მიმოხილვა

ჯონი აივის დიზაინის 12 საიდუმლო

83views

ამასწინათ ჯონი აივი სიტყვით გამოვიდა ახალგზარდა დიზაინერების წინაშე ლონდონის დიზაინის მუზეუმში და ამ დაწესებულების დირექტორსაც, დეიან სიჯიჩსაც ესაუბრა სხვადასხვა თემებზე, დაწყებული თანამედროვე დიზაინის პერსპექტივებით და ჯონის Apple-ში მუშაობით დამთავრებული. დიზაინის გურუს საჯარო გამოსვლები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ინფორმაცია, რომელიც მან მოუყვა დამწყებ დიზაინერებს, ორმაგად ძვირფასია. სერ ჯონათანმა გააფრთხილა იმ უამრავ წარუმატებლობაზე, რაც წინ უძღვის წარმატებულ პროექტებს და საუდიმლოები გაუზიარა სტუდენტებს, რომლებიც მას დაეხმარა გამხდარიყო Apple-ის მთავარი დიზაინერი.

ყველა პროდუქტი — თქვენი ანარეკლია

ყველაფერი, რასაც თქვენ ქმნით, არის თქვენი ანარეკლი და ტქვენს შესახებ ლაპარაკობს. მომხმარებლები გრძნობენ თქვენს ზრუნვას, ისევე როგორც საქმის მიფუჩეჩებას. აქ, ისევე როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობაში, უგულებლეყოფა შეურაცხყმყოფელია.

კარგი იდეები ურთიერთობაში ჩნდება

ყველა დიადი იდეა იწყება საუბრებით და მსჯელობით. მცირე ცვლილებაც კი პროცესის დასაწყისში მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს საბოლოო პროდუქტზე. თავიდან იდეა — ეს უბრალოდ აზრია, მყიფე და სხვებსათვის მიუწვდომელი, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როგორც კი მისი პირველი ფიზიკური გარდასახვა მოხდება. ის ხელმისაწვდომი ხდება სხვებისატვისაც და პორცესში სულ უფრო მეტ ადამიანს ითრევს.

შეწყვიტე წარმოდგენა და დაიწყე შექმნა

ბევრმა ახალგაზრდა დიზაინერმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, უბრალოდ არ იცის, როგორ შექმნას პროდუქტი — ეს იმის შედეგია, რომ დიზაინის სკოლის სემინარები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე კომპიუტერები და პროგრამული უზრუნველყოფა. CAD-პროგრამებს შეუძლიათ ცუდი დიზაინი მიმზიდველი გახადონ. ფრიად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ცხოვრების 4 წელს ხარჯავს 3D-დიზაინის შესწავლაზე და ამ დროის განმავლობაშუ არცერთ ნივთს არ ქმნის! ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ დაპროექტებაში არიან ძლიერი, არამედ პროდუქტების შექმნაშიც, უდიდესი უპირატესობა აქვთ სხვების წინაშე.

ნუ გაბერავთ შტატებს

Apple-ის დიზაინის განყოფილებაში მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ილუმინატების ორდენში მოხვედრა და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ იქიდან არავინ არ მიდის. ბოლო 15 წლის განმავლობაში დიზაინის გუნდის არცერთ წევრს არ დაუტოვებია კომპანია.
მე მიყვარს პატარა გუნდში მუშაობა. განყოფილებაში სულ 18 ადამიანია და არცერთი მათგანი ჩვენსგან არ წასულა.

პლაგიატი — პირფერობის გულწრფელი ფორმა არ არის

რვაწლიანი მუშაობის შედეგი შესაძლოა ნახევარი წლის განმავლობაში დააკოპირო. ამას ნამუშევარს ვერ დავარქმევთ. მოპარული დიზაინი — მოპარული დროა. ეს არის აღიარება? მე ასე არ ვთვლი.

განაგდეთ ეჭვები

იმისათვის, რომ შევქნათ მართლაც რაიმე ინოვაციური, თქვენ გვერდით უნდა გადადოთ რაციონალური აღქმა.

მოწყობილობათა მინიატურიზაცია გარდაუვალია

Apple-ის პროდუქტები მუდმივად მცირდება ზომებში, უფრო ტხელი ხდება და მსუბუქი, მაგრამ ეს ხდება არა სილამაზისათვის და არა იმიტომ, რომ ასე სურს ჯონის — საქმე ტექნოლოგიურ პროგრესშია.

ეს არის ჩვენი ადამიანური ბუნების არსი — გავხადოთ კარგი კიდევ უფრო მშვენიერი. როდესაც ჩვენ ვხედავთ გამოჩენილ ტექნოლოგიას, ჩვენ ის კიდევ უფრო მცირე ზომის გვინდა გავხადოთ, უფრო იაფი და საიმედო.

კარგად გააკეთეთ ისიც, რასაც არავინ არასოდეს არ დაინახავს

ჩვენ უამრავ დროს ვხარჯავთ ნივთების დიზაინზე, რომლებიც ტელეფონის შიგნით არის მოთავსებული, თუმცა ადამიანთა 99% მათ ვერასოდეს ნახავს. ჩვენ მაინც ვაკეტებთ ასე, ვინაიდან ასეა საჭირო.

არ ღირს თავის გამოდება მხოლოდ თავის გამოდებისათვის

თავის გამოდება ადვილია — საკმარისია პროდუქტი ვარდიფერი და ფუმფულა შევქმნათ. უყო საუკეთესო — გაცილებით უფრო რთულია. ზოგიერთი ცვლილება ხშირად მოითხოვს მარკეტინგულ და კორპორატიულ ღონისძიებებს. როდესაც იცვლება მნიშვნელოვანი ნაწილი (ეკრანის, ან ხმოვანი მართვის მსგავსად), შექმენით ისინი მართლა სხვანაირი.

არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს

არ უნდა შეგვეშინდეს წარუმატებლობის. თუ ჩვენ არ ვცდებით, ესე იგი წინ არ მივიწევთ. პროდუქტების 80% ვერ აღწევს წარმოების ფაზას. თუ თქვენ ხედავთ, რომ პროდუქტი იმდენად კარგი არ არის, როგორც ეს თავიდან ჩანდა, უბრალოდ შეწყვიტეთ მასზე მუშაობა.

განაგდეთ უფრო მეტი იდეა, ვიდრე მიიღებთ

როდესაც პროცესის კრეატიულ ნაწილზე მიდის საუბარი, ჯონი ამბობს: „ყოველ იდეაზე, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოდიოდა ცხრა იდეა, რომელზეც უარი ვთქვით“.

შექმენით კარგი პროდუქტები და ფული თავისით მოვა

ჩვენი მიზანია — თავდაუზოგავად ვიშრომოთ იმდენად მაგარი პროდუქტების შექმნაზე, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. ჩვენ არ ვართ იმდენად გულუბყვრილო და გვესმის, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას, შესანიშნავი პროდუქტის შექმნით, ის მოეწონებათ ადამიანებს. და თუ ადამიანებს ის მოეწონებათ, ისინი მას იყიდიან. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ვაკეტებთ ფულს. მაგრამ ეს შედეგია და არა მიზეზი.

Comments

comments

Leave a Response