სიახლეები 

Apple ახალი, „მოქნილი“ მოწყობილობების გამოშვებას იწყებს

როგორც ჩანს, Apple დაიღალა უმრავი ბრალდებებით მისი მისამართით და გადაწყვიტა თავიდან აეცილებინა მისი მოწყობილობების მექანიკური დაზიანება. ამისათვის მან გამოუშვა პროდუქტების ახალი ხაზი, სახელად „Flex“.

მომავალი თვიდან გაყიდვაში გამოვა iPhone, iPad და MacBook ღუნვადი კორპუსებით. რასაკვირველია, სრული გადაღუნვა არ გამოვა, მაგრამ ცოტაოდენი შესაძლებელი იქნება ისე, რომ მოწყობილობა არ დაზიანდება.

ახალი ვიდეოც მალე გამოვა, სადაც ჯონი აივი დეტალურად აღწერს ამ პროცესს, მარტივად და ადვილად გასაგებად.

გასაოცარია, თუ როგორ ითავსებს ახალი დიზაინი თანამედროვე გარეგან სახეს და მყარი ლითონის მოქნილობას. საფიძვლად ჩვენ ჩინური ხინკლის შექმნის ტექნოლოგია ავიღეთ.

— ჯონი აივი

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ თითოეული მომხმარებელი შეძლებს შექმნას განუმეორებელი და უნიკალური დიზაინი — ისე გაღუნოს თავისი ტელეფონი, როგორც მას მოესურვება.

ჩვენი კლიენტები და აქციონერები გვთხოვდნენ რომ უფრო მოქნილები გამხდარიყავით. ახლა ჩვენ უკვე ვართ ასეთები!

— ტიმ კუკი

Related posts

  • giorgi shengelaia

    დღეს პირველი აპრილია,
    მოტყუება ადვილია!