სიახლეები 

iPhone 6 Plus სჯობნის Samsung Galaxy S6 გრაფიკულ ტესტებში

Primate Labs-ის ბენჩმარკების სერია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სამსუნგის ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Galaxy S6-ის წარმადობა. როგორც აღმოჩნდა, 8-ბირთვიანი Exynos 7-ით აღჭურვილი კომუნიკატორი ჩამორჩება გრაფიკული წარმადობის თვალსაზრისით მის კონკურენტ iPhone 6-ს, რომლესაც 2-ბირთვიანი პროცესორი აქვს.

Galaxy S6-სა და iPhone 6-ის ტესტირებამ ცხადყო ამ უკანასკნელის უპირატესობა. როგორც BGR წერს, ბოლო თაობის 5.1 დუიმიან Samsung-ის სმარტფონში კადრების ჩვენების სიხშირე 15-მდე დაიცა — 5.5 დუიმიანი iPhone 6 Plus-ის 78%.

iPhone 6 და iPhone 6 Plus აგებულია 20 ნანომეტრულ ტექპროცესზე აგებულ A8 პროცესორზე. Samsung Galaxy S6-ში წარმოდგენილია ახალი თაობის Exynos, 8-ბირთვიანი და 14 ნანომეტრიანი ტექპროცესით აგებული.

GFXBench ბენჩმარკში სამსუნგის ფლაგმანური პროცესორი Quad HD ეკრანით აგებს გრაფიკული წარმადობის თვალსაზრისით iPhone 6 Plus-სთან.

რათქმაუნდა, ბენჩმარკების ქულები არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორად მობილური მოწყობილობის არჩევისას. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ფაქტი, რომ Apple-ის შარშანდელი ფლაგმანი 2015 წლის საუკეთესო Android-სმარტფონს სჯობნის.

წყარო: BGR.com

Related posts