OS X-ისა და iOS-ის ხარისხის ვარდა Apple-ის დაცემას უქადის
გასულ წელს ახალი iPhone-ების გაყიდვებმა ყველა რეკორდი მოხსნა. Apple-ის კვარტალური საფინანსო ანგარიშგება სასწაულ მაჩვენებლებს გვტავაზობს. და მართალია სირთულეების გარეშე ამას არ ჩაუვლია, ბაზარი ყვავის, ხოლო მომხმარებლები ისევე ბედნიერნი არიან თავისი ახალი გაჯეტებით. რა შეიძლება მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი, მაშნ როცა მომაალი ასეთ ლამაზ ფერებშ იხატება? ზოგიერთმა ამ კიტხვაზე პასუხიც მოიძია. Forbes-ის თვალსაზრისით, პრობლემები პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში იქნება.
როგორც აღმოჩნდა, კომპანია Apple-თან მომუშავე დეველპერები და დამკვირვებლებიც ერთხმად აღნიშნავენ iOS 8 და OS X Yosemite-ს ფრიად წარუმატებელი ვერსიების შესახებ. აქაოდა, საოპერაციო სისტემების მობილური და სამაგიდე ვერსიები სავსეა შეცდომებითო და მათთან ნორმალური მუშაობა შეუძლებელიაო. თავის მხრივ, Apple-ის მიერ გამოშვენული პროგრამული უზურნველყოფის ძირს დაცემული ხარისხს შეუძლია მიუთითოს მომავალი პრობლემებზე.
ამ ეტაპზე მობილური და სამაგიდე საოპერაციო სისტემები წელიწადში ერთხელ გამოდის. ასეთი გრაფიკი Apple-ის ეკოსისტემის გართულებასთან ერთად ინჟინრებს რთულ პირობებში აყენებს. ამასთან ერთად ანდროიდის პლათფრომა აგრძელებს ბაზრის წილის ზრდას, პარალელურად ის უმჯობესდება, ხარისხი მატულობს და ფრაგმენტაციას მცირდება. სწორედ ეს ხარვეზები აყენებდა გუგლის საოპერაციო სისტემას მეორე ადგილზე გამოყენების მოხერხებულობის რეიტინგში.
Apple-ის პროგრამული უზრუნველუყოფის ხარისხის ყველაზე აქტიურიმა კრიტიკოსმა, დეველპერმა რასელ ივანოვიჩმა 2015 წელს ანდროიდის წელიც უწოდა. ივანოვიჩი ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას iOS-ისათვის უკვე მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მისი ფირმა შიფტი ჯელი ამდროისათვის შემოსავლის 80$-ს ანდროიდის პლათფრომიდან იღებს.
ტიმ კუკი განაგრძობს იმის მოყოლას, რომ მხოლოდ Apple-ს შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებს. მე მათ ვუსურვებდი ცოტათი შეანელონ გიჟური ტემპები და მეტი დრო დახარჯონ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამის დიდი აუცილებლობა არსებობს. OS X-ს, iOS-ის, აიფონის, აიპედის ვერსიები კვლავ და კვლავ გვარწმუნებს იმაში, რომ ბევრი პროდუქტი უბრალოდ მოუმზადებელი გამოდის ბაზარზე.
რასელ ივანოვიჩი
ტექნოლგიური სცენის მრავალი ჟურნალისტი დიდი გულსიყურით აკვირდება Apple-ის მუშაობას, მათ შორის — Apple Loop-ის სვეტის ავტორი ევან სპეისი და გორდონ კელი, რომელიც ფორბსისთვის წერს. ისინი დიდ დროს უთმობენ ახალი iOS 8-ში არსებული შეცომების განხილვას. OS X-ს შეცდომების შესახებ ნაკლებს წერენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სისტემის მომხმარებელთა ოდენობა გაცილებით ნაკლებია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ Yosemite-ში ყველაფერი კარგად მუშაობს, ეს ასე არ არის. დეტალებს თუ არ ჩავეძიებით, iOS 8-ში შეცდომები არის ფოტო-აპლიკაცაში, რინგტონების მუშაობაში, მონაცემთა გამოყნებაში, „ოჯახურ წვდომაში“, აიქლაუდთან სინქრონიზაციაში და ფიჭურ ქსელბში მუშაობაში, ვაი-ფაის მუშაობაში, შეზღუდული შესაძლებლობების ფუნქციებში, მესიჯებში და უსაფრთხოებაში. Yosemite-ში, თავის მხრივ ასევე რეგულარულია შეცდომები ვაი-ფაი ქსელში, აიქლაუდის შეცდომები და ზოგადად სამოხმარებლო ინტერფეისში. თანაც ეს ხდება მაკების თანამედროვე მოდელებზე.
ერთი მხრივ, ეს უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფაა, შეუძლებელია ის არსებობდეს უშეცდომო, მეორე მხრივ, გათვიცნობიერებული ადამიანები საუბრობენ ერთგვარ კანონზომეირებაზე, რომელიც ადასტურებს Apple-ის პროგრამული უზრუნვეყოფის ხარისხის გაუარესებას. მაკვორლდის ჟურნალისტი კირკ მაკელხერნი ბევრს წერდა ამის შესახებ. მისი ბოლო პუბლიკაციები ზუსტად ახასიათებენ მიდინარე სიტუაციას. „რა სჭირს Apple-ს ბოლო დროს?“, „ცდილობს, თუ არა Apple გააკეთოს ბევრი მცირე დროში?“, „რატომ ანახლებს iOS 8-ზე სისტემას მომხმარებელტა მხოლოდ მცირე ნაწილი?“
Apple გაჭირვებით ართმევს თავს ყოველი ახალი ვერსიის გამოშვებას, ამის გამო პროდყქტების ხარისხი ეცემა… შეცდომების აუარებელი ოდენობა, უხარისხო ვერსიები განახლების შემდეგ პრობლემებს წარმოქმნიან.
კირკ მაკელხნერი
ამავდროულად ივანოვიჩს და მაკელხნერს ვერ უქოდებ Apple-მოძულეებს. პირიქითაც, მათი პირადი კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული კუპეტინოს განვიტარებაზე და მისი პროგრამული უზურნველყოფის ხარისხზე. მაგრამ ყველაზე თავწაკლული ფანატებიც კი საყვარელ კომპანიაზე არასასიამოვნო სიტყვებს ამბობენ.
იქნება შთაბეჭდილება, რომ Apple-ის პროგრამისტები ვერ ეწევიან კომპანიის იჟინრებს. iOS- ის ახალი ვერსიების მეტი წილი გამოდის არა მაშნ, როცა ისინი მზად არის, არამედ როცა იწყება აიფონის ახალი მოდელის გამოსვლა. ამასწინათ მე ვწერდი ტვიტერში, რომ Apple-ს უჯობდა შუაზე გაეყო iOS-ის ახალი ვერსიებისა და აიფონების გამოშვება. ალბათ, მარკეტინგის თვალსაზრისით ეს არ იქნება გონივრული ნაბიჯი. ეს ხარისხის კონტროლსაც გაართულებს. მაგრამ ძველებურად გაგძელებაც აღარ შეიძლება.
ჯონ გრუბერი
დამკვირვებელსაც და ინსაიდერსაც აქვთ საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძება გამოსწორდეს სიტუაცია, მაგრამ ყველა თანხმდება ერთზე: რარაც უნდა შეიცვალოს. მიმოხილველი ტუავ-იდან იონი ჰაისლერი, რომელიც ასევე ვერ დარჩა გულგრილი აღნიშნულ პრობლემის მიმართ, საუბრობს აგრეთვე კულტურული ფაქტორების შესახებ Apple-ის შიგნით.
ისინიც გასათვალისწინებელია, როგორც პრობლემის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი. Apple-ში დეველოპერების გუნდები მცირე ზომისაა. როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, კომპანია ფსონს დებს პროფესიონალიზმზე და არა პერონალის ოდენობაზე. თვითონ ჰაისლერი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ სტივ ჯობსი ამჯობინებდა სამსახურში აეყვანა მაღალი კლასის რამოდენიმე პროფესიონალი, ვიდრე უფრო მეტი და შედარებით ნაკლებმცოდნე.
კადრების შერჩების ეს ფილოსოფია ჯერ კიდევ მოქმედებს Apple-ში. ეს ნიშნავს, რომ iOS-ისა და OS X-ის გუნდებშ ხალხის დამატებით კომპაია ვერ გადაწყვეტს პრობლემებს.
იონი ჰაისლერი
თუ შევხედავთ აიფონისა და მაკების გაყიდვებს, შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ მწარმოებელს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. მიუხედავად ხარვეზებისა, მომხმარებლები განაგრძობენ Apple-ის პროდუქციის შეძენას. საკითხი სხვა რამეში მდგომარეობს. გაგრძელდება თუ არა ეს სამუდამოდ?
მოკბეჭილი ვაშლის ლოგოს მატარებელი პროდუქტების პოპულარობა და მასზე მოთხოვნილების არსებობა მომხმარებლის ტვინში ჩასახული დადებითი ემოციებით არის გამოწვეული. რიდესაც Apple-ის ფანები საუბრობენ მათ გაჯეტებზე, ისინი თითქოს ხელახლა განიცდიან თითოეულ შეხებას, ყოველ სვაიპს. Apple-ის ბრენდის ტექნიკის გამოყენების დადებითი გამოცდილება ჩვენი ტვინის ნეირონებშია ჩაკერებული. თანაც, ზოგიერთს ეს სფერო თავის ტვინში საკმაოდ დიდად აქვს განვიტარებული და სწორედ ეს მუშაობს ნებისმიერ რეკლამაზე უკეთ.
ამავდროულად ნაგულისხმევად ითვლება, რომ პროდუქტის, ან მიკროკოდის ყოველი ახალი ვერსია კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას მოგვცემს და გააუმჯობესებს მოწყობილობის გამოყენების გამოცდილებას. და სულერთია რომელ პროდუქტზე არის საუბარი, აიფონზე, აიპედზე, აიმაკზე, მაკბუკზე, iOS-ისა და OS X-ის მორიგ ვერსიებზე. თანაც, ასეთი რწმენა მომხმარებელთა ტვინებში შენარჩუნდება მაშნაც კი, როდესაც გაუმჯობესება აღარ იქნება განახლების აუცილებელი პირობა. რა მოხდება, თუ მომხმარებლები, Apple-ის ყველაზე დიდი ფანებიც კი შეწყვეტენ გაუმჯობესების მოლოდინს პროდუქტების ახალ ვერსიებში?
ამ სურათზე ნაჩვენებია iOS 8-ისა და iOS 7-ის დანერგვის სისწრაფე. შეგვიძლია დავინახოთ, რომ iOS 8-ზე გადასვლა უფრო ნელა ხდება, იმასთან შედარებით, როგორი სისწრაფითაც გადადიოდა ხალხი iOS 7-ზე გასულ წელს. iOS 8-ის დანერგვის სისწრაფე გამოსვლიდან ორ კვირაში 40% იყო, 70%-ის წინააღმდეგ ექვს კვირაში iOS 7-ში ერთი წლით ადრე. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ვარდნა გასულ წელს დაიწყო, ვინაიდან არც iOS 7-ზე ისურვა ყველამ გადასვლა.
Mac OS X-ს შემთხვევაში ტრენდი კიდევ უფრო დამთრგუნველია. მიუხედავად იმისა, რომ Yosemite-ზე გადასვლა ყველაზე მასიურად ითვლება Apple-ის პლათფორმის ისტორიაში, გარკვეული წინააღმდეგობებიც უნდა მოვიძიოთ. სურათზე ვხედავთ მავერიკსისა და ყოსემიტის ადაპტაციის გრაფიკებს. საინტერესოა, რომ Yosemite-ს დანერგვის გრაფიკი საკამოდ ხაზურია, მაშნ როდეესაც მავერიკსისა ხასიათდება აღმაფრენებით და აქტივობის დაცემებით. სტატისტიკის წესების მიხედვით, ხაზური გრაფიკები გვატყობინებენ აქტივობასა და გარე ფაქტორებს შორის კავშირების არარსებობის შესახებ, მაშინ როდესაც დინამიური გრაფიკების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, კორელაციის არსებობის გამო. ანუ, საოპერაციო სისტემის განალხების შემთხვევაში კორელაცია გულისხმობს, რომ გამოყენების დადებითი გამოცდილება ხელს უწყობს მომხმარებლის სურვილს გაანახლოს საოპერაციო სისტემა და მათი ენთუზიაზმი სხვა თანამოაზრეებსაც უბიძგებს იგივე ქმედებისაკენ. და თუ ასეთი ტრენდი არსებობდა გასულ წელს, მავერიკსის გამოსვლის შემდეგ, ახლა მომხმარებელებმა ეტყობა ვერ მიიღეს საკმარისი ოდენობის დადებითი ემოცია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიასთან და ისე აქტიურად არ მიილტვიან Yosemite-საკენ.
პრინციპში, ძნელი გამოსაცნობია, როგორ მოიქცევა მომხმარებელი ამათუიმ სიტუაციაში, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ყიდვაზე ან განახლებაზე. ხშირად ადამიანი მიმდინარე მომენტში აფასებს სიტუაციას და არჩევანს მწირი ინფორმაციის ხარჯზე აკეთებს. და ხშირ შემთხვევაში ეს მუშაობს, თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ახალ სტიმულსა და მის მიღებას შორის არსებობს საკმარისი დაყოვნება.
მკვლევარი დანიელ კანემანი თავის წიგნში „იფიქრე ნელა, გადაწყვიტე სწრაფად“ აღწერს ჩვენი აზროვნების ორ ასპექტს, რომლებსაც ის უწოდებს „სისტემა 1“ და „სისტემა 2“. თუ განვიხილავთ კანემანის თეორიას Apple-ის კონტესტში, სწორედ „სისტემა 1“ იღებს გადაწყვეტლებას აპლიკაციის ჩამოტვირთვის შესახებ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ღილაკს „ჩამოტვირთვა“. მაშნ როდესაც „სისტემა 2“ გავიძულებს დავფიქრდეთ, რა სახის პირადი ინფორმაციის მიღებას ეცდება აპლიკაცია ჩვენგან. მარკეტინგის საიდუმლო, მათ შორის Apple-ის მარკეტინგისაც, იმაში მდგომარეობს, რომ გაანეიტრალოს „სისტემა 2“ და აიძულოს მომხმარებელი განახორცილეოს ყიდვა პროცესის ანალიზის გარეშე. და ყველა ჩვენი დადებითი ემოცია, რაც Apple-თან არის დაკავშირებული, წარმოიშვება „სისტემა 1“-ის მიერ და მხოლოდ მერე დასაბუთდება „სისტემა 2“-ის მიერ.
მეორე მხრივ, „სისტემა 2“ ფრიად მგრძნობიარეა მოსალოდნელი საშიშორების მიმართ (რაც ევოლუციური აუცილებლობით არის ნაკარნახევი). ასე რომ, როცა ადამიანი ეჭვობს, რომ მას შეიძლება პრობლემები შეექმნას iCloud-თან, თუკი ის საოპერაციო სისტემას განაახლებს, ამ შემთხვევაში სწორედ „სისტემა 2“ აიძულებს მას გაანალიზოს სიტუაცია და განახლება გადადოს. როგორც ჩანს, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის პრობლემები, რომელზეც საუბრობენ კომპანიის გამკრიტიკებლები, სწორედ ამ მექნიზმის გაშვებას უწყობს ხელს. შედეგად მომხმარებლები Apple-ის სიახლეებს დიდი სიფრთხილით მიუდგებიან.
რათქმაუნდა, არაფერი მსგავსი არ მოხდება, თუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მორიგი ციკლის დროს არ გაჩნდება რაიმე პრობლემა. ამ შემთხვევაში მომხმარებლები უბრალოდ დაივიწყებენ ცუდ გამოცდილებას და არ დაფიქრდებიან იმაზე, გადავდნენ თუ არა მობილური, ან სამაგიდე სისტემების ახალ ვერსიებზე.
რეალური რისკი იმაში მდგომარეობს, რომ Apple-ის შიგნით არსებული კულტურა არ ხელმძღვაბელობას საშუალებას გააფართოვოს დეველოპერთა ჯგუფები. არსებული შემადგენლობა მცირეა და თანამშრომლები ალბათ ძლივს ასწრებენ მიმდინარე ამოცანების შესრულებას, არათუ ოპერატიულად აღმოფხვრონ შეცდომები. საჭიროა კოლექტივის რესტრუქტურიზაცია, რათა მან შეძლოს გაზრდილი ეკოსისტემის მომსახურება, რომელიც ამასთან კიდევ უფრო ინტეგრირებულია ერთმანეთთან. OS X-ისა და iOS-ის ერთიანობა ინჟინრებისა და პროგრამისტებისაგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ხოლო სულ მალე სისტემას დაემატება Apple Watch, ძალას მოიკრებს Apple Pay, HealthKit, HomeKit, განახლებული AppleTV. ასე რომ როგორც ჩანს კუპერტინოს მოუწევს თანამშრომელთა სამსახურში აყვანის საკუთარი კულტურის შეცვლა.
მაშ, იქნება, თუ არა 2015 წელი Android-ის წელი? და მაინც, Apple შეძლებს ძალების მოკრებას და ჩვენთვის საოცარი საჩუქრის გაკეთებას ერთი, დიდი, ინტეგრირებული და კარგად მომუშავე სისტემის სახით? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ მხოლოდ 2016 წელს მივიღებთ.