოდის დამატებითი მენიუ (როგორც პერსონალურ კომპიუტერში მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერისას გამოდის კონტექსტური მენიუ). კამერის აპლიკაციაში ეს იქნება სელფის გადაღება, ვიდეოს ჩაწერა, შენელებული ვიდეოს ჩაწერა, ფოტოს გადაღება.
„შეტყობინებებში“ დაინახავთ რჩეულებიდან სამ კონტაქტს, შესაბამისად მომენტალურად აირჩევთ სასურველ პირს. იგივე ლოგიკა ტელეფონის აპლიკაციაშიც.
3D Touch მხარს უჭერს სხვადასხვა ჟესტებს. გააკეთეთ თითის ასმა ზემოთ, ვებ-გვერდის მინიატურის ნახვისას Safari-ში და თქვენ გახსნით ამ გვერდს ახალ ჩანართში, ან დაამატებთ მას წასაკითხი საიტების სიას. წერილის სწრაფი დათვალიერებისას შესაძლაბელია თითის გასმა მარცხნივ, ამ წერლის წასაშლელად ან მარჯვნივ, მის წაკითხულად მოსანიშნად.
და ეს ყველა ფუნქცია არ არის ამ ახალი ტექნოლოგიისა. ვირტუალურ კლავიატურაზე უფრო ძლიერი დაჭერა ამ არეს ტრეკპედად გადააქცევს (მარტო ამისთვის ღირს აიფონის ახალ მოდელზე გადასვლა), შესაბამისად შესაძლებელი იქნება კურსორის მარტივი გადაადგილება ტექსტში. გადაატარეთ თითი ეკრანის კიდედან ცოტა მეტი ძალით და თქვენ გადახვალთ მრავალამოცანიან რეჟიმში. ხატვაც ასევე ძალიან მოსახერხებელია 3D Touch-ის გამოყენებით. ცოცხალი ფოტოების ნახვაც ასევე. უბრალოდ ცოტა ძლიერად დააჭირეთ და სანამ აჭერთ, ფოტოს ანიმაცია ჩაირთვება. სხვათაშორის, ახლა გაჩნდა ანიმირებული შპალერების სრულყოფილი მხარდაჭერის შესაძლებლობა და ასეთ შპალერად ცოცხალი ფოტოს გამოყენება არის შესაძლებელი.
მაშ, რევოლუცია, თუ ევოლუცია?
ერთი მხრივ, iPhone 6s გარეგნულად სრულებით არ განსხვავდება წინამორბედისაგან, მხოლოდ ოდნავ სქელი და მძიმე გახდა. მეორე მხრივ, ეფლმა ახალ მოდელში უამრავი სიახლე შემოგვთავაზა. რევოლუციური 3D Touch, Taptic Engine, ახალი ფოტო-მოდული და გაცილებით მძლავრი პროცესორი. გაუმჯობესებული რადიო-მოდული და ასევე მეორე თაობის დაქტილოსკოპიური სენსორი. ჯამურად სრულიად თავისუფლად ქაჩავს რევოლუციაზე.
დარჩა ერთი კითხვა — რამდენი აქვს ახალ მოდელს ოპერატიული მეხსიერება — 1 გბაიტი, თუ 2? და აქაც გვაქვს სიახლე, ვინადან iPhone 6s და iPhone 6s Plus 2 გბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას შეიცავს!
რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში ისინი უცვლელია. iPhone 6s დაჯდება 649, 749 და 849 დოლარი (16, 64 და 128 გბაიტი მეხსიერებით). iPhone 6s Plus ზუსტად 100 დოლარით მეტი თითეოულ მოდელში.
ქართულ ფასებზე ვერაფერს მოგახსენებთ. პლანეტის ეს ნაწილი ჯერ კიდევ არ ექვემდებარება ცივილიზაციის გავრცელებას ეფლის ტექნიკის გაყიდვების ჭრილში.
Apple TV
ახალი სატელევიზო კონსოლი Apple TV როგორც იქნა „ჰობის“ სფეროდან გამოვიდა და სრულყოფილ პროდუქტად იქცა. ახლა ეს უბრალოდ კონსოლი კი არ არის შიგტავსის მოსახმარად, არამედ სრულფასოვანი ინტერაქტიული მოწყობილობაა, რომელშიც დაამატეს აპლიკაციები და თამაშები, ასევე შესაძლებლობა ეს ყველაფერი იმართოს ჭკვიანი დისტანციური პულტისა და ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით. მომავალი, როგორც ტიმ კუკმა თქვა, აპლიკაციებშია და ბრაუზერის არქონა ახალ კონსოლში კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ ფაქტს. ახალი ტელევიზია ინტერაქტიული უნდა იყოს, ბეისბოლის ლიგის აპლიკაცია ამის ნათელი მაგალითია. მაგრამ Apple TV უფრო მეტია, ვიდრე ტვ-არხები აპლიკაციებისა სახით გაფორმებული. მასში აგრეთვე არის თამაშები, რომელთა მართვა ახალი პულტიდან არის შესაძლებელი. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ის უახლეს მომავალში შეძლებს კონკურენცია გაუწიოს XBox-ს, ან Playstation-ს (მომავალში რა იქნება, ჯერ არ ვიცით). Apple TV-ის თამაშები მარტივი, კაზუალური თამაშები იქნება. მათი ზომა შეზღუდულია 200 მბაიტამდე და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ამ ფაქტს. მაგრამ სწორედ ასეთი სახის თამაშები სჭრიდება რიგით მოხმარებელს, რომელიც რომელიმე ბრაზიან ჩიტებში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მწარე გეიმერები რამე სერიოზულ თამაშში.ასე რომ Apple TV ფრიად პოპულარული რამ გახდება, ერთი წამითაც არ გვეპარება ამაში ეჭვი.
Apple TV-ის მუშაობის ნიუანსები ცალსახად გვეუბნება, რომ ის მინიმუმ აშშ-ში ჰიტად იქცევა. შიგტავსის უნივრსალური ჭკვიანი საძიებო სისტემა სხვადასხვა სერვისებს შორის? კი! სხვადასხვა გემრიელობები, მაგალითად „გადაახვიე 7 წუთით უკან“, ან „რაო, რა თქვა ბორდღო, ამ ბაბუამ?“ — სწროედ ის ფუნქციებია, რომელიც მომხმარებელს ფრიად იზიდავს. სამწუხაროა, რომ ხმოვანი ასისტენტი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იმუშავებს. დანარჩენში ძებნის ველი გახსნება ძველებურად. საქართველოში ამ დროს ისევ არაფერი არ ხდება.
iPad Pro
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა გახლავთ 9 სექტემბრის სიახლეებიდან. ბოლოსართ „Pro“-ს უმალვე ჩაეჭიდნენ სხვადასხვა ჯურის ჰეიტერები. მათი არგუმენტია, რომ არასრულფასოვან (მათი განცხადებით) საოპერაციო სისტემაზე (iOS) პროფესიონალი ადამიანები არ იმუშავებენ. რასაკვირველია, ისინი ყველა ცდებიან, ისევე როგორც ისინი, ვინც iPad-ს მხოლოდ შიგთავსის მოხმარებისთვის მოიაზრებს. ზღვარი ამ „პროფესიონალისტებს“ შორის იმდენად ბუნდოვანია, რომ საკუთარი საქმიანობის უფრო პროფესიულად ჩათვლა, ვიდრე სხვისი, მხოლოდ ძალიან ხისტ ადამიანებს შეუძლიათ. მე პირადად ვთვლო, რომ ეს iPad ყველასთვის არ არის შექმნილი, მაგალითად მე ის არ მჭირდება, მინი ვერსია ფრიად მაკმაყოფილებს. მაგრამ დარწმუენბული ვარ, გამოჩნდება უამრავი ადამიანი, ვისთვისაც ის შეუცვლელი ხელსაწყო გახდება.
ყველაზე სახალისო იყო iPad Pro-ს პრეზენტაციაზე Microsoft-ის წარმომადგენლების გამოსვლა, რითაც მათ ფაქტიურად დიდი ლურსმანი ჩაასვეს საკუთარ Surface-ს.
სატია ნადელას ხელმძღვანელობით მაიკროსოფტი იცვლება და ცდილობს ყველა პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი, რაც შეიძლება ფართოდ. Microsoft Office for iOS საჭირო ფუნქციების 80%-ს ფარავს. რიგითი მომხმარებლისათვის ეს სრულებით საკამრისია. ამასთან თუ გავითვალისწინებთ Apple-ის თანამშრომლობას ისეთ გიგანტებთან როგორიც გახლავთ IBM და Cisco, ასეთი სინერგია ეფლსა და მაიკროსოფტს შორის სრულიად გამართლებულია.
ახლა ამ მოწყობილობის სადავო საკითხებსაც შევეხოთ.
iPad Pro-სა და Microsoft Surface-ის მსაგვსება. ძნელია უარყო ის ფაქტი, რომ ეს ორი მოწყობილობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, განსაკუთრებით თუ აიპედს მივუერთებთ კლავიატურა-შალითას და ფანქარ-სტილუსს (ამაზე ქვემოთ). ძირითადი სხვაობა იმაში მსგომარეობს, რომ აიპედი იმართება iOS-ით, რომელიც სრულად არის ოპტიმიზირებული ამ ფორმ-ფაქტორისათვის, ხოლო სარფეისზე მუშაობს სამაგიდე საოპერაციო სისტემა, რომელიც მარტალია გაუმჯობესდა რადიკალური სენსორიზაციის შედეგად, მაგრამ მაინც ის არ არის, რაც მომხმარებელს იდეალურად შეეწყობა. დღემდე მასში გაერთიანებულია ინტერფეისების სხვადასხვა სახეები, ამიტომ მისი ოპტიმიზაცია პლანშეტისათვის კვლავც ბევრ კიტხვას ბადებს. შესაბამისად, ეს მოწყობილობები მართალია ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც სხვადასხვა „ლიგაში თამაშობენ“.
სტილუსი სახელად Pencil. დიახ, დიახ, სტილუსი. რომელსაც ასე ვერ იტანდა ცხონებული სტივ ჯობსი. განა ეს არ არის საკმარისი იმის დასამკიცებლად, რომ „ეფლი ჩაიფუშა“? არა, არ არის. და ახლა აგიხსნით რატომაც. დავიწყოთ იმით, რომ სტივის სიტყვები სტილუსის უბარგისობის შესახებ ეხებოდა სმარტფონს. და ეს ხდებოდა შორეულ 2007 წელს, როდესაც სტილუსი წარმოადგენდა უბრალო პლასტიკურ ჯოხს, რომლითც შეგეძლო გეკაკუნა რეზისტიულ ეკრანზე. ჯობსი სულაც არ ფიქრობდა რომ 2007 წელს iPhone შეიძლება გახდეს დიზაინერების და მხატვრების ხელსაწყო, ხოლო 2015 წელს ასეთი ხელსაყო გახდა iPad. და Apple Pencil, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ეფლმა, პლატიკატის ჯოხი არ გახლავთ, არამედ ჭკვიანი და რთული მოწყობილობა, რომელიც ითვალისწინებს დაჭერის ძალას, კუთხეს მუშაობისას. და პირველ რიგში ეს არ არის მოწყობილობის სამართავი ხელსაწყო, არამედ სახატავი მოწყობილობაა. ეს არის ხელსაწყო მათთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ის. სწორედ ამიტომ ის არ არის ტაბლეტის სტადარტული აქსესუარი, არ მოყვება მას, არამედ იყიდება ცალკე.
მე რასაკვირველია მესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეურყეველი რწმენა გააჩნია სტივ ჯობსის სიტყვებისადმი, მაგრამ მათ შევახსენებ რომ სტივი ისეთივე ადამიანი იყო, როგორც ყველა ჩვენთაგანი. ანუ მასაც შეეძლო დაეშვა შეცდომა. მაგალიტად სტივი თვლიდა, რომ 3.5 დუიმიანი ტელეფონი იდელაურია და მეტი არ არის საჭირო. თუმცა როგორც პრაქტიკამ ცხადყო, ის ცდებოდა.
კიდებ ერთხელ გავიმეორებ: არავინ არ იცის, რას მოიმოქმედებდა სტივ ჯობსი, ახლა რომ ის ცოცხალი იყოს. ამიტომ უპრიანი იქნება შევწყვიტოთ კომპანიის შედარება მის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდგომ ჭრილებში.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვა 9 სექტემბრის პრეზენტაციის შესახებ — მე ის ძალიან მომეწონა. რასაც ვერაფრით ვიტყვი ამ წლის WWDC-ზე, რომელიც ფრიად მოსაწყენი და უინტერესო იყო. მართალია ამ ღონისძიებაზეც იყო ოდნავ გაწელილი მომენტები, მაგრამ სხვა გზა არ იყოს, მრავალი სიახლის ჩვენებას დრო სჭირდება. და სწორედ ამაშია Apple-ის სიძლერე: ის არა უბრალოდ აჩვენებს რაიმე სიახლეს თავისით, არამედ საშუალებას აძლევს უცხო დეველოპერებს წარმაოდგინონ საკუთარი გადაწყვეტილებები ამ სიახლეებზე დაყრდნობით.
მაგრამ საერთო ჯამში ატმოსფერო ძალიან სასიამოვნო იყო, ფილ შილერიც კი მხიარული იყო, ხოლო ტიმ კუკმა რატომღაც პერანგი ჩაიტანა ჯინსებში, რითაც მცირე ალიაქოთი გამოიწვია დამსწრეებში და მაყურებლებში.
რაც არ უნდა დაწერონ ბუზღუნებმა და ვაი-ანალიტიკოსებმა, რომ კომპანია „ჩაიფუშა“, რომ სტივის შემდეგ ის კვდება და ა.შ., ჩვენ მათ ვეტყვით, რომ Apple სრული სიჩქარით მიიწევს სულ წინ და წინ, ქმნის ახალ პლათფორმებს მომხმარებლებისა და დეველოპერებისათვის.
და მომავალში კიდევ უფრო საინტერესო რამეები გველის.