სიახლეები 

iPad 5 წლისაა!

დღეს iPad 5 წლის გახდა! ნამდვილად საიუბიელო თარიღია!

ჩვენ გვახსოვს იანვრის ის პრეზენტაცია, რომელიც თითქოს გუშინ იყო. სტივ ჯობსი ზის სავარძელში მილიონიანი აუდიტორიის წინაშე და გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ უცნაური მოწყობილობით. პლანშეტი. უზარმაზარი მოწყობილობა iOS-ით. რა არის ეს? რისთვისაა? რა უნდა გავაკეთოთ მისი საშუალებით? ვის სჭირდება ის?

მნახველები დაუყოვნებლივ გაიყვენენ ორ ბანაკად. ისინი, ვინც თვლიდა, რომ ამ მოწყობილობას სრული კრახი ელოდა, ხოლო სხვები გაღიმებული ჩადგნენ მისი შეძენის რიგში. თქვენ იცით, თუ ვინ გაიმარჯვა. ხუთი წლის შემდეგ iPad — პლანშეტების ფლაგმანი გახლავთ. და მხოლოდ მერე, კუდში მიჩანჩალებენ სხვები. კლონები. სუსტი და სადავო კონკურენტები.

და ის კამათი თუ გახსოვთ — აიპედი, თუ აიპადი? დავა დრემდე არ ცხრება 🙂

მას აკრიტიკებდნენ, უწინასწარმეტყველებდნენ დაღუპვას. მაგრამ ის დარჩა და გაიმარჯვა, მან ააფეთქა ბაზარი ისევე ძლიერ, როგორც iPhone-მა. 3 აპრილს ის გაყიდვაში გამოვიდა აშშ-ში და დაიწყო სამყაროს შეცვლა. ადამიანები მრავალსაათიან რიგებში დგებოდნენ მის შესაძენად. და დაიწყო გაყიდვების რეკორდები.

ეს დამსახურებული დღესასწაულია.

iPad, გილოცავთ! და თქვენ, მფლობელებო!

Related posts