Apple Watch-ის შესახებ ბვერნაირი აზრი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ასეთია: ამ სმარტ-საათის საშუალებით მწარმოებელი შეგვიმცირებს აიფონით სარგებლობის დროს. ტაქსის გამოძახება, ინსტაგრამის შემოწმება, ან შემოსულ ზარზე პასუხი სმარტფონის ხელში აღების გარეშეც იქნება შესაძლებელი. ამ თემაზე მეთიუ პანზარინომ, TechCrunch-იდან ფრიად მოსწრებულად დაწერა: „ცოტაა ისეთი პროდუქტი, რომელიც თქვენი ფულის სანაცვლოდ დროს გთავაზობთ. სწორედ ეს საკვანძო ფუქნცია აქვს Apple Watch -ს. თქვენი დაზოგილი დრო“.
ძნელია არ დაეთანხმო. თუ თვალს გავადევნებთ სამომხმარებლო ელექტრონიკის განვითრების სტადიებს, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე: თავიდან გაჯეტები მაქსიმალურად მძლავრი ხდება, შემდეგ — შედარებით პორტატული ზომის და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება ხდება მათი შეუმჩნევლობა. სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ტექნლოგია მათი დანამატი გახდეს და არ განსაზღვროს მათი არსებობა. ჩვენ გვსურს ვაკონტროლოთ ჩვენი გაჯეტები და არაპირიქით. ასეთი კონტექსტი საკმარისს საფუშველს გვაძლევს იმისათვის, რომ შევიძინოთ Apple Watch. მაგრამ Apple-ისათვის ფსონი კიდევ უფრო მაღალია.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის ამჟამინდელი ღირებულება 700 მილიარდ დოლარზე მეტია. ასე რომ Apple-ის ხელმძღვანელობის განცდები კომპანიის პერსპექტივების შესახებ სრულიად გამართებულია და ძნელი იქნება მათი შედარება კონკურენტების მისწრაფებებთან, თუნდაც ისეთი კოლოსალური ზომის კომპანიასთან, როგორიც არის Exxon. მათ შორის სხვაობა იმაშ კი არ არის, რომ Apple არ აწარმოებს და არ ყიდის ენერგიას, ან საწვავს (როგორც Exxon), არამედ ტექნიკას. და რომ გაზარდოს საკუთარი ღირებულება, მაგალითად 1 ტრილიონ დოლარამდე, Apple-მა უნდა გამოუშვას ძალიან მაგარი და ძირადღირებული ტექნიკა. 100 დოლარიანი გაჯეტი ფაქტირუად ყველა ამერიკულმა ოჯახმა უნდა შეიძინოს, რათა კომპანიამ შესაბამისი მოგება ნახოს. ასე რომ Apple-მა მისთვის სხვა სტრატეგია აირჩია: რეგულარუად გაზარდოს თავისი პროდუქტების ფასი.
დაფიქრდით: სტატისტიკურად Apple 650 დოლარიანი სმარტფონებით და 1500 დოლარიანი კომპიუტერებით აშშ-ს პრემიალური საქონლის ბაზრის მეხუთე, ან მეექვსე დონის ღირებულების საქონელს ქმნის — ძირადღირებული ავეჯის, ფუფუნების საგნების, ტელევიზორების, ავტომობილებისა და უძრავი ქონების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ Apple უკვე იმ ბიზნესშია, რომელიც ფუფნების საგნებს ქმნის. რად ღირს მხოლოდ ის ჭორები, რომ Apple-მა შესაძლოა ტელევიზორი, ან ელექტრომობილი გამოუშვას? სწორედ ეს ნივთებია ძვირადღირებულია. ხოლო Apple Watch-ის საშუალებით მომხმარებელთა დიდი ნაწილი ყურად იღებს იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ათასი დოლარი Apple-ის ტექნიკისათვის ნორმალური ფასია. ამავდროულად, ასეთი ნივთები პატრონს 1-2 კი არა, 10 და მეტი წელი შეიძლება ემსახუროს.
შესაბამისად, თუ Apple Watch-ს თუნდა მცირედი წარმატება ექნება, მწარმოებელი კიდევ უფრო მეტად შეაღწევს მისთვის ადრე მიუწვდომელ ბაზრებზე. მაგალითად, ავტომობილების ბაზარზე.
შესაძლოა აქ კამათი წარმოიშვას და ვთქვათ, რომ Apple Watch — არ არის მხოლოდ ფუფუნების საგანი. და ძნელია ამას არ დაეთანხმო. რათქმაუნდა, კომპანია 350 დოლარიან საათს უფრო მეტ ცალს გაყიდის, ვიდრე 10 000 დოლარიანს. და თითქმის 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავალი Apple Watch Sport-იდან გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე Editon მოდელიდან. მიუხედვად ამისა, ალბათ კონკურენტები ვერ გარისკავენ იგივეს გაკეთებას, რაც Apple-მა ჩაიფიქრა — შესთავაზოს ერთი და იგივე პროდუქტი ჩვეულებრივ კლიენტებსა და ფუფუნების საგნების მომხმარებელს.
Apple Watch, პირველი სვლა
ამასწინათ Vertu-ს გენერალურმა დირექტორმა იტრაბახა მისი კომპანიის კედლებში შექმნილი ტეელფონით, რომელიც 8000 დოლარი ღირს. როგორც მან განაცხადა, ახალი Vertu კიდევ უფრო საიმედოა და ხარისხიანი, ვიდრე 500 დოლარიანი iPhone. ძნელია ამას არ დაეთანხმო — iPhone არ არის 500 დოლარიანი ნივთი, თუმცა საშუალო ფასი ასეთია. ეს გაჯეტი გაცილებით მეტი ღირს, თუ გავითვალისწინებთ კოლოსალური მოცულობის ინვესტიციებს შექმნაში, წარმოებაში, მხარდაჭერაში, iOS-ის განვითარებაში, App Store-ის მართვაში და ა.შ. მიზეზი იმისა, თუ რატომ ღირს iPhone გაცილებით ნაკლები, ვიდრე Vertu, იმაში კი არ არის, რომ iPone უარესი ხარისხისაა. უბრალოდ 700 მილიონმა მომხმარებელმა აირჩია ეს ტეელფონი და ამით ხელი შეუწყო Apple-ს წარმოებაზე დახარჯული რესურსების ამორტიზაციაში. მათ უბრალოდ იყიდეს ეს ტელეფონი.
ახლა Apple-ისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დააინტერესოს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები Apple Watch-ით. კომპანიის საიტზე სხვადასხვა მარკეტინგულ მასალებს შორის შეგვიძლია მოვიძიოთ მონაცემები სმარტ-საათის წარმოების შესახებ. ეს ინფორმაცია აღარ არის საიდუმლო. მწარმოებელმა ღიად მოგვითხრო, თუ რა მასალები გამოიყენება წარმოებაში. ეს გახლავთ საიუველირო ფოლადი 316L, რომელიც ცივი ჭედვის მეთოდით იქმნება, რაც მას 40%-ით უფრო მტკიცეს ხდის, ვიდრე ჩვეულებრივი ფოლადია და თითქმის მთლიანად იცავს ნაფხაჭნებისაგან. ეს გახლავთ სამაჯური Link, რომელიც 140 ელემენტისაგან შედგება; მისი შექმნა 9 საათი გრძელდება. ოქროც კი, რომელიც გამოიყენება Editon მოდელის კორპუსის წარმოებაში, ორჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე ჩეულებრივი 18 კარატიანი ოქრო, იმის წყალობით, რომ საფუძველში კერამიკა აქვს. სინამდვილეში, ეს ოქროს შენადნობის ახალი და დაპატენტებულისახეობა გახლავთ და ის სპეციალურად ამ საათისათვის შეიქმნა. ყველაზე იაფი Apple Watch Sport-იც კი იწარმოება ალუმინის სპეციალური შენადნობისგან.
ეს რაც ჩამოვთვალეთ, მხოლოდ კორპუსსა და სამაჯურებს ეხება. ისინი აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია ინჟინრების იმ ტიტაური შრომისა, რაც მათ გაწიეს საათის შიგთავსის შექმნისას. Apple Watch-ის წარმოების ყველა ნიუანსი განკუთვნილია Apple-ის თამამი მარკეტინგული სვლისათვის — გაყიდოს ერთი და იგივე მოწყობილობა, რომლის ფასი მერყეობს 350-სა და 17 000 დოლარს შორის.
მწარმოებელს სურს ერთდროულად შეუტიოს როგორც იაფფასიანი საათების ბაზარს (და კონკურენცია გაუწიოს, მაგალითად G-Shock-ს 200 დოლარად), აგრეთვე პრემიალური ბაზრის საქონელსაც, სადაც Apple Watch გაიყიდება 25 000 დოლარიანი Rolex-ის გვერდით.
როგორც წესი, ბიზნესი ასე არ კეთდება, იშივათად რომ რომელიმე კომპანიამ გაბედოს ასეთი ავანტიურა. ტრადიციულად მწარმოებელი ფსონს ახალ და ხარისხიან პროდუქტზე აკეთებს, ან ცდილობს დაიპყროს პრემიუმ ბაზარი (თავის დროზე ასე წამოიწია წინ Audi — როგორც შედარებით იაფი ვარიანტი, ვიდრე BMW, მაგრამ თითქმის ისეთივე კარგი). დღემდე Apple სრულიად წარმატებულად ახერხებდა პირველი სტრატეგიის განხორციელებას და მისმა კონკურენტებმა ვერცერთხელ ვერ შეძლეს სიტუაცის თავის სასარგებლოდ შემობრუნება.
მეორე მხრივ, ისეთი ბრენდი, როგორიცაა Rolex არასოდეს არ გაყიდის თავის საათს 300 დოლარად. ეს მის გაყიდვებს დიდ ზიანს მოუტანს. ხოლო Casio-ს აზრადაც არ მოუვა შექმნას 5 ან 17 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქტი.
ის, რომ Apple მაინც თავისი წესებით ცდილობს იმოქმედოს, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. მწარმოებელი 100%-ით არის დარწმუნებული თავის ინოვაციებში. აქ გვახსენდება Ford Model T, სრულიად რევოლუციური ავტომობილი, წარმოების თვალსაზრისითაც და გაყიდვებთან მიდგომითაც. Apple-ის გეგმაა — გაყიდოს Apple Watch ისევე, როგორც ის ყიდდა iPhone-ს. მისი ახალი გაჯეტი ვერ შეედრება ვერცერთ არსებულს, ავამდროულად ის დემოკრატიულად უდგება გაყიდვებს. Apple Watch-ის ღირებულება საკმაოდ დაბალია, რათა მისი შეძენა უბრალო ადამიანებმა შეძლონ. ამასთან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი იწარმოება უნიკალური, რევოლუციური ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენებით და კონკურენტები ძალიან ჩამორჩებიან ამ საკითხში.
გასაკვირი არ არის, რომ Apple Watch-ის წაროების დეტალების გამომზეურება ერთ-ერთი მარკეტინგული ნაბიჯია. ამით Apple ცდილობს მომხმარებლამდე მიიტანოს აზრი, რომ ის საუკეთესო საათს უშვებს, რომლის ყიდვა როგორც 350 დოლარად შეიძლება, ასევე 10 000 დოლარადაც. არცერთ კონკურენტს არ შესწევს უნარი შექმნას მსგავსი უნიკალური, ხარისხიანი და დეტალურად შემუშავებული პროდუქტი. და ამაში Apple ალბათ მართალია. ხოლო თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შევახსენებ, რომ თავის დროზე Apple-მა შეიძინა 10 000 სახარატო ჩარხი Macbook Unibody-ს წარმოებისათვის. ამან კონკურენტებს სრულიად გადაუწურა იმედი, როგორმე მაინც დაწეოდნენ კუპერტინოს ნოუთბუკების წარმოებაში.
კიდევ ერთ გამოცდას გაივლის უშუალოდ Apple-ის ბრენდი Apple Watch-თან ერთად. დარჩება ის ისეთივე პოპულარული, შეძლებს კომპანია მიყიდოს სმარტ-საათი ადამიანებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში — სახელმწიფო მოხელეებს, მუსიკოსებს, დიასახლისებს და სხვებ, თუ ვერ? ეს მოწყობილობა, რომელიც აღურვილია ფუნქციების შეზღუდული ოდენობით, რომლებიც ერთნაირია მიუხედავად გაჯეტის ღირებულებისა. რათქმაუნდა, ნებისმიერი საათი ისედაც არის ერთგვარი უნივერსალური პროდუქტი და მათ ყიდულობენ სხვადასხვა ადამიანები. სხვაობა მხოლოდ ბრენდშია. აი Apple-ის შემთხვევაში არა მარტო ფუნქციონალურობა, არამედ ბრენდიც უცვლელი რჩება, მხოლოდ პროდუქტის ფასი იცვლება. დაფირდით, iPhone ყველანაირი ტიპის ადამიანს მოსწონს, მდიდრებსაც, მოზარდებსაც. და არცერთ მათგანს არ ადარდებს მომხმარებელთა სხვა კატეგორები. ერთადერთი რაც მათ აინტერესბთ — Apple-ის ლოგო, რომელიც გამოსახულია მოწყობილობის კორპუსზე და რათქმაუნდა გამოყენების სიმარტივე.
შეგვიძლია რამდენიც გნებავთ ვიდავოთ, რომ ასეთია სამომხმარებლო ბაზრის თავისებურება. და Apple-იც დიდი ხანია უკვე ბაზარს აწვდის მაღალი ხარისხის გაჯეტებს. ასე რომ Apple Watch-ისა და Apple Watch Sport-ის წარმატებულ გაყიდვებში ეჭვი არ შეგვაქვს. მაგრამ აი რატომ არის დარწმუნებული კომპანია, რომ მდიდარ ადამიანებს მოუნდებათ Rolex-ის მოხსნა ხელიდან და Apple Watch Edition-ზე გადასვლა? პასუხი არსებობს — ახალი გაჯეტის ფუნციები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე თუნდაც იგივე Rolex-ის. პრეზენტაციაზე ტყუილად არ ითქვა: „ჩვენ ვარსებობთ უწყვეტ კავშირში ჩვენს სმარტფონებთან. და მაშნ, ხომ არ იქნება ნამვილი ფუფუნება, რომ ვიარსებოთ მათ გარეშე?“ აი, ყველაზე მთავარი არგუმენტი, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მომხმარებლისათვის, Apple Watch-ის სასარგებლოდ.