1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააარსეს კომპანია Apple Computers, რომელიც ათწლეულების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა.
მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში Apple-მა შეძლო და:
- გამოუშვა OS X-ის უმსხვილესი განახლება;
- გამოუშვა 2 ახალი iPhone — 6 და 6 Plus და გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა;
- წარმოგვიდგინა პროდუქტების სრულიად ახალი კატეგორია — Apple Watch;
- გვამცნო რეკორდულად წარმატებულ კვარტალზე, შემოსავლისა და მოგების თვალსაზრისით;
- გაყიდა მილიარდი iOS-მოწყობილობა.
ვულოცავთ ჩვენს საყვარელ კომპანიას დაბადების დღეს და ვუსურვებთ კიდევ უფრო გაძლიერებას!