ამერიკული კომპანია Apple ავტომობილის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მძღოლის გარეშე შეძლებს გადაადგილებას. Guardian-ის ინფორმაციით, პროექტში „სილიკონის ველის“ წამყვანი ინჟინრები არიან ჩართულნი, ასევე სპეციალისტები Tesla Motors-დან და Mercedes-Benz-დან. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოძიება სპეციალური ადგილის, სადაც ამ ავტომობილის გამოცდა მოხდება.
თავად კომპანია Apple აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთევს და ოფიციალურად ავტომობილზე მუშაობას არ ადასტურებს.