ეპლის 15 წლიანი დომინირების იტორია CES-ზე და ინდუსტრიაში
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი აზრით საინტერესო სტატია ეპლის წარმატების შესახებ და იმის შესახებაც, თუ როგორ ახერხებდა ის 15 წლის განმავლობაში ყურადღების ლომის წილის გადატანას საკუტარ თავზე CES-ის მიმდინარეობის დროს და ამავდროულად არც კი მონაწილებდა ამ გამოფენაში. მაშ ასე, დავიწყოთ!
1996 წელს სტივ ჯობსი დაბრუნდა ეპლში და კომპანია, რომლიც მან საკუტარი ხელით შექმნა, ნანგრევებში დახვდა. ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა კვლავ შეძლო კომპანიის მუშაობის ორგანიზება ისე, რომ ეპლი კვლავ გახდა ინოვაციების აკვანი ტექნოლოგიურ სფეროში 10 წელზე მეტი ხნით. წელს სამომხმარებლო ტექნიკის გამოფენაზე (CES) ეპლმა კვლავ ყველა დაჩრდილა. და ასე ხდება უკვე 15 წელია.
ათი წლის წინ ეპლს ცოტა ვინმე თუ აღიქვმდა სერიოზულად ინდუსტრიაში. თუმცა დღიესათვის სტივის პირმშო — არა მარტო ყველაზე შემოსავლიანი, არამედ აგრეთვე ყველა გავლენიანი კომპანია გახლავთ. მას ეკუთვნის მრავალი უნიკლაური იდეა, რომლებიც ნამდვილი ტრენდი გახდა და როლებსაც ბევრი აკოპირებს, მაგალითად CarPlay, ან Continuity. აგრეთვე, ეპლი ცდილობს განავითაროს უკვე არსებული ტექნოლოგიები და ქმნის ახალ პროდუქტებს მათი გამოყენებით. აქ უნდა გავიხსენოთ Touch ID და პირველი 64 ბიტიანი პროცესორი A7.
იმავე დარგებში, სადაც კონკურენტები წლობით ფორას აძლევდნენ ეპლს, აიფონის მწარმოებელი მალე გახდა ლიდერი, როგორც კი მისთვის საინტერესო გახდა ეს დარგი. აქ საუბარია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დანერგვაზე, მინი-პლანშეტებზე და უკონტაქტო გადახდის სისტემაზე. შესაბამისად, წარმატებასთან ერთად ეპლმა მიიღო მოგების ლომის წილი ამ ბაზრებიდან.
რემარკა: მკითხველმა შესაძლოა სამართლიანად შენიშნოს, რომ LTE აიფონამდე სხვა ტელეფონებში გამოჩნდა, მაგრამ აქ საუბარია უნივერსალურ სმარტფონის შეთავაზებაზე, რომელიც აერთიანებს ყველა შესაძლო სიხშირეს. სწორედ ამიტომ აიფონი პირველი, მართლა უნივერსალური გაჯეტი გახდა, რომელსაც LTE-ქსელების უმეტეს ოდენობაში შეუძლია მუშაობა. მას მოყვენენ კონკურენტებიც ანალოგიური შესაძლებლობებით. რაც შეეხება NFC-ის, ესეც იყო ბაზარზე ეპლამდე, მაგრამ სწორედ ვაშლის კომპანიის დამსახურებაა, რომ ის გახდება დომინანტი გადახდის სისტემა ბაზაზრზე უახლოეს რამდენიმე წელიწადში.
ამ კონტექსტში ის, რომ ეპლი ჩრდილავს სხვებს CES-ზე უკვე 15 წელია, შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ არა მარტო მისი ტრანსფორმაციის მუდმივი პროცესი. აქედან სასარგებლო გაკვეთილების მიღება შეუძლიათ კონკურენტ კომპანიებსსაც. ბოლო-ბოლო, უბრალო ადამიანებიც შეძლებენ გააკეთონ დასკვნები იმის შესახებ, თუ რა ელოდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიას მომავალში.
CES-ზე პირველი ათი წლის განმავლობაში ეპლი ახერხებდა ყურადღება ტავისკენ გადაეტანა და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით წაერთმია მაყურებელი მაიკროსოფტისათვის. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მაიკროსოფტი მართლაც მეორე პლანზე გადავიდა, ეპლის გადასწრება ვერ შეძლო ვერავინ, ვერც გუგლმა და ვერც სამსუნგმა.
2000-2004: მაიკროსოფტის დაცემისა და OS X-ის ზრდის ხუთი წელი
ორიათასიანი წლების პირველი ათი წელი ეპლი წარმატებისაკენ მიდოდა იმ ინდუსტრიაში, სადაც მანამდე განუყოფელად მეფობდა მაიკროსოფტი. ბილ გეიტსი ახალ დეკადაში ყველაზე გავლენიანი კომპანიის ხელმძღვანელად შევიდა. და სულ რაღაც 10 წელიწადში ორმა ტექნოლოგიურმა კოლოსმა გაცვალეს ადგილები. ეპლმა შეძლო მაიკროსოფტის გასწრება ყველა ფრონტზე, მათ შორის მოგების თვალსაზირსითაც.
იმ წლებში CES-ს თავისი სიტყვით სწორედ ბილ გეიტსი ხსნიდა ხოლმე. ის უხვად არიგებდა დაპირბებს და პროგნოზებს იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელებენ მათ იდეებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
თუ თვალს გადავალებთ წარსულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაიკროსოფტის ხედვები, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი იყო. მაგრამ ეპლს მაშინ არ ყავდა მომხმარებელთა დიდი არმია, ასობით პარტნიორი და მომწოდებელი, რომლებიც პრესას მოუყვებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ასხამენ ხორცს ეპლის იდეებს. შესაბამისად, მაიკროსოფტის ხედვა ერთადერთი იყო, რაზეც საუბრობდნენ ყველანი.
იმავე ათწლეულის განმავლობაში სტივ ჯობსი ასევე წინ სწევდა საკუტარ იდეებსა და ხედვებს ტექნოლოგიური სფეროს შესახებ, ოღონც სხვა გამოფენაზე, Macworld Expo, რომელიც CES-ის პარალელირად ტარდებოდა. მის მიერ გამოთქმული აზრები უფრო მეტი ორიგინალურობით, პრაქტიკულობითა და მზაობით გამოირჩეოდა, ვიდრე მაიკროსოფტისა.
ეპლის წარმატების საკვანძო ფაქტორად 2000-იენი წლების დასაწყისში შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ იდეები დასრულებული, მუშა გამოდიოდა, ხოლო თვითონ კომპანია უკვე მზად იყო მიეწოდებინა ის მომხმარებლისათვის.
CES 2000-ის ფარგლებში მაიკროსოფტმა წარმოადგინა ახალი პრდუქტი, WebTV და მისი პოტენციური განვიტრება, Microsoft TV. ასევე მაშინ იყო საუბრები სმარტოფონებზე Windows CE-ს მართვის ქვეშ, თუმცა მუშა მოდელი ბაზარზე 2 წლის შ3მდეგ გამოვიდა.
Macworld 2000-ზე ეპლმა წარმოადგინა ნახევრად გამჭვირვალე G4 Cube, დაანონსა Mac OS X გრაფიკული ინტერფეისისთ Aqua და აგრეთვე iTools, რითაც საფუძველი ჩაუყარა ღრუბლოვან სერვისებს. ტრადიციულად მწარმობელი ფოკუსირდებოდა გაყიდვისათვის გამზადებულ პროდუქტებზე, ან უკვე არსებულის განახლებაზე.
CES 2001 -ზე მაიკროსფოტმა წარმოადგინა Xbox, Sony Playstation-ის კონკურენტი, განახლებული Ultimate TV და ახალი ტერმინი შემოგვთავაზა, Windows Powered, რომლითაც აღიჭურვებოდა მობილური მოწყობილობები Windows CE-ს ბაზაზე.
Macworld 2001-ზე ეპლმა გვიჩვენა Titanium PowerBook G4, გამოაცხადა Mac OS X 10.0-ის გაშვების შესახებ, iTunes და iDVD. კვლავაც, ამ პროდუქტების შეძენა მომხმარებელს დაუყოვნებლივ შეეძლო. სტივ ჯობსი საუბრობდა Mac OS X-ზე, როგორც კომპიუტერულ პლათფორმაზე, რომელსაც ეპლი გამოიყენებს უახლოესი 15 წლის განმავლობაში. საოპერაციო სისტემა შექმნა NeXT-ის ბაზაზე, რომელიც იმ დროისათვის ისედაც თითქმის 15 წლის იყო (პირველი ვერსია 1986 წელს გამოვიდა).
Windows-ის მიმომხილველმა, პოლ ტუროტმა განაცხადა მაშინ: „ეპლი უკვე გვაწვდის პროდუქტებს ვებ-სერვისების ბაზაზე, მაშნ როდესაც მაიკროსოფტი მხოლოდ გვპირდება, რომ შექმნის ამდაგვარს“. ოდნავ მოგვიანებით იმავე წელს ეპლმა გაყიდვაში გამოუშვა iPod მუსიკალური პლეერიб iTunes-ის ბაზაზე.
2002 წელი CES-ისათვის აღსანიშნავი იყო Mira-ს პრეზენტაციით მაიკროსოფტისაგან. სწორედ მისი საშუალებით გეგმავდა რედმონდული კომპანია პკ-ბაზარზე ექპნასიას. მაგრამ ეს პროდუქტი ჩავარდა. ასევე გეიტსმა წარმოადგინა Windows Media Center-ის პირველი ვერსია.
Macworld-ზე ამ წელს აჩვენეს პირველი iMac ბრტყელი ეკრანით, ასევე უკვე მზა გაყიდვისათვის, 14 დუიმიანი iBook და ციფრულ ფოტოებთან სამუშაო პროგრამა, iPhoto.
CES 2003-ზე მაიკროსოფტმა აჩვენა Media Center PC, ყურადღება გადაიტანა Tablet PC-პლათფორმაზე და წარმოადგინა SPOT-ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სმარტ-საათების საფუძველი.
რედმნდულმა კომპანიამ ასევე ამცნო თავის ფანატებს, რომ მისი მუსიკლაური დამკვრელი, Media2Go, რომელიც იდეაში iPod-ის კონკურენტი უნდა გამხდარიყო, მხოლოდ 2004 წელს გამოვიდოდა. iTunes-ისისაგან განსხვავებით, Windows Media Center-მა ვერ შეძლო მომხმარებელთა ყურადღების მიქცევა. სხვათაშორის, Tablet PC-იმ და SPOT-მაც მარცხი განიცადეს და ისტორიის სანაგვეზე ამოყვეს თავი.
თავის მხრივ ეპლმა Macworld 2003-ზე განაცხადა ნოუთბუკების ხაზის გაფართოების შესახებ და წარმოადგინა 12 და 17 დუიმიანი მოდელები. ასევე გაყიდვაში გამოუშვა Final Cut Express, ვიდეო-სამონტაჟო პროგრამა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. იმავე წელს გამოვიდა ბრაუზერი Safari, iWork-ის პირველი ვერსია (ეს სტატია სწორედ ამ საოფისე პაკეტში იწერება ახლა) და აპლიკაციათა პაკეტი iLife. იმით, რომ iPod-ს უკვე მოეწსრო მომხმარებელთა გულების დაბყრობა, ეპლის გეგმებში იყო ხალხის მოზიდვა კომპიუტერეულ ბაზაზრზე, ხოლო ასეთი საფირმ�� აპლიკაციების გამოჩენა ძალიან დროული იყო.
შემდეგ დადგა 2004 წელი. CES-ზე მაიკროსფოტმა დააანოსნა Wndows XP Media Center Wdition 2004, XP-ის ნაკლებმიმზიდველი დამატება. ბილ გეიტსმა თავის სიტყვაში კვლავ გაიმეორა Portabel Media Center-ის ბაზაზე პროდუქტების გამოშვების შესახებ, რომლებიც ოდესმე კონკურენციას გაუწვედნენ iPod-ს.
Macworld 2004-ზე კუპერტინომ წარმოადგინა Mac OS X 10.4 Tiger, გამოაცხადა iMac G5-ის გაყიდვების დაწყების შესახებ, წარმოადგინა iPod mini, 30 დუიმიანი Apple Cimena Display, Final Cut Express 2 და მუსიკალური რედაქტორი GarageBand, iLife-ის კომპლექტში. ყველა ეს პროდუქტი გაყიდვაში გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა გაყიდვაში.
იმავე პერიოდში მაიკსოფტოის ფანატმა და ეპლის მოძულემ, პოლ ტუროტმა გვიჩვენა ტექნოლოგიური რესურების არაობიექტურობის პიკი, როდესაც ერთი და იგივე საკიტხზე დიამეტრალურად განსხვავებული კომენტარები დაწერა. აი რას წერდა ის:
„CES-ის მიმდინარეობისას არავის გახსენებია Macworld Conference & Expo, რომელიც სტივ ჯობსმა გახსნა თავისი მოსაწყენი სიტყვით… და ზოგადად Macworld ფრიად მოსაწყენი რამ აღმოჩნდა“.
„ჯობსის პრეზენტაცია, რომელიც პანაშვიდს უნდა დმსგავსებოდა, სრულიად განხვავებული ეფქტი მოახდინა. ეს იყო ტექნოლოგიების , მარკეტინგისა და საკუთარი ძალების რწმენის ზეიმი. ჯობსი აქტიურად საუბრობდა კამპანიაზე Switch, ყვებოდა ეპლის საცალო მარაზიებზე და პროდუქტებზე“.
გეიტსი სხვა ბედს უწინასწარმეტყველებდა Windows-ს COMDEX 2001-ზე
2000-იანი წლების პირველ ნახევარში არა მარტო CES ემსახურებოდა ბილ გეიტს მისი დაუსაბუთებელი ფანტაზიის ტრიბუნად. ყოველწლიურ კომპიუტერულ გამოფენაზე COMDEX 2001 წელს (დახურვამდე 2 წლით ადრე) გეიტსმა იწინაწარმეტყველა Windows Tablet PC-ის წარმატება. ეს გაჯეტი, თანამედროვე პლანშეტების ერთ-ერთი წინამორბედი, Apple Newton MessagePad-ის გადამუშვებული ასლი იყო, რომელიც 1994 წელს შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ 1998 წელს სტივ ჯობსმა Newton-ის წარმოება შეაჩერა. მის აზრით, ამ მოწყობილობაზე მუშაობა ხელს უშლიდა ეპლის გუნდს სხვა უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობაში.
მაშინ გეიტსმა წარმოადგინა საკმაოდ ამბიციური პროგნოზი, განაცხადა რა რომ 2006 წელს პლანშეტური კომპიუტერები (რასაკვირველია Windows-ის ბაზაზე), უფრო პოპულარულები გახდებოდნენ, ვიდრე სამაგიდე პკ. ამის ნაცვლად სიტუაცია მაიკროსფოტისათვის სრულიად მოულოდნელად განვიტარდა. რედმონში შექმნილი Windows-ის ახალი ვერსია, Longhorn (შემდგომში ცნობილი, როგორც Vista), სრულიად უვარგისი აღმოჩნდა და ჩავარდა. ამ დროს ეპლი სულ უფრო წარმატებით ყიდდა „მაკებს“. სწორედ ამ ცვლილებებმა ჩაუყარა საფუშველი 2000 წლების მეორე ნაწილს: მაკის მწარმოებელი აქტიურად განაგრძობდა ინსვეტიციების ჩადებას საცალო ქსელში და მობილური მოწყობილობების წარმოებაში. მაშინ როდესაც მაიკროსოფტმა უკან დახევა დაიწყო, ვერ შეძლო კონკურენტთნ გამკლავება სმარტოფონების, მუსკალური დამკვრელებისა და პლანშეტების სფეროში.
2005-2009: Windows-ის დაცემის კიდევ ხუთი წელი და iOS-ის დაბადება
ბილ გეიტსის პრეზენტაცია CES 2005-ზე უბრალოდ ჩავარდა. სიტყვით გამოსვლისას და მორიგი, დაუსრულებელი Windows Media Center-ის წარდგენისას, პროგრამა გაიჭედა და მაყურებელტა თვალწინს სამარცხვინო „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ გამოჩნდა. ამის გარდა, მაიკროსოფტის პრეზიდენტმა გააჟღერა ბუნდოვანი იდეები ციფრულ გასართობებზე („Digital Entertainment Anywhere“). ამ კონტექსტში საუბარი იყო PlausForSure, Windows Media Connect და IPTV-ზე. მაგრამ რედმონდული კომპანიის ხელმძღვანელმა არც კი ახსნა წესივრად, თუ როგორ შეძლებდნენ ამ ყველაფრის რეალიზაციას კომპიუტერების მწარმოებლები. ისევე, როგორც ვერ შეძლეს პლანშეტებისა და სმარტ-საათების შექმნა.
თავის მხრივ, Macworld 2005-ის ფარგებლში ეპლმა წარმოადგინა Mac mini და iPod Shuffle. საუბარი იყო Mac OS X 10.4 Tiger-ზე, Final Cut Express HD-ზე, Pages-ზე, iMovies-ზე.
ოდნავ მოგვიანებით ეპლმა გამოაცხადა თავის გეგმებზე თავიდან მოეშორებინა PowerPC-პლათფორმა და გადასულიყო Intel-ის ბაზაზე.
CES 2006-ზე მაიკროსფოტმა წარმოადგინა Xbox 360, HD-DVD-ს მხარდაჭერით. ამით კომპანიამ სათავე დაუდო ხანგძლივ და საბოლოო ჯამში წაგებულ ომს ფორმატების სფეროში, სადაც გამარჯვებული Sony გახდა თავისი PlayStation 3-ით, რომელსაც Blu-ray-ს მხარდაჭერა ჰქონდა. ამ ომმა დიდი ზარალი მიაყენა ინდუსტრიას. გეიტსმა როგორც იქნა უჩვენა საზოგადოებას მობილური მოწყობილობა Windows Mobile-ის ბაზაზე.
მოგვიანებით იმავე წელს დღის შუქი იხილა მედია დამკვრელმა Zune, რომელიც უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე iPod. ამ შემტხვევაში მაიკროსფოტმა გადაწყვიტა გარე მწარმოებლების გარეშე შეექმნა პროდუქტი. თუმცა საბოლოო ჯამში Zune-ის დავიწყებას მიეცა.
აი რას ფიქრობდა პოლ ტუროტი ამ ყველაფერზე:
„მიუხედავად წარმოდგენილი პროდუქტებისა CES-ზე, უნდა ველოდოთ, რომ სწორედ ეპლი მიიქცევს ყრადღების მაქსიმუმს შემდეგ კვირას, როდესაც დაიწყება Macworld. ისინი ახლა წარმატების მწვერვალზე არიან და ამას უნდა შევეგუოთ“.
ამ მომენტისათვის ეპლმა უკვე შეძლო CES-ის დაჩრდილვა მიუხედავდ იმისა, რომ საერთაშორისო გამოფენა Macordl-ამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. და შემდეგ წლებშიც ეპლი ყველანაირი გზებით გადაუკეტავს ჟნგბადს СES-ს, ისე რომ არც კი მონაწლიეობს მასში. მეტიც, ინტერესი ეპლისადმი კოლოსალური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ სიხლეების ანონსები ხელმისაწვდომი ექვსი თვის მერე ხდებოდა, WWDC-ზე.
Macwordl 2006-ზე ეპლმა წარმოადგინა Macbook Pro და განახლებული iMac, გამოუშვა Intel-თავსებადი Mac OS X 10.4 Tiger, პროგრამული პაკეტები iWorks 06 და iLife 06. კომპაქტ დისკების ნაცვლად კომპანიამ აქცენტი შიგთავსის ციფრულ გავრცელებაზე გადაიტანა.
ტრადიციულად, CES 2007 კვლავ ბილ გეიტსმა გახსნა და წარმოადგინა Windows Vista და სერვერული Windows Home Server. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოფენაში Motorola-ს აღამსრულებელი დირექტორი, ედ ზანდლერი და თვით მაიკლ დელი იღებდნენ მონაწილოებას, მთელი ყურადღება კვლავ Macworld-მა მიიქცია.
სადაც დამსწრები სტივ ჯობსმა iPhone-ის პრეზენტაციით დაშოკა. აგრეთვე Apple TV-ით, AirPort Extreme-ითა და Wi-Fi-ს სტანდარტის 802.11т მხარდაჭერით.
უნდა აღინიშნოს, რომ მართალია აიფონის გამოშვებამ 2007 წელს ააფეთქა ბაზარი, ეპლი ამისათვის წლობით ემზადებოდა, ავითარებდა ბიზნესს და საცალო გაყიდვების მაღაზიებს.
CES 2008-ის სიხალე გახდა ბილ გეიტსის პენსიაზე გასვლა. ამ ღონისძიების კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ეპიზოდი ის იყო არა რაიმე ფანტასტიური მოწყობილობის ანონსი, არამედ Gizmodo-ს ჟურნალისტის მიერ გატამასებული მასხრობა. ეს ადამიანი ადგა და გათიშა რამდენიმე დიდი ტელევიზორი, რომლებიც შოუში გამოიყენებოდა. სულ ეს იყო. ამ წელს არ გამოსულა აიფონის არცერთი რელაური კონკურნეტი.
სამაგიეროდ Macworld 2008-ზე დააანონსეს Macbook Air და ახალი პროგრამული პროდუქტი — აიფონის დეველოპრებისთვის საჭირო ხელსაწყოები. ღონისძიებიდან ერთ თვეში App Store-ის გაეშვა.
ამავე წელს კუპერტინომ ამცნო მსოლფიოს, რომ მეტი აღარ ჩაატარებდა Macworld Expo-ს. სიახლეების ანონსები დაიგეგმებოდა როგორც ცალკეული, კონკრეტული ღონისძიებები. ხოლო პროდუქციის გაყიდვა ეპლის საცალო გაყიდვების ქსელით მოხდებოდა.
ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ეპლის მიერ შემუშავებული სიახლეების ანონსის სტრატეგია ფრიად გონივრული და შორსმჭვრეტელი იყო და წარმატებულიც. იმის ნაცვლად, რომ პოტენციური მომხმარებელი მიეტყუებინათ ზოგად გამოფენაზე, კომპანიამ აქცენტი საკუთარ ღონოსძებებზე გადაიტანა. აქ, უცხო კომპანიების გარეშე, ეფლი უჩვენებდა ახალ აიფონებს, აიპადებს, მაკებს და აი სულ ცოტა ხნის წინ სმარტ-საათსაც. პუბლიკის მთელი ყურადღება გადატანილი არის იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეპლი.
2009 წელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ მაიკროსოფტის დომინირებას CES-ზე ბოლო მოეღო. ყველაზე დიდი სენსაცია გახდა არა ვინდოუსის მირიგი ვერსია, არამედ სმარტფონი Palm Pre, webOS-ის ბაზაზე. ეს იყო პირველი სმარტფონი, რომელმაც შეძლო აიფონის გამოწვევა. Palm-ის მწარმობელემა დაიწყო ბაზრის წილის გამოჭმა მაიკროსოფტის ვინდოუსისაგან. მრავალი ადამიანი ელოდა, რომ webOS რეალურად შეძლებდა კონკურენციის გაწევას iOS-ისათვის.
Pre-ს გაშვება 2009 წლის ზაფხულში მოხდა და ამ სმარტფონს უკვე აღარ შეეძლო კონკურენციის გაწევა ეფლის სიახლისათვის, iPhone 3GS-ისათვის. აიფონის ეს მოდელი მახასიათებლებით დაეწია და გაუსწრო Pre-ს. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ ეფლი გაყიდვებში თავის საცალო ქსელს ეყრდნობოდა, ვიდრე გამოფენა-გაყიდვებს, აგრეთვე აიფონის ახალი მოდელის სასარგებლოდ მუშაობდა.
2010-2015: Samsung და Android ანაცვლებენ Microsoft-ს CES-ის ლიდერთა სიაში
მაიკროსოფტის რეპუტაცია სრულიად დაინგრა CES 2010-ზე. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბილ გეიტსი საზოგადოებას ტაბლეტურ კომპიუტერს დაპირდა. და აი, კომპანიამ გადაწყვიტა ხელახლა გამოეშვა ეს პროდუქტი, სახელიც შეუცვალა Slate PC. პლანშეტი HP-სთან პარტნიორობით მზადდებოდა.
ამ ნაბიჯს ერთგვარად პრევენცული დარტყმა შეგვიძლია ვუწოდოთ. მცდელობა, დაესწროთ ეპლისათვის, რომელიც ჯერ მხოლოდ გეგმავდა საკუტარი პლანშეტის გამოშვებას. თუმცა საბოლოო შედეგი კიდევ უფრო სამარცხვინო აღმოჩნდა, ვიდრე სტივ ბალმერის პრეზენტაცია.
აიპადის გამოშვებისათვის ეპლს Macworld Expo-ს კი არ დასჭირდა. სან-ფრანცისკოში მწარმოებელმა გამართა საკუთარი ღონისძიება. და მართალია ჟურნალსტები ტავიდან დასცინოდნენ სიახლეს, აიპედის წარმატებამ საბოლოოდ ყველა თავის ადგილზე მოსვა.
გაყიდვების პირველ წელს ეპლმა იმაზე მეტი აიპედი გაყიდა, ვიდრე მაიკროსოფტმა და მისმა პარტნიორებმა მთელი ათი წლის განმავლობაში.
ის, რომ მაიკროსოფტმა კონტროლი დაკარგა პარტნიორებზე — კომპიუტერების მწარმოებლებზე, შესამჩბევი იყო CES-ზე. ანდროიდის პლათფრომა პოპულარული ხდებოდა იმის წყალობით, რომ მობილურიმა ოპერატორმა Verizon Wireless-მა უარი განაცხადა BlackBerry-სთან ტანამშრომლობაზე და ფსონი Motorola Droid-ზე დადო. კომპანია გუგლმა ასევე მიიპყრო ყურადღება, საკუთარი Google Nexus One-ით.
შემდეგ წელს, CES 2011-ზე მაიკროსოფტმა გააჟღერა თავისი გეგმები ვინდოუსის ადაპტაციის შესახებ ARM-არქიტექტურის პროცესორებისათვის. ამით ის გეგმავდა საკუარი პლანშეტების მიმზიდველობის გაზრდას. ამ გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა ინტელისა და მაიკროსფოტის მრავალწლიან თანამშრომლობას. პრეზენტაციის ვარსკვლავი გახდა საოპერაციო სისტემა Android 3.0 Honeycomb, რომელსაც ანდროიდ-პლანშეტები ლიდერთა ჯგუფში უნდა გაეყვანა და დაემარცხებინა აიპედი.
საუკეთესო პროდუქტის ტიტული მიიღო პლანშეტმა Motorola Xoom. თუმცა ის ფრიად ნედლი იყო, როგორც აპარატურულ, ისევე პროგრამულ ნაწილში. ამ პლანშეტის საკუთესო შემადგენელი მისი რეკლამა იყო. ისევე როგორც ეპლის 1984 წლის ეყრდნობოდა ჯორჯ ორუელის „1984“-ს, მოტოროლას რეკლამა ეხმიანებოდა უკვე თვითონ ეპლის რეკლამას. თუმცა ამანაც ვერ უშველა ამ ტაბლეტს.
გუგლის მხრიდან ანდროიდ-პლათფრომის ხედვა Honeycomb-ში ტაბლეტურ კომპიუტერთან უფრო ახოს იყო, ვიდრე აიპადთან. ასე რომ, ამ პროგრამულმა პროდუქტაც ვერ მოიპოვა დიდი წარმატება.
ამავდროულად ანდროიდის ლიცენზიის მფლობელემა გამოუშვეს საკუთარი სმარტფონები, 4G სტანდარტის მხრადჭერით. ამის ხარჯზე ამ გაჯეტებს ადვილად უნდა გაესწროთ აიფონისათვის, რომელშიც მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერა მხოლოდ 2012 წელს გამოჩნდა. ეს თავისებურება იგეგმებოდა როგორც შანსი მომხდარიყო ანდროიდ-სმარტფონების დიფერენციაცია და ამ პლათფრომის უპირატესობის ჩვენება აიფონზე. მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა. სმარტფონები ძალიან ნედლი იყო, ხოლო 4G-ჩიპები იმდენ ენერგიას ხარჯავდნენ, რომ მომხმარებელმა ვერ იგუა ისინი.
2012 წელს CES-ზე მაიკროსოფტმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ მეტი არ მიიღებდა მონაწილოებას გამოფენაში. მის ნაცვლად ადგილი სამსუნგმა დაიკავა და ახალი სმარტფონი, Galaxy Note წარმოადგინა, რომელიც სმარტფონისა და პლანშეტის ჰიბრიდი იყო, თანაც სტილუსიც გააჩნდა.
ეპლისათვის ეს წელი ფრიად წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არცერთი რეალურად უნიკალური პროდუქტი არ გამოუშვია. დღის შუქი იხილეს iOS 6-მა, OS X Mountain Lion-მა, ახალმა iPad 3-მა და iPad mini-მ. ამის გარდა გამოვიდა მეოთხე თაობის აიპედი, iPhone 5 ოდნავ დიდი ეკრანით და Macbook Pro Retina-ეკარნით.
კრიტიკოსებმა რასაკვირველია იპვნეს საკრიტიკო. კუპერტინო იმწუთას დაადანაშაულეს რაიმე საინტერესო იდეის არქონაში და მას სამსუნგის ჩრდილქვეშ მომავალი უწინასწარმეტყველეს. შედეგად, ეპლმა ოფცილუარად გამოაცხადა შტატების რესტრუქტურიზაციის შესახებ.
CES 2013-ზე სამსუნგმა უზარმაზარი ტელევიზორები წარმოადგინა, BlackBerry-მ — მობილური საოპერაციოს სისტემა BB10, ხოლო ინტელმა — მობილური პროცესორი Atom.
აი ეპლმა კი შთამბეჭდავი სტატისტიკა წარმოადგინა. წინა წლის მონაცემებით, iOS-ის აპლიკაციების უნიკალური ჩამოტვირთვების რიცხვმა 20 მილიარდი შეადგინა. ამავე წელს მომხმარებლებმა იხილეს OS X Mavericks, iOS 7 სრულიად ახალი ინტერფეისით და განახლებული Mac Pro.
ოდნავ მოგვიანებით გამოვიდა iPhone 5c და iPhone 5s, 64-ბიტიანი პროცესორის ბაზაზე.
მიუხედავად იმ დროისათვის უკვე მოძველებული 4 დუიმიანი ზომის ეკრანებისა, მსოფლიო ბაზარზე ეს სმარტფონები ძალიან აქტიურად იყიდებოდა.
2014 წელს CES-ზე სამსუნგმა წარმაოდგინა უზარმაზარი ტელევიზორები წარმოადგინა, არეთვე დიდი ზომის პლანშეტებიც.
თავის მხრივ ეპლმა გაზაფხულზე პაუზა გააკეთა სიახლეების წარმოდგენაში და ამით საინფორმაციო რესურსებს მისცა საშუალება უხვად ემსჯელათ ეპლის უახლოესი გარდაცვალების შესახებ. სამაგიეროდ 2014 წელს ეპლმა ურთიერთობა დაიწყო ავტომობილის მწარმოებელ კომპანიებთან და აგრეთვე IBM-თან გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება.
თავის ყოველწლიურ კონფერენციაზე ეპლმა წარმოადგინა HomeKit და HealthKit, iOS 8-სათვის და ახალი სერვისი Continuity. უახლესმა პლანშეტმა iPad Air 2-მა სრულიად დაჩრდილა კონკურენტი Nexus 9, ხოლო სმარტფონებში როგორც იქნა წარმოადგინა 4.7 და 5.5 დუიმი მოდელები, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამსუნგს.
სულ ესაა!
ბოლოსიტყვაობა: ძნელი წარმოსადგენია უფრო მეტად ჰარმონიული შეხამება ტექნოლოგიურად წინ წასული და ერთმანეთთან ღრმად შერწყმული პროდუქტებისა, ვიდრე ელის მიერ გამოშვებული 2014 წელს.
კონკურენტებს უბრალოდ არანაირი შანსი არ რჩებათ სამომხმარებლო ტექნიკის ინუსტრიის ასეთ ყურადღებაზე. და ვერანაირი საერთაშორისო გამოფენა, ისეთი მაშტაბურიც კი, როგორიც არის CES, ვერ შეცვლის სიტუაციას.
CES 2015-ზე კი ძირითადად ეპლზე საუბრობდნენ. ამის მიზეზი — ის ფაქტი გახდა, რომ ამ მომენტში ყველაზე მიმზიდველი პლათფორმა დეველოეპრებისათვის iOS-ია. ანუ ეპლს CES-ზე გამოსვლაც კი არ სჭირდება, მასზე რომ ილაპარაკონ.
15 წლის წინ მაიკროსოფტი ნაპოლეონის გეგემებს ისახავდა პლანშეტების, ტელეფონებისა და კომპიუტერების წარმოების სფეროში. ყოველ ასეთ გეგმაზე CES-ზე საუბრობდა. 5 წლის წინ იგივე ამბიციები გაუჩნდა გუგლს პარტნიორებტან ერთად.
რა მოხდა შედეგად? ინტერნეტ-გიგანტი იძულებული გახდა საჯიჯგნად მიეგდო პლათფრომა იმ მწარმოებლებისათვის, ვინც წარსულში ვერ შეძლეს გეგმების ბოლომდე მიყვანა მაიკროსოფტთან ერთად. კორეულმა გიგანტმა სამსუნგმა, რომელიც ანდროიდ-ბაზარზე ყველაზე მეტ სმარტფონის მოდელს უშვებს, მოგების დიდი ნაწილი დაკარგა გასულ წელს. იგივე შეიძლება ითქვას გუგლზე, მიუხედავად მისი მცდელობისა წინ წასწიოს ანდროიდი და Chrome-ნოუთბუკები.
განვითარების გასაოცარი პროცესი, რომელიც ეპლმა გაიარა ამ 15 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მატკიცებს, რომ კრიტიკული ცვლილებები კომპიუტერების ინდუტრიაშიც კი ისე სწრაფად ვერ ხდება და რომ ახალი, წარმატებული პლათფრომის შექმნას ძალიან ბევრი დრო სჭირდება.
თუ მომავლისაკენ გავიხედებით, ეპლისათვისაც არსებობს პოტენციური საშიშროებები. შიდა პრობლემების რისკი, განვიტარების ჩიხური გზები და ზედმეტი თვითდაჯერებულობა მრავალი წარმატების ფონზე. თუმცა, ამჟამად სიტუაცია ბაზარზე ფრიად ხელსაყრელია. სამსუნგი რთულ სიტუაციაშია, ხოლო გუგლი კვლავ ვერ ახერხებს შეცვალოს თავისი მდგომარეობა უკეთესობისაკენ. ასე რომ აიფონების მწარმოებელს პრაქტიკულად არ ყავს კონკურენტები და მას სრული შანსი აქვს ამ ახალ, 2015 წელს გააგრძელოს განვითარება.
ახლა, 2015 წელს, Apple ჰგავს 1995 წლის Microsoft-ს.